ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პერი_მეისონი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2010


შენ, იმანუელ!

ზიზღის ჩამოცვენილი კბილებიდან,
გესლიანად სუნთქავს სუიციდი,
მწვანე კაპილარები ერთი მიმართულებით ახედებენ თვალებს,
მათთან პრიზმაში, მხოლოდ ბოროტებაა,
დამპალი ტვინი, ისე ისრუტავს სიბინძურეს,
შეუძლებელი ხდება გამხმარ კანზე გაყვითლებული ხავსის მოცილება.
მე ვგრძნობ ამ ყველაფერს ,
ხელები გამირბის მაგიდაზე მიგდებული რევოლვერისკენ,
დავცინი ყველას,
ვისაც არ სწამდა ღმერთის არსებობის,
ვისაც არ სჯეროდა რომ ახლოსაა სატანა,
ვისაც მიაჩნდა რომ ცხოვრება  ბედნიერება, ან უბედურებაა,
ყოველგვარი წინაპირობის გარეშე,
ვისაც ყოველდღიური საზრუნავი, წამით მაინც ავიწყებდა სიკვდილს,
და მასაც,
ვისაც უბრალოდ აოცებდა, ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა...

სასხლეტი,
ისევ დამავიწყდა ტყვიები,
რომელიც მამაჩემმა,
უჯრაში ჩააწყო ჩემთვის...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები