ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცენ-ზორი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2010


რა კარგი?!ჩემზე ცუდსაც არ იტყვიან!

ზეცა კვლავ იმუქრება ფოთოლცვენით,
უკვე მერამდენე ზაფხულია,
რა ვქნა, ოცნებებსაც ვეღარ ვშველი
და ყველა სიზმარიც ნახულია.
თუნდაც პესიმიზმი დამაბრალეთ,
თუნდაც დამითვალეთ მაჯისცემა,
თუნდაც იმედები ამათალეთ
და ჩემი სათქმელი წერონ სხვებმა.
ცხოვრებას ნაფაზ-ნაფაზ ჩავამთავრებ,
რა კარგი?!ჩემზე ცუდსაც არ იტყვიან,
ისევ გულის ჯიბით დავატარებ
საოცრად უცნაურ არითმიას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები