გამომაღვიძა მამლის ყივილმა, და პეტრე ტალღებს ესროდა ბადეს. სული ჯვარს აცვა ღამე ტკივილმა და საიდუმლო ქვესკნელში ჩადეს. განთიადამდე დრო იყო კიდევ, მაგრამ სარკმელთან წუხდა მამალი, ცრემლებით მინდა სინანულს ვმკიდე, ვერ მოვამზადე ცოდვის წამალი. ბადეს ამოყვა კიდობნის ძელი, პეტრე კი თევზებს ღიმილით თვლიდა, ვერ შევაშველე ბორკილი ხელი, განთიადამდე გულდასმით წვიმდა. პეტრემ რომ ბადე მიაგდო გვერდზე, მე ავედევნე უცხო ნაპირებს, მერე მახვილი ვიგრძენი მკერდზე, არ ვიცი, ახლა ის რას აპირებს. სამგზის უარყო მოძღვარი მისი, სულში აყივლდა პეტრეს მამალი, უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი, პეტრე -მომეცი შენი წამალი. ნაპირთან ბადე ცრემლით შევკერე, და წამოდგომის ვიგრძენი გემო, არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. სულისშემძვრელი ლექსია,ადამიანური ტკივილით სავსე.შემძრა...ამაფორიაქა... სულისშემძვრელი ლექსია,ადამიანური ტკივილით სავსე.შემძრა...ამაფორიაქა...
40. "არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო..." ღმერთო!!! რა საოცარი ლექსია!!! "არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო..." ღმერთო!!! რა საოცარი ლექსია!!!
39. ძალიან წრფელი და მართალი ლექსი... ეს ყველამ უნდა წაიკითხოს! +5 ძალიან წრფელი და მართალი ლექსი... ეს ყველამ უნდა წაიკითხოს! +5
38. სამგზის უარყო მოძღვარი მისი, სულში აყივლდა პეტრეს მამალი, უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი, პეტრე -მომეცი შენი წამალი.
++ სამგზის უარყო მოძღვარი მისი, სულში აყივლდა პეტრეს მამალი, უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი, პეტრე -მომეცი შენი წამალი.
++
36. ღმერთმა მარგუნა ბედნიერება, რომ თქვენს საღამოზე დავესწარი. ულამაზესი, დალოცვილი, ნიჭის ზეიმი და მადლიანი საღამო იყო. მიყვარხართ!!!
ღმერთმა მარგუნა ბედნიერება, რომ თქვენს საღამოზე დავესწარი. ულამაზესი, დალოცვილი, ნიჭის ზეიმი და მადლიანი საღამო იყო. მიყვარხართ!!!
35. ცრემლებით მინდა სინანულს ვმკიდე,
P.S. მინდა ამ სტრიქონით ბევრ ჩვენგანს გვახმოვანებდე მამაო ... +++++ ... ცრემლებით მინდა სინანულს ვმკიდე,
P.S. მინდა ამ სტრიქონით ბევრ ჩვენგანს გვახმოვანებდე მამაო ... +++++ ...
34. ყველა უნდა კითხულობდეს თქვენს ლექსებს.. ყველა უნდა კითხულობდეს თქვენს ლექსებს..
33. პეტრე -მომეცი შენი წამალი... :( პეტრე -მომეცი შენი წამალი... :(
32. მერამდენედ დავუბრუნდი რო იცოდეეთ ?! :) მერამდენედ დავუბრუნდი რო იცოდეეთ ?! :)
31. უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი, პეტრე -მომეცი შენი წამალი. ნაპირთან ბადე ცრემლით შევკერე, და წამოდგომის ვიგრძენი გემო, არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო...
არადა.. ყივილიდან ყივილამდე ვკარგავ სინანულის გრძნობას.. ყველა მამლის ყივილი მახსენებს ჩემს არარაობას. ზუსტად ასეა.
გმადლობთ, მამაო, ასეთი ლექსებისთვის! უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი, პეტრე -მომეცი შენი წამალი. ნაპირთან ბადე ცრემლით შევკერე, და წამოდგომის ვიგრძენი გემო, არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო...
არადა.. ყივილიდან ყივილამდე ვკარგავ სინანულის გრძნობას.. ყველა მამლის ყივილი მახსენებს ჩემს არარაობას. ზუსტად ასეა.
გმადლობთ, მამაო, ასეთი ლექსებისთვის!
30. ძალიან მომწონს :) ძალიან მომწონს :)
29. გაიხარეთ, მამაო! გაიხარეთ, მამაო!
28. საოცარი ლექსია მამაო//// საოცარი ლექსია მამაო////
27. გმადლობ მამაო გმადლობ მამაო
26. თაბაგარს უთქვამს სიტყვასიტყვით ჩემი სათქმელი... თაბაგარს უთქვამს სიტყვასიტყვით ჩემი სათქმელი...
25. არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო...:( ყველა თქვენი ლექსი მომწონს ძალიან. არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო...:( ყველა თქვენი ლექსი მომწონს ძალიან.
24. ძალიან მაგარია!!!
მ ი ყ ვ ა რ ს :)
5+5=:) ძალიან მაგარია!!!
მ ი ყ ვ ა რ ს :)
5+5=:)
23. გამომაღვიძა მამლის ყივილმა, და პეტრე ტალღებს ესროდა ბადეს. სული ჯვარს აცვა ღამე ტკივილმა და საიდუმლო ქვესკნელში ჩადეს. განთიადამდე დრო იყო კიდევ, მაგრამ სარკმელთან წუხდა მამალი, ცრემლებით მინდა სინანულს ვმკიდე, ვერ მოვამზადე ცოდვის წამალი. ბადეს ამოყვა კიდობნის ძელი, პეტრე კი თევზებს ღიმილით თვლიდა, ვერ შევაშველე ბორკილი ხელი, განთიადამდე გულდასმით წვიმდა. პეტრემ რომ ბადე მიაგდო გვერდზე, მე ავედევნე უცხო ნაპირებს, მერე მახვილი ვიგრძენი მკერდზე, არ ვიცი, ახლა ის რას აპირებს. სამგზის უარყო მოძღვარი მისი, სულში აყივლდა პეტრეს მამალი, უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი, პეტრე -მომეცი შენი წამალი. ნაპირთან ბადე ცრემლით შევკერე, და წამოდგომის ვიგრძენი გემო, არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო...
5 და ჩემი პატივისცემა თქვენ!! გამომაღვიძა მამლის ყივილმა, და პეტრე ტალღებს ესროდა ბადეს. სული ჯვარს აცვა ღამე ტკივილმა და საიდუმლო ქვესკნელში ჩადეს. განთიადამდე დრო იყო კიდევ, მაგრამ სარკმელთან წუხდა მამალი, ცრემლებით მინდა სინანულს ვმკიდე, ვერ მოვამზადე ცოდვის წამალი. ბადეს ამოყვა კიდობნის ძელი, პეტრე კი თევზებს ღიმილით თვლიდა, ვერ შევაშველე ბორკილი ხელი, განთიადამდე გულდასმით წვიმდა. პეტრემ რომ ბადე მიაგდო გვერდზე, მე ავედევნე უცხო ნაპირებს, მერე მახვილი ვიგრძენი მკერდზე, არ ვიცი, ახლა ის რას აპირებს. სამგზის უარყო მოძღვარი მისი, სულში აყივლდა პეტრეს მამალი, უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი, პეტრე -მომეცი შენი წამალი. ნაპირთან ბადე ცრემლით შევკერე, და წამოდგომის ვიგრძენი გემო, არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო...
5 და ჩემი პატივისცემა თქვენ!!
22. არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო... 5555555 არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო... 5555555
21. შინაარსი დიდებულია. რითმებია სუსტი. შინაარსი დიდებულია. რითმებია სუსტი.
20. დამადუმებლად კარგია! დამადუმებლად კარგია!
19. კესანები მოვიტანე... ლამაზია.. კესანები მოვიტანე... ლამაზია..
18. დიდება არსთა მაარს! რომელი მაღალ არს და მდაბალთა ხედავს! ...და პეტრე უნდა ყოფილიყო ხილულსა სოფელსა შინა, იოანე დამასკელის დართული მუხლივით ცისკრის გალობაზე, რათა ცოდვის მომქმედთ, დაგვენახა გონებისა თვალითა და გაგვეგო გონებისა ყურითა ცხოვრება სულიერი! ...და მართლაც, იყო იგი "მზის ამომყვანი"მამალივით პურის უფალი ჩვენი,რათა გულხმებით გვეთქვა,...დიდება!დიდება! დიდება! უფალს! გაიხარეთ მამა პეტრე თქვენ კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის,ამ ბრწყინვალე ლექსით თუ რა შეუძლია,უფლისადმი სიყვარულით აღსავსე გულს! დიდება არსთა მაარს! რომელი მაღალ არს და მდაბალთა ხედავს! ...და პეტრე უნდა ყოფილიყო ხილულსა სოფელსა შინა, იოანე დამასკელის დართული მუხლივით ცისკრის გალობაზე, რათა ცოდვის მომქმედთ, დაგვენახა გონებისა თვალითა და გაგვეგო გონებისა ყურითა ცხოვრება სულიერი! ...და მართლაც, იყო იგი "მზის ამომყვანი"მამალივით პურის უფალი ჩვენი,რათა გულხმებით გვეთქვა,...დიდება!დიდება! დიდება! უფალს! გაიხარეთ მამა პეტრე თქვენ კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის,ამ ბრწყინვალე ლექსით თუ რა შეუძლია,უფლისადმი სიყვარულით აღსავსე გულს!
17. საოცარი სიწრფელე და სისავსეა ლექსში, მამაო!.. საოცარი სიწრფელე და სისავსეა ლექსში, მამაო!..
16. დამლოცე მამაო : )
++++++ დამლოცე მამაო : )
++++++
15. რა მაგარია ....
გენაცვალეთ ...
უძლიერესზე უძლიერესია ...
გაიხარეეეთ და იდღეგრძელეეთ მამაო !
5 (+) (+) (+) რა მაგარია ....
გენაცვალეთ ...
უძლიერესზე უძლიერესია ...
გაიხარეეეთ და იდღეგრძელეეთ მამაო !
5 (+) (+) (+)
14. გაიხარე! სხვებიც წავიკითხე. ყველა ძალიან კარგია.თქვენი პოეზია თქვენ სულთან ახლოსაა ..სხვანაირად ვერც დაწერდით.+2. :) გაიხარე! სხვებიც წავიკითხე. ყველა ძალიან კარგია.თქვენი პოეზია თქვენ სულთან ახლოსაა ..სხვანაირად ვერც დაწერდით.+2. :)
13. მოიტანა ემოცია.. მოგიკითხეთ მამაო.. და დამლოცეთ.. მოიტანა ემოცია.. მოგიკითხეთ მამაო.. და დამლოცეთ..
12. უფლის სადიდებელი ყველაზე დიდი ლექსია ქვეყანაზე. დაგვლოცეთ, მამაო! უფლის სადიდებელი ყველაზე დიდი ლექსია ქვეყანაზე. დაგვლოცეთ, მამაო!
11. "არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო..." გამაგებინე ესეთი მაგარი ლექსი სად ნახე მამაო? :) :) 5! "არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო..." გამაგებინე ესეთი მაგარი ლექსი სად ნახე მამაო? :) :) 5!
10. მთლიანობაში ძლიერია,ბოლო ერთი ტაეპი უძლიერესი :) მთლიანობაში ძლიერია,ბოლო ერთი ტაეპი უძლიერესი :)
9. სამგზის უარყო მოძღვარი მისი, სულში აყივლდა პეტრეს მამალი, უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი, პეტრე -მომეცი შენი წამალი.
მთლინად ღრმა შინაარსის ლექსია სამგზის უარყო მოძღვარი მისი, სულში აყივლდა პეტრეს მამალი, უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი, პეტრე -მომეცი შენი წამალი.
მთლინად ღრმა შინაარსის ლექსია
8. ძალიან კარგია, მამაო. ძალიან კარგია, მამაო.
7. არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო...
არადა... უწმინდესი გარდუვალობაა!..
555555 არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო...
არადა... უწმინდესი გარდუვალობაა!..
555555
6. კარგია და უფრო კარგი....... კარგია და უფრო კარგი.......
5. ძალიან კარგი ლექსია. მთლიანად მოტანილი ემოციით... ძალიან კარგი ლექსია. მთლიანად მოტანილი ემოციით...
4. უძლიერესი ლექსია ... და ჩემი საყვარელი პოეტი_მამა პეტრე :) დაგვლოცე მამაო! ... უძლიერესი ლექსია ... და ჩემი საყვარელი პოეტი_მამა პეტრე :) დაგვლოცე მამაო! ...
3. არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო... ... არ მინდა, მამლის ყივილის მერე, მერეც უარგყო, იესო ჩემო... ...
2. რთულია კომენტარის დაწერა ...
უბრალოდ კარგი ლექსია!
რთულია კომენტარის დაწერა ...
უბრალოდ კარგი ლექსია!
1. აი ეს არის უძლიერესი ლექსი!!! აი ეს არის უძლიერესი ლექსი!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|