ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2010


სულის მასაჟი *

მინაზე* ლაქები,
ქალაქს დახვეული,
ფერადი ძაფები,
ქარში წაქცეული,
გრამატიკაა და
გულის ათეული,
ნაძარცვი სევდაა,
გულში ჩაბნეული,
შეეხეთ ცხადია,
სიზმრად ახდენილი,
რომ ვერსად იპოვნეს,
თითქოს განთიადი,
მინაზე შევნიშნე,
ფიქრი და წყვდიადი,
ფიქრი და წყვდიადი,
ფიქრი და წყვდიადი...

___

* მინაზე - შუშაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები