ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2010


მომავლის პოეზია 8 - (სევდიანი ვერსია)

მომავლის სიბრძნე: შენ ლაპარაკობდი. ლაპარაკობდი, მაგრამ არავინ გისმენდა. შენ თვითონ არ უსმენდი შენ თავს. რომ მოგესმინა აღარ ილაპარაკებდი.

________________________________


წარუმატებელი პოეტი

მეც მინდა ვწერდე კარგ ლექსებს,
რითმაში კარგად ვერკვევი,
სიტყვის მარაგიც კარგი მაქვს,
ლექსიკონის მაქვს გვერდები.

მეც მინდა ლექსი დავწერო,
რომ მოეწონოს სამყაროს,
მომავალს სადღა ვუცადო,
აწმყოც მცილდება საბრალოს.

მინდა სიყვარულს შევეხო,
თემა ძალიან ძნელია,
მგელზე ლექსები მომბეზრდა,
გველი კი, ძაან გრძელია.

მეც მინდა ვწერდე კარგ ლექსებს,
და მშვიდად ვიჯდე სახლშია,
მაინც არავის არ მოგწონთ?! :(
წავიღებ მომავალშია...

_________________________________

პატარა

გმადლობ პატარავ, სულ გაიხარე,
გაიზრდები და ღმერთი შეგხედავს,
გაიზარდე და იმრავლე მარად,
თვალი გისოსით ივსება მკრთალად.

პატარავ უკვე არ ხარ პატარა,
სულ მალე მჯერა გამოიდარებს,
გისოსი მინით ჩაინაცვლებს და
ლამაზ ფერებსაც დაინახავ და...

შენ არ გეკუთვნის ჩემო პატარა,
არცერთი გროში და სიყვარული,
დაიმსახურე მაგრამ არ მოგცემ,
შენი წესია სხვა ვერ გაკოცებს.

ხედავ დაბერდი ჩემო პატარავ,
ისევ გიღიმის მაგ თვალის გუგა,
ხედავ რა მოგდის ჩემო პატარავ,
ჭკნები და ძალაც უკვე აღარ გაქვს.

გმადლობ პატარავ, სულ გაიხარე,
გაიზარდე და ღმერთმა შეგხედა,
შენმა პატარამ, შენი პატარა,
გუშინ მთელი დღე ხელით ატარა.

ეძღვნება გუჯა ლაცაბიძეს შატილიდან. პატარაა მაგრამ მაგარი კაცია. გურგუნ ძმი!!!

_____________________________

ბიზონი

გაუნათებელ გზას მიჰყვებოდა,
ბებერი გზირი,
დაუმარცხებელ შემართებით და,
სევდიან მზიდით,
გაუნათლებელ ხალხს შეჰყვიროდა,
წაგებულ რიგით,
გადამსხვრეულ ხიდს გადადიოდა,
თავისი ხიდით...

ხიდი აკეცეს, გზა გადაკეტეს,
ცა აამღვრიეს, წყალი ჩარეცხეს,
გულქვა მინორი, შეუგინარი,
არ გამოტოვეს, სიტყვით გალესეს.

და ამ ისტორიის მერე,
მილში გაიჭედა ჭუჭყი,
და მართალი სიბრძნის მერე,
დაიხურა შავი ყუთი.

ეძღვნება შავ ყუთს.
___________________________

ტყუპი ძმების მაგვარია

სადღაც ქალმა მშობლარია,
დაბლარია ბავშვი ორი,
ტყუპი ბავშვი დამრქვალია,
დარდი-მარდი, გამქრალია.

ბავშვი ერთად გაზრდილია,
რაც კი მზე თუ ავდარია,
ერთმანეთის გულისათვის,
სული დაუდაგლარია!

მტერი ორნი შვაში მდგარნი,
გურგუნ ბებოს მტკიცე, მტკიცე,
ბებოს შვილის გულისათვის,
ხელი სტკიცე ბებო! სტკიცე!!!

ბებოს წასვლა ზედ არავის,
მოსაწყენ გახარბადია,
ორი ტყუპი ბებოს გულის,
საჩუქრები ბადარია.

ვისკენ ხო და ვისკენ როდის,
სადაც გინდა იქ ილოცე,
ერთ-ერთს მისკენ არ გამოსდის,
მრავლისმეტყვლის მაგვარია!

ვა რა კარგი ავდარია,
მისთვის დაუსახია,
გულითადი მეგობრისთვის,
გული დაუდაგლარია!!!

ეძღვნება ყველა ბლუს.

________

უკეთესების დაწერაც შემეძლო, მაგრამ ეგრე არ არი.
გიზო კალანდა ბადალარიე. 2200 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები