მე სიცოცხლე მინდა... მინდა დღისით მზე მათბობდეს და ღამით მთვარე მინათებდეს თვალებს... სუნთქვა მინდა, ღრმა და უძირო... ისე ჩავისუნთქო ჰაერი, რომ ფილტვები დასკდომამდე დამებეროს... არ ვიცი როგორია, მაგრამ თავისუფლება მინდა... რომ სიცოცხლე ბოლომდე შევიგრძნო და შევისისხლხორცო... ვტიროდე მინდა, სიცილი მინდა... სიხარული მინდა და სიყვარული... ადამიანები მინდა მიყვარდეს... გეფიცებით, ახლა მომცა თავისუფლება და მერე, მე ვიცი... ო, როგორ შევირგებდი სიცოცხლეს... ფიქრით ახლა ვფიქრობ, თორემ, მერე ფიქრისთვის სადღა მეცლება... მერე, მთელი სამყარო უნდა შემოვიარო ფეხით და სიცოცხლის უკანასკენ წუთამდე, მადლობელი ვიქნები უფლის... ოღონდ მომეცით თავისუფლება, სიცოცხლე მაჩუქეთ...
* * *
-მთელი სიცოცხლე შვილზე ვოცნებობდი, აი ახლა... ჩემში ვგრძნობ მას და ძალას მმატებს, ნუ დამღუპავ, მე შენგან არაფერი მინდა... ვერავინ გაიგებს რომ შენია- ქალს ცრემლები და ბოღმა ერთნაირად ახრჩობდა... უსახო მამაკაცი უძრავად იდგა, საყვარელი ქალისთვის ზურგი შეექცია და სიგარეტს მდუმარედ აბოლებდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. წერე,წერე... 5! წერე,წერე... 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|