ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2010


დამხატე

დამხატე, ფერადი ფანქრებით,
ან ფუნჯით გუაშში დამხატე..
შენ ოღონდ როგორმე დამხატე
და თუ გსურს შავ–თეთრად დამქარგე..

მერე, მე, როგორც ფეთხუმი,
ჩემით გადავისხამ ფერებს..


მინდა, რომ დამხატო ფერადი,
მეცვას ცისარტყელას კაბა.
სახეზე ღიმილად - მზე მენთოს,
თავზე დამადგა დაფნა..

თვალებში პატარა ვარსკვლავნი -
- ციმციმებდენ და კრთოდენ..


დამხატე მორჩილად მჯდომარე,
ან იქნებ ფლიდი და გესლი.
ცბიერი მზერით რომ გიყურებ
და რომ გგონია რომ გესვრი..

ან იქნებ მეძავად დამხატო,
სხეულით მოვაჭრე ქალად..
ამქვეყნად ყველას რომ ჰყვარობს
და შენს მეტს არავის ჰმალავს..

დამხატე, ვით თეთრი ღრუბელი,
მაქციე ღვთისმშობლის ხატად..


თუ გინდა, მოხუცი დამხატე,
შენს სასაფლაოზე მჯდომი..
ისევ შენთვის მომტირალი
და ქვეყნად არავის მდომი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები