 | ავტორი: გიოძერია ჟანრი: პროზა 2 მაისი, 2010 |
დილა სწორედ ისე დადგა, როგორსაც შენ ელოდებოდი ხოლმე, ვეებერეთელა ოქროსფერი მზე ამოვიდა მთის წვერიდან, კარგად გაიზმორა და გამარჯობაო უთხრა ყველას. ყველას, შენ გარდა ყველას უთხრა. მეც სიგარეტით ხელში ვხვდები მზის ამოსვლას, მაგრამ შენთან ერთად ყოფნისას შენ თვალებს ვუყურებდი, ახლა კი კედელზე გაკრული სურათებიდან მიმზერენ თაფლისფერი თვალები, ჰო იმ სურათებიდან მიმზერ შენ რომ გულმოდგინედ აკრავდი კედელზე... ”იც გიი, მე რომ შენს ბინაში გადმოვალ მაშინ დავითავლოთ რამდენი დღე გავატარეთ ერთად კარგი??? ” ჰო კარგი... გეუბნებოდი მეც და ასე ჭრელდებოდა ჩემი ბინის კედლები, დღეს კი შენს მაგივრად მეგობრებს ამოაქვთ ფოტოები და აკრავენ კედლებზე იმ წუთების გასახსენებლად სადაც ჩვენ ბედნიერები ვიყავით და გვეგონა რომ არც არასოდეს არ დამთავრდებოდა დრო, ვერც ვერაფერს ვერ გვიზამდა სიკვდილი იმიტომ რომ ჩვენ გვიყავრდა ერთმანეთი და ეგ იყო მაშინ მთავარი. აღდგომის ღამე ერთად გავათენეთ ეკლესიაში, გამთენიისას ჩემს მხარზე ჩამოგეძინა დაღლილს, მაშინ რომ მცოდნოდა რომ ეს უკანაკნელი ღამე იყო, რომელც ერთად გავტარეთ არც მოგცემდი დაძინების საშუალებას, რომ ცოდნოდა მეორე დილით ვიღაც ლოთის პირად ამბიციებს შეეწირებოდი, ჩაგიხუტებდი და არსად არ გაგიშვებდი. იცი ვარდებიც აყვავდა უკვე, შენთვის შეპირებული ასი ვარდიც მოგიტანე, გახსოვს დაგპირდი ცოლობას რომ გთხოვ მაშინ მოგიტანთქო ვარდებს. მოვედი, მოგიტანე და ცოლობაც გთხოვე, მაგრამ შენ არ დამთახმდი, შავ კუბოში ჩასვენებულს არც კი გაგიგია ჩემი იქ მისვლა, არც ის როგორ გაგიკეთე ლამაზ თითზე ბეჭედი, შენ ცოლი ხარ ჩემი და ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე. ყოველი წირვის შემდეგ ასე მგონია ღმერთმა სასწაული მოახდინა და ისევ მომცა შანსი. სიხარულით მოვრბივარ სახლში, მგონია შენ დამხვდები, კარებს შემოვაღებ და როგორც ყოველტვის მეტყვი: ” აუ გიი დამეწვა კარტოფილი” და მერე ორივენი ვზვართ და ნაკლებად დამწვარ ნაჭრებს ვეძებთ ტაფაზე და ვიცინით. მაგრამ ვაი რომ ქვეყნდა ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვნდა. მაშინ ორვენი ერთად ვსდევნიდით სიკვდილს, ახლა კი საძებარი გამიხდა, მინდა რაც შეიძლება მალე მოვიდეს და წამიყვანოს იქ შენთან, მაგრამ შენ ანგელოზი იყავი და და ალბათ ღმერთთან იქნები, მეკი ჯოჯოხეთი მელოდება. მაგრამ ვანანობ და იმისთვის ვცოცხლობ რომ მოვინანიო და გევემზადო შენთან შესახვედრად ცოდვამონანიებული. ცოტაც დამელოდე და მე შენთან მოვალ ძალიან მალე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. კომენტარების კომეტარებს გავაკეთებ... მე სულაც არ ვფიქრობ რომ ჩემი ნაწერი კარგია, არც სასვენი ნიშნებია სწორად, არც თხრობაა მეტისმტად კარგი, უბრალოდ იმიტომ დავდე რომ მინდოდა დამეწერა... ყველას თქვენი აზრი გაქვთ და მართლები ხართ, ერთ რამეს გთხოვთ რომ წაიკითხავთ არ ეცადოთ ამ ტკივილის გათავისებას და წარმოდგენასაც კი საერთოდ... კომენტარების კომეტარებს გავაკეთებ... მე სულაც არ ვფიქრობ რომ ჩემი ნაწერი კარგია, არც სასვენი ნიშნებია სწორად, არც თხრობაა მეტისმტად კარგი, უბრალოდ იმიტომ დავდე რომ მინდოდა დამეწერა... ყველას თქვენი აზრი გაქვთ და მართლები ხართ, ერთ რამეს გთხოვთ რომ წაიკითხავთ არ ეცადოთ ამ ტკივილის გათავისებას და წარმოდგენასაც კი საერთოდ...
19. მადლობა ყველას... ვისაც მოეწონა და იმას ვისაც არ მოეწონა... უბრალოდ ერტი რამ მინდა გითხრათ და ალბათ გამიგებთ "ყოველთვის, როცა ვიღაცა კვდება, რაღაც ქრება. ყოველთვის, როცა ვიღაცას იმედი უჩნდება, ხელახლა იბადება. მაგრამ დაბადება არა მხოლოდ ამქვეყნად მოვლინებაა, არამედ ესაა მოქმედებათა ცვლა უბედურების წინაშე, ახლებური ხედვა ყოველივე კარგისა თუ ცუდისა" და არც ადამიანის სიკვდილი არ ნიშნავს მის გარდაცვალებას... მადლობა ყველას... ვისაც მოეწონა და იმას ვისაც არ მოეწონა... უბრალოდ ერტი რამ მინდა გითხრათ და ალბათ გამიგებთ "ყოველთვის, როცა ვიღაცა კვდება, რაღაც ქრება. ყოველთვის, როცა ვიღაცას იმედი უჩნდება, ხელახლა იბადება. მაგრამ დაბადება არა მხოლოდ ამქვეყნად მოვლინებაა, არამედ ესაა მოქმედებათა ცვლა უბედურების წინაშე, ახლებური ხედვა ყოველივე კარგისა თუ ცუდისა" და არც ადამიანის სიკვდილი არ ნიშნავს მის გარდაცვალებას...
18. dzilis win kidev movubrundi am nawers da kidev momewona! ar aqvs mnishvneloba realuria tu pantaziis nayopi, mtavaria didi emocia moakvs! tanac es rom uket gamartuli da statiasavit gashlili naweri iyos sicocxles dakargavda. namdvilad ver shegadareb (jer-jerobit), magram nodar dumadzesac ar konda didad gamartuli nawerebi, tumc udidesi emocia moakvs yoveltvis da didi siyvarulic daimsaxura - shen ar gisurveb shecodebis damsaxurebas - gisurveb uket esmodet sheni! :) dzilis win kidev movubrundi am nawers da kidev momewona! ar aqvs mnishvneloba realuria tu pantaziis nayopi, mtavaria didi emocia moakvs! tanac es rom uket gamartuli da statiasavit gashlili naweri iyos sicocxles dakargavda. namdvilad ver shegadareb (jer-jerobit), magram nodar dumadzesac ar konda didad gamartuli nawerebi, tumc udidesi emocia moakvs yoveltvis da didi siyvarulic daimsaxura - shen ar gisurveb shecodebis damsaxurebas - gisurveb uket esmodet sheni! :)
17. სანო, შენთვის თუ ჩემი აზრი კრეტინულია, შესაბამისად შენი აზრიც ჩემთვის ასეთივეა და მე კიდევ შენი აზრი არ მაინტერესებს! ეთანხმები და ეთანხმებოდე! იმიტომ ეთანხმები რომ განსხვავებული და სამართლიანი აზრი არ გაგაჩნია! სხვისი კრიტიკა რომ იცი მარტო, შენი ნაწერები დადე! სანო, შენთვის თუ ჩემი აზრი კრეტინულია, შესაბამისად შენი აზრიც ჩემთვის ასეთივეა და მე კიდევ შენი აზრი არ მაინტერესებს! ეთანხმები და ეთანხმებოდე! იმიტომ ეთანხმები რომ განსხვავებული და სამართლიანი აზრი არ გაგაჩნია! სხვისი კრიტიკა რომ იცი მარტო, შენი ნაწერები დადე!
16. სათაური თუ ავტორისეულია (წინაამღდეგ შემთხვევაში ბრჭყალებში ჩასვამდა ალბათ) , უკვე ნათელია რომ ძალიან საინტერესო და ნიჭიერი პიროვნებაა... ფილოსოფიურად მოაზროვნე. ეს კი დიდი იშვიათობაა აქაც და სხვაგანაც. დანარჩენი თემაა ფიქრისათვის... უკეთესად შეიძლება და ბევრად უარესადაც დაიწეროს... მაგრამ ეს ერთი ფრაზა სათაურად გამოტანილი, პირადად ჩემთვის მთელი ნოველის წონისაა... აზრის ტევადობით და ყოფიერის ფილოსოფიური ჭვრეტით.
ბრავო... გიოძერია :) 5 იმედი მაქვს სხვა ნაწარმოებებში თემატურადაც მრავალფეროვანი იქნები. სათაური თუ ავტორისეულია (წინაამღდეგ შემთხვევაში ბრჭყალებში ჩასვამდა ალბათ) , უკვე ნათელია რომ ძალიან საინტერესო და ნიჭიერი პიროვნებაა... ფილოსოფიურად მოაზროვნე. ეს კი დიდი იშვიათობაა აქაც და სხვაგანაც. დანარჩენი თემაა ფიქრისათვის... უკეთესად შეიძლება და ბევრად უარესადაც დაიწეროს... მაგრამ ეს ერთი ფრაზა სათაურად გამოტანილი, პირადად ჩემთვის მთელი ნოველის წონისაა... აზრის ტევადობით და ყოფიერის ფილოსოფიური ჭვრეტით.
ბრავო... გიოძერია :) 5 იმედი მაქვს სხვა ნაწარმოებებში თემატურადაც მრავალფეროვანი იქნები.
15. "ადამიანს თავისი ტკივილი ეყოფა" _ რა შუაშია საერთოდ ნაწერთან და რატომ მოგაქვთ ხოლმე ასეთი რაღაც კრეტინული აზრები?
აქ ფასდება ნაწარმოები და არა ტკივილი და სიხარული!
მასინ თქვით რომ გტკივათ, თუ მარტო თანაგრძობა ჭირდება ვინმეს!
ბავშვს ვეთანხმები... "ადამიანს თავისი ტკივილი ეყოფა" _ რა შუაშია საერთოდ ნაწერთან და რატომ მოგაქვთ ხოლმე ასეთი რაღაც კრეტინული აზრები?
აქ ფასდება ნაწარმოები და არა ტკივილი და სიხარული!
მასინ თქვით რომ გტკივათ, თუ მარტო თანაგრძობა ჭირდება ვინმეს!
ბავშვს ვეთანხმები...
14. ამბიციები..ამბიციები.... ამბიციები..ამბიციები....
13. ლიკა და ნინი, როგორც თქვენ გაქვთ ფიქრის და აზრის გამოთქმის უფლება, ასევე სხვებს. ხომ დამეთანხმებით? მერწმუნეთ, არც ერთ ტქვენგანზე ნაკლებ არ მომწონს გიოძერია და საკმაოდ ვუთანაგძნობ მის ნაწერებს. კარგი, წესიერი ბიჭი სჩანს და ამიტომ. რაც შეეხება ბავშვის კომენტარს - მართალია. თუ ამ ნაწარმოებს როგორც მოგონილ პროზაულ ნაწარმოებს ისე განვიხილავთ, ამგვარი ფინალი, ან ასე მოულოდნელად მოტანილი, ნამდვილად არ უხდება. თუ ნამდვილია, მეც მთელი გულით ვიზიარებ ამ ტრაგედიას და ბავშმაც იგივე აღნიშნა, მაშინ ჟანრი სხვა უფრო მოუხდებოდა. ჩემო ლიკა, რაც შეეხება იმას, "რომ აქ უარესებს წერენ " ამ პროზაულ ნაწერს ვერაფერში წაადგება მგონი და არც არავის უთქვამს ყველაზე ცუდი ეს არისო. ნინი, ჩემო კარგო, "ბავშვი(ძეწ) ფსევდოესთისურ ლექსებს ეს ნაწერი მირჩევნია" - გერჩივნოს გენაცვალე. მე პირადად ორივე ერთობ მიყვარს მაგრამ რა შუაშია ამ ორი ავტორის ერთმანეთთან შედარება? ლიკა და ნინი, როგორც თქვენ გაქვთ ფიქრის და აზრის გამოთქმის უფლება, ასევე სხვებს. ხომ დამეთანხმებით? მერწმუნეთ, არც ერთ ტქვენგანზე ნაკლებ არ მომწონს გიოძერია და საკმაოდ ვუთანაგძნობ მის ნაწერებს. კარგი, წესიერი ბიჭი სჩანს და ამიტომ. რაც შეეხება ბავშვის კომენტარს - მართალია. თუ ამ ნაწარმოებს როგორც მოგონილ პროზაულ ნაწარმოებს ისე განვიხილავთ, ამგვარი ფინალი, ან ასე მოულოდნელად მოტანილი, ნამდვილად არ უხდება. თუ ნამდვილია, მეც მთელი გულით ვიზიარებ ამ ტრაგედიას და ბავშმაც იგივე აღნიშნა, მაშინ ჟანრი სხვა უფრო მოუხდებოდა. ჩემო ლიკა, რაც შეეხება იმას, "რომ აქ უარესებს წერენ " ამ პროზაულ ნაწერს ვერაფერში წაადგება მგონი და არც არავის უთქვამს ყველაზე ცუდი ეს არისო. ნინი, ჩემო კარგო, "ბავშვი(ძეწ) ფსევდოესთისურ ლექსებს ეს ნაწერი მირჩევნია" - გერჩივნოს გენაცვალე. მე პირადად ორივე ერთობ მიყვარს მაგრამ რა შუაშია ამ ორი ავტორის ერთმანეთთან შედარება?
12. ღმერთმა გაძლება მოგცეს! ღმერთმა გაძლება მოგცეს!
11. ვეთანხმები მე-10 კომენტატორს. ბავშვი(ძეწ) ფსევდოესთისურ ლექსებს ეს ნაწერი მირჩევნია.მართალია მძიმე წასაკითხი იყო. ვეთანხმები მე-10 კომენტატორს. ბავშვი(ძეწ) ფსევდოესთისურ ლექსებს ეს ნაწერი მირჩევნია.მართალია მძიმე წასაკითხი იყო.
10. მე არ ვფიქრობ რომ ჭკვიანური კომენტარი იყო ბავშვის, ადამიანს თავისი ტკივილი ეყოფა და არ არის საჭირო კიდევ კრიტიკა. გასაგებია. რომ როდესაც ლიტერატურულ პორტალზე აქვეყნებ, ნაწარმოები კარგად გამართული უნდა იყოს, მაგრამ ჯერ ერთი რომ აქ უარესებს წერენ და იმას კარგი შეფასებები აქვს და თანაც, ისეთი ცუდი ნაწერი არ არის რომ ადამიანს ამ მდგომარეობაში შენიშვნა მივცეთ. :) მე არ ვფიქრობ რომ ჭკვიანური კომენტარი იყო ბავშვის, ადამიანს თავისი ტკივილი ეყოფა და არ არის საჭირო კიდევ კრიტიკა. გასაგებია. რომ როდესაც ლიტერატურულ პორტალზე აქვეყნებ, ნაწარმოები კარგად გამართული უნდა იყოს, მაგრამ ჯერ ერთი რომ აქ უარესებს წერენ და იმას კარგი შეფასებები აქვს და თანაც, ისეთი ცუდი ნაწერი არ არის რომ ადამიანს ამ მდგომარეობაში შენიშვნა მივცეთ. :)
9. კომენტარებიც რა ჭკვიანური აქვს ამ "მატრაკვეცა" ბავშვს. :) კომენტარებიც რა ჭკვიანური აქვს ამ "მატრაკვეცა" ბავშვს. :)
8. აუ, კარგით, რა... ამდენი ფსევდო-ტრაგიკული ნაწერები... თუ ეს ნამდვილი ამბავია, ვიზიარებ , მაგრამ იმდენად ლამაზი სცენა იყო შემწვარ კარტოფილზე, აღარ იყო საჭირო ამდენი დრამატიზება. აუ, კარგით, რა... ამდენი ფსევდო-ტრაგიკული ნაწერები... თუ ეს ნამდვილი ამბავია, ვიზიარებ , მაგრამ იმდენად ლამაზი სცენა იყო შემწვარ კარტოფილზე, აღარ იყო საჭირო ამდენი დრამატიზება.
7.
აუ რა ძალიან მძიმეა...
რა უნდა ვთქვა... უფალმა დაგაძლევინოს ეს ტკივილი.
აუ რა ძალიან მძიმეა...
რა უნდა ვთქვა... უფალმა დაგაძლევინოს ეს ტკივილი.
6. ვაიმეე,დედაა:(( :(( :(ცუდად ვარ... ვაიმეე,დედაა:(( :(( :(ცუდად ვარ...
5. ; ( ; ( ; ( ; ( ; ( ; (
3. თქვენ დაწერეთ ადრე მემგონი არა, შეყვარებულს ვერ ვპატიჟებ კაფეშიო თუ რაღაც... :(
ვაჰ...საშინელებაა, გავალ ამ გვერდიდან, ისევ შემოვდივარ, დამიმძიმდება გული და ისე გავდივარ, მერე ისევ...
გაძლება მოგცეს ღმერთმა! თქვენ დაწერეთ ადრე მემგონი არა, შეყვარებულს ვერ ვპატიჟებ კაფეშიო თუ რაღაც... :(
ვაჰ...საშინელებაა, გავალ ამ გვერდიდან, ისევ შემოვდივარ, დამიმძიმდება გული და ისე გავდივარ, მერე ისევ...
გაძლება მოგცეს ღმერთმა!
2. zalian zlieria. magrad imokmeda, cremlebi ver shevikave da ak sityvebi ukve zedmetia! +2 netav metis dacera shemezlos! zalian zlieria. magrad imokmeda, cremlebi ver shevikave da ak sityvebi ukve zedmetia! +2 netav metis dacera shemezlos!
1. ვაიმე... ცუდად გავხდი...
ნეტა არ წამეკითხა!
ვაიმე... ცუდად გავხდი...
ნეტა არ წამეკითხა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|