ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2010


გავსულერთდი

გავშუალედდი, გავსულერთდი, გავხდი მარტივი.
აღარ დაგელავს სულში ცივი ქარი მარტივით.
შენ - დინებას, მე შენ მოგყვები, თითქოს ხარ ტივი.
რითმების ნაცვლად ციალებს ნორმა... და ნორმატივი.
გავშუალედდი, გავსულერთდი, გავხდი მარტივი

აღარ მიველტვი ძველებურად ბობოქარ ქარებს,
სულში ცინიზმი, მკაცრი ”პრაგმა” ავად ხარხარებს.
ვეღარ ვაჩერებ დროს, საათის ისრებს, მთრთოლავ ქანქარებს.
ჩემი სული კი სიკვდილის ზღვარზე აღარ ქანქარებს.
აღარ მიველტვი ძველებურად ბობოქარ ქარებს,

აღარ ვთამაშობ, ხანდახან ვფიქრობ, შენც კი გახუნდი,
ასე მგონია, არ მინდოდა, მაგრამ მაინც დაბრუნდი.
თითქოს გაიკვირტე, აყვავდი და დახოდაბუნდი.
აღარ მიზიდავს ბოდლერი და ეზრა პაუნდი.
აღარ ვთამაშობ, ხანდახან ვფიქრობ, შენც კი გახუნდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები