ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცენ-ზორი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2010


აქ,ილუზიურ სამყაროში...

აქ,ილუზიურ სამყაროში გრძნობებს ვიგონებ,
რომ კვლავ ქაოსი შევქმნა თავიდან
კვამლში გაბნეულ ლექსის სტრიქონებს
ისევ ჩვეულად ვითვლი სამიდან.
მისს,ილუზიურ სამყაროში გრძნობები კვდება,
აქ ყველაფერი ფარდობითია,
მხოლოდ ვარდები კი არა და ეკლებიც ჭკნება...
...და სიყვარულიც... ეგ გრძნობა ხომ მხოლოდ მითია.
მისს, ზღაპარია!
მაგ ქარიშხლებს სული არ ყვება...
თუმცა იმედი რეალობას კვლავ ეურჩება
და საბოლოოდ ბოროტება იმარჯვებს ყველგან,
რადგან სიკეთეს არსებობის ჰქონდეს უფლება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები