ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანჯელინა
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2010


ჩემი ''ახლა'' მდგომარეობა

გადავიფიქრე,
უკან ვაბრუნებ ამოსაფრქვევად გამზადებულ ფიქრს,
გეყოფა ისიც რაც წამომცდა ან აწი ვიტყვი.
გადავიფიქრე,
ვუბრუნდები ძველ საბუდარს მსგავსად ჩიტების
გეყოფა ისიც რაც ვიყავი შენთან დროებით.
ნუ დამაყვედრი უთქმელობას, დუმილს ხმამაღალს,
ნუ მოგინდება შემომისხა მხრებზე ფიქრები
ნაკლული ფრთების აღარ მინდა შენით შევსება
დამიმძიმდება  მზისკენ ფრენა ვიწრო ბილიკით.
მინდა, მსუბუქად, ფარვანის ფრთებს ვარხევდე მხოლოდ.
მინდა, ვარსკვლავთან მივაღწიო დაბნელებამდე.
მინდა, მთვარეზე ჩამომჯდარმა ვიფიქრო ცაზე
არ დამესიზმროთ მხოლოდ შენ და გალაქტიკები.

მინდა და  ჩემი ''ახლა'' მდგომარეობა სულ არ გაქვს სხვისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები