ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პროზა
8 სექტემბერი, 2010


„ოთარაანთ ქვრივი“

– გოგო, ისევ აქ ხარ?
– ხომ გითხარი, მეზარება-მეთქი...
– უკვე ვამთავრებ სადილს და მწვანილის გარეშე რა გამოვა?
– შენ თვითონ დაკრიფე...
– მაშინ მერი ძალოსთან მიდი და უთხარი ერთი კონა მწვანილი დაგიკრიფოს!

                                                            * * *
– მერი ძალოო!
– შე ვირო-მამაძაღლო, თქვენი კერძითვინ თქვენ თითონ არა ჰკრეფამთ მწვანილს და ჩემ რძალთან რა პირით მოდიხარ? დედაშენ უთხარ, ლიზა ბაბოს ყველაფერი თავისი ყურით გაუგია და მერიმდე აღარ მიმიშვა-თქო!

                                                            * * *
ლიზა ბაბოს „ოთარაანთ ქვრივს“ ეძახდნენ სამართლიანობის გამო და ალბათ იმიტომაც, რომ ძალიან მშრომელი დედაკაცი ყოფილა. ჯერ კი უხაროდა თურმე, მაგრამ ფილმის ნახვის შემდეგ ყველა გაუფრთხილებია: „ოთარაანთ ქვრივი“ აღარ დამიძახოთ, უბედური დედა ყოფილაო!“. თვითონ ორი ვაჟკაცი ჰყავდა დაკარგული დიდ სამამულო ომში – ვიქტორი და გიორგი. სიკვდილის ბოლომდე ტანსაცმელს უნახავდათ, რომ დამიბრუნდებიან უცებ ახლები საიდან მოვიტანოო... ყოველ ზაფხულს ამზეურებდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები