ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოდა-არა
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2010


მთებში წავალ

"მთებში წავალ!" - და მოიგდებ
ნაბადს მხრებზე,
"დიდოუ ნანას" ამ თვის
საზრდოდ დამიტოვებ.
ყველა გასვლა -
"აღარ წავალ მეორეჯერ!"
ცრემლებს ჩუმად მივაყოლებ
გულზე კოცნებს.
ყველა ღამეს სიზმრებიდან
"ოჩოკოჩი"*
ტყეებიდან შენი გასვლის*
ამბავს მამცნობს,
წამოდიო - ჩურჩულებენ
ჭინკები და -
ჩვენთან ერთად იყავიო,
ქალბატონო...

"აშო, ჩელა"*, მთებისაკენ წამიყვანე,
გამიცივდა, ფაყუ* უნდა მივუტანოთ...














გასვლა -  გარდაცვალება
ოჩოკოჩი - ტყის კაცი (მეგრ.)
აშო, ჩელა - აქეთ, ჩელა (ჩელა - ხარის სახელი)(მეგრ.)
ფაყუ    -  მეგრული ყაბალახი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები