| ავტორი: გაგნი ჟანრი: პოეზია 21 ივლისი, 2010 |
მე ამ წამს შენში დავინახე ეშხი და ვნება, ეს ის წამია ჩვენს ხსოვნაში მუდამ რომ რჩება, არ ვიცი რა მჭირს, არც ის ვიცი ჩემს თავს რა ხდება, მხოლოდ იმას ვგრძნობ ჩემი გული იწვის და დნება. მე ამ წამს შენში დავინახე სითბო და შვება, მე ამ წამს შენში დავინახე მშვენება ქვეყნის, მე მხოლოდ შენთვის ვიარსებებ თუ მომცემ ნებას, და თუ მოვკვდები მაშინაც კი მოვკვდები შენთვის. მე ამ წამს შენში დავინახე ეშხი და ვნება, ვფიქრობ ეს წამი წყალობაა მაღალი ღმერთის, ეს ის გრძნობაა ერთი ნახვით გულში რომ ჩდება, ასეც ხომ ხდება, სიცოცხლეც ხომ წამია ჩვენთვის. მე ამ წამს შენში დავინახე ისეთი ვნება, შენ ამ წამს ჩემში შემოიჭერ ისეთი ეშხით, მე მხოლოდ შენთვის ვიარსებებ თუ მომცემ ნებას, და თუ მოვკვდები მაშინაც კი მოვკვდები შენთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მე ამ წამს შენში დავინახე ისეთი ვნება, შენ ამ წამს ჩემში შემოიჭერ ისეთი ეშხით, მე მხოლოდ შენთვის ვიარსებებ თუ მომცემ ნებას, და თუ მოვკვდები მაშინაც კი მოვკვდები შენთვის.
ერთი ნახვით შეყვარება.....კი ,მახსოვს:) მე ამ წამს შენში დავინახე ისეთი ვნება, შენ ამ წამს ჩემში შემოიჭერ ისეთი ეშხით, მე მხოლოდ შენთვის ვიარსებებ თუ მომცემ ნებას, და თუ მოვკვდები მაშინაც კი მოვკვდები შენთვის.
ერთი ნახვით შეყვარება.....კი ,მახსოვს:)
7. ერთი ნახვით შეყვარება, თუ ურთიერთობა არ გაგრძელდა მერე, ჩემი აზრით წარმოუდგენელია :)
მაგრამ გულწრფელი გრძნობისთვის - 5 :) წარმატებები! :) ერთი ნახვით შეყვარება, თუ ურთიერთობა არ გაგრძელდა მერე, ჩემი აზრით წარმოუდგენელია :)
მაგრამ გულწრფელი გრძნობისთვის - 5 :) წარმატებები! :)
2. და თუ მოვკვდები მაშინაც კი მოვკვდები შენთვის. ეს ვერ გავიგე, ბუნდოვანია და თუ მოვკვდები მაშინაც კი მოვკვდები შენთვის. ეს ვერ გავიგე, ბუნდოვანია
1. მე მხოლოდ შენთვის ვიარსებებ თუ მომცემ ნებას მე მხოლოდ შენთვის ვიარსებებ თუ მომცემ ნებას
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|