ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოდა-არა
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2010


ისევ ავმაღლდეთ (ისევ შენ, ჩემს უახლოესს..)

მახსოვს, თვალებს შეპარულ
ფარულ აღფრთოვანებას
განთიადის ხვლიკისფერს
სხივებად რომ ახლიდი..
ღამისთევით მადლმოსილს
"ოსანა" და "ალილო"
გიმშვენებდა ბაგეებს,
ტკბილ გალობებს აყოლილს.

მინდა ისევ ავმაღლდეთ,
ისევ უფალს ვეწვიოთ,
ჩავიწვეთოთ ძარღვებში
ერთი წვეთიც მირონის..
მერე სავსე გულებით
მოვიაროთ ქუჩები,
წანწალ-წანწალ დაღლილებს
ღმერთი თვითონ გვიპოვის..

მერე ისევ ავმაღლდეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები