ვერ ვიჯერებდი, რომ ერთად ვიყავით... თავები ერთმანეთისთვის მიგვედო და ჩუმად, ხმის ამოუღებლად შევყურებდით სივრცეს... ჩვენს წინ ულამაზესი პეიზაჟი იშლებოდა... მზე ჩაიდოდა... ფოთლების შრიალი არღვევდა მხოლოდ მყუდროებას და ბედნიერებისგან გატრუნულებს, სხვა არაფერი გვადარდებდა... შენი სითბო, ჩემს სხეულში იღვრებოდა და.... მზითა და შენი სხეულით გამთბარი, სუნთქვას ვერ ვბედავდი... “იქნება, ყველაფერი გავაფუჭო...” - ვფიქრობდი და არ ვინძრეოდი... არ ვიცი, უკვე მერამდენე საათი ვიყავით ასე, უბრად... თითქოს დროის შეგრძნება დაგვეკარგა... მხოლოდ ამ წუთით ვსუნთქავდით... შენი ფაქიზი სუნთქვა, ჩემს ყურთასმენამდე აღწევდა და საოცრად მაგიჟებდა... ერთხანს დამბურძგლა კიდეც სიამოვნებისგან... მინდოდა, დრო შემეჩერებინა... “რა მოხდება, დრო რომ გაჩერდეს” - ვფიქრობ...
***
უეცარმა ხმამ გამომარკვია... ვიგრძენი როგორ შეტორტმანდი და... უეცრად სადღაც დამეკარგე... - აი, სროლაც ასეთი უნდა... - სადღაც ქვემოთ... ბავშვები რაღაცას ზეიმობდნენ... ერთს, ცალ ხელში შენი ცივი სხეული ეკავა, მეორეში კი შურდული და გამარჯვებული სახით უყურებდა სხვებს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. აქ მახსოვს ჩემი "არა"კომენტარები,რასაც ამჯერად ვერ ვიტყვი და დავწერ +3 ქულას!ღიმილი! აქ მახსოვს ჩემი "არა"კომენტარები,რასაც ამჯერად ვერ ვიტყვი და დავწერ +3 ქულას!ღიმილი!
4. ლანდი_ქიმერა, მაგარი ხარ. :) :) მომწონს ! 5 ლანდი_ქიმერა, მაგარი ხარ. :) :) მომწონს ! 5
3. გული გამიჩერდა! :( გული გამიჩერდა! :(
2. ვაიიი საწყალიიი :-S
რა სისასტიკეს მაკითხეებთ :-S
:D:D:D
მ ო ო ო მწონ ს ს ს ს ს ს ს :D ვაიიი საწყალიიი :-S
რა სისასტიკეს მაკითხეებთ :-S
:D:D:D
მ ო ო ო მწონ ს ს ს ს ს ს ს :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|