ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგი
ჟანრი: პროზა
21 ივნისი, 2008


                          “Jack Sparrow: [realizing] ... Not sunset... Sundown! And Rise... Up!”         





    სევდა ისე დამაწვა ვერ ვუძლებდი. გამოვედი გულიდან. ეზოში იდგა

ყველასაგან მოშორებით ხე, მარტომყოფი. ვნახე სულ გამხმარიყო, წაქცეულიყო

დილისთვის. ვუყურებდი, სიმძიმემ ფორმა მიიღო, შეამსუბუქა ნაღველი. უკან

შემოვედი.

  ჩემს სიკვდილზე ვფიქრობდი. სუნი ასდიოდა სიმყრალის, ობმოკიდებული

ეჭვის. ვახ, როგორ მოუვიდა? დაეზარა გაღვიძება, ბოლოს ღელვამ გატეხა. . .

და შემებრალა? არ ვიცი.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

  მუსიკა ისმოდა, დავჯექი. იღვრებოდა წარსული გრძნობაშერეული და

მონასტერში დავეშვი. შველას ვეძებდი. შევედი ტაძარში, შემოვიდა, დადგა სულ

უკან ბნელ კუთხეში. ჩუმად იყო, ძალიან ჩუმად. ის იყო ჩემი ძმა, რომელსაც

ადრე მე ვერ ვუგებდი. ბევრი ვიტირე ჩემთვის . . .  შვება ვიგრძენი.

ავდექი. სევდა აღარ ჩანდა. გარეთ წვიმა დაიწყო და მზემ გამოანათა.

გულშიც გამოანათა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები