ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგნი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2010


ჩემო მამულო

  მე შენში მიყვარს ის ზაფხული რომელიც მათბობს,
    შენი ყოველი გაზაფხული სიზმრებად მახსოვს,
    მე შენში მიყვარს ის ზამთარიც რომელიც მათოვს,
    შენში მოსული შემოდგომა ხალისით მათრობს.

    მე შენში მიყვარს მზეც და მთვარეც, დღეცა და ღამეც,
    შენში ყოველი ხე და ბუჩქი ჩემს გულს ახარებს,
    მე მიყვარს შენში ის ღრუბელიც რომელიც მაწვიმს,
    ის მღვრიე გუბეც ის ტალახიც რომელიც დამსვრის.

    მე მიყვარს შენში დილის ნამი, ღამის სიბნელე,
    სხვა ახალგაზრდას მირჩევნია შენი სიბერე,
    მიყვარს მე შენი კლდეც და ღორღიც, მდინარეც, ღელეც,
    თუ ვერ გავძღები ამ სიტყვებით, კიდეც გიმღერებ.

  მე შენში მიყვარს, რასაც სხვაში ვერასდროს ვყვარობ,
  შენ რომ არსებობ მიტომ მიყვარს მთელი სამყარო,
  სხვაგან ვერასდროს ვერ ვიხარებ როგორც აქ ვხარობ,
  ჩემო მამულო, ჩემი ყრმობის ტკბილო ზღაპარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს