ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

ეს სამშობლო ჩემი

ნუთუ არ ღირს ამ მიწისთვის ბრძოლა,
აქ ხომ ჰაბოც არ დასჯერდა ლოცვას,
აქ კახელებს აულესავთ ხმალი,
ხევსურს მტრისთვის გაუტეხავს თავი,
ეს სამშობლოა ჩემი.
ნუთუ არ ღირს ამ მიწისთვის ბრძოლა,
აქ შუშანიკს დაუღვრია სისხლი,
აქ ხომ რწმენას გაუფანტავს ნისლი,
აქ სხვაგვარად ხარობს ფიჭვი,
ეს სამშობლოა ჩემი.
ნუთუ არ ღირს ამ მიწისთვის ბრძოლა,
აქ ილიამ ხელი მისცა მონას,
აქ მერანსაც დაუწყია სრბოლა,
აქ თეთრი შავს გამარჯვებას ლამობს,
ნიკოფსია დარუბანდთან ყოფნას ნატრობს,
ეს სამშობლოა ჩემი.
განა ღირს კი ამ მიწისთვის ბრძოლა?
აქ ძმა ძმისთვის გახდა მტერი,
აქ სიყალბე არის მრავალფერი,
აქ სიყვარული გახდა მხოლოდ სექსი,
აქ უნიჭოებს ხალხი ეტრფის,
ეს სამშობლოა ჩემი?
ნუთუ არ ღირს მტრის ჯინაზე ბრძოლა,
ახლა სისხლის,სისხლით მობანვის დროა,
ახლა გმირების ერთად დადგომის დროა,
ახლა საერთო მიზნის მიღწევის დროა,
ახლა ქვეყნის ერთად ყოფნის დროა,
დროა დროის,დროა შფოთვის,
დროა დროის,დროა ომის,
დროა ბოლო,უკანასკნელი ბრძოლის.
ნუთუ არ ღირს ბებერი ოცნებისთვის ბრძოლა?
რომ ჩვენ შვილებს არ ენახოთ შური,
რომ შეეძლოთ წმინდა სიყვარული,
რომ შეეძლოთ ერთგულება ძმური,
ამაყად და თავმომწონედ ეთქვათ სხვისთვის
ეს სამშობლოა ჩემი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები