ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

ჯერ არ გადამაგდო

ჯერ არ გადამაგდო,ჯერ არ გადამაგდო
ნუ დამწვავ,ნუ დამხევ,ცოტასაც გიყურებ,
ეს მიმაქვს მარტო მე,წავიღებ ამ წუთებს.
ჯერ არ გადამაგდო,ჯერ არ გადამაგდო,
ხმასაც ხომ არ ვიღებ?
უბრალოდ ვუყურებ,ხან ერთთან ვუყურებ
ხან მეორესთან,შენ სიცილს ვუყურებ,ვუყურებ ვუყურებ.
ჯერ ნუ გადამაგდებ,ჯერ ნუ ჩამომაგდებ
შენი სუნთქვა ხომ წამალია ჩემი,
თუმცა არ შემისუნთქავს ამდენი წელი.
გთხოვ ნუ გადამაგდებ,ჯერ ნუ გადამაგდებ
ისედაც მიბნელდება,
ვერასდროს მიხვდები რა მემართება,
ერთხელაც შევხედო ღვთიურ მაგ თვალებს,
დახატულს ნაზად,პატარა თათებს.
ახლა გადამაგდე,ახლა გადამაგდე.
ნურაფერს იტყვი,ვიცი რომ მიღალატე
იმას კი ნუ მთხოვ,მეც გადაგაგდო
შენ გამაჩნიხარ მე მარტო.
მაინც გადამაგდო...მაინც გადამაგდო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები