ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლანდი_ქიმერა
ჟანრი: პროზა
26 თებერვალი, 2010


* * *

როცა დაგინახე... უცებ, თითქოს განათდა... გული ამითამაშდა... სუნთქვას მოვუხშირე...
თვალს ვერ გაშორებდი... ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი...
არ ვიცოდი სად დავტეულიყავი... სად წავსულიყავი...
თითქოს ვიხრჩობოდი... სუნთქვაც მიჭირდა...
როცა დაგინახე... ყველაფერი თავდაყირა დადგა... ყველა დღემდე არსებული მითი დაინგრა...
როცა დაგინახე...
ისეთი ლამაზი იყავი... ისეთი საოცარი... რომ მომინდა, აქვე, ხალხში მოვვარდნილიყავი და...
მინდოდა დამეჭირე და არსად გამეშვი...
შენი სხეულის ყველა ნაწილი მეძახდა... უკვე აღარ შემეძლო.... ვეღარ ვითმენდი...
ვიცოდი უაზრობა იყო... მე, მაინც ვერ მოვითმენდი და...
ურცხვად გამოვექანე... დუჟმორეული დაგეტაკე...
შენ ელოდი... მივხვდი, რომ ელოდი... არც განძრეულხარ... ერთი შემომხედე და...
ის ღიმილი, ეხლაც არ ამომდის თვალებიდან....
ჩვენ, უკვე არაფერი გვაინტერესებდა... მხოლოდ, ერთმანეთის სხეულებს ვგრძნობდით... ყველაფერი ინსტიქტურად ხდებოდა...

* * *

როცა ყველაფერი მორჩა, სიამოვნებისგან ორივე გავიტრუნეთ...
ნეტარება ხანმოკლე აღმოჩნდა...
ბურანიდან, რკინის დიდი მესერის იქეთა მხარეს მდგარი, ახალგაზრდების საუბარმა გამომიყვანა...
გოგონა აწითლებულ ბიჭს რაღაცას უმტკიცებდა...
-ხომ გითხარი, სპილოებიც ადამიანებივით არიან მეთქი, ნახე?
-ვნახე... - უპასუხა ბიჭმა ისე, რომ თავი მაღლა არ აუწევია...
მაშინღა მოვიხედე...
ყველა ჩვენ გვიყურებდა... და გამეღიმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები