ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2010


მარინა ჭუჭულაშვილი

                          საფერფლე

ჰე, საფერფლევ გამჭვირვალევ, ჩამოთლილო,
ფიქრის სკივრო, ბნელ ღამეში არჩეულო,
შენს მახლობლად ვაჟის ხელი დაისვენებს,
მასთან ერთად სიმარტოვეს მიჩვეულო.

შენს მახლობლად მუდამ ელავს ნაპერწკალი,
შენს თავს მაღლა შეგროვდება აზრი, მცნება,
... და მიიწევს ჭერისაკენ თეთრი კვამლი,
სიგარეტი შენს სხეულში იფერფლება.

ვერ იძინებ, მთელი ღამე გეწვის მკერდი,
სიგარეტი რომ ჩასრისა შენს სხეულში,
ვუყურებდი შენს წამებას, შენზე ვწერდი,
კვამლის სუნზე ბნელ, მოღუშულ, ცივ ღამეში.

P.S. ეს ლექსი 37 წლის წინ არის დაწერილი, რომელიც შემთხვევით ვიპოვე... მისი ავტორი ერთი კაფანდარა, მაგრამ დიდი პოეტური სულის მქონე გოგონა იყო. თუ ვინმე იცნობთ ამ ლექსს ან ავტორს, გთხოვთ შემეხმიანოთ. წინასწარ დიდი მადლობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები