 | ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 სექტემბერი, 2010 |
ჩემი ვინაობა უმნიშვნელოა,რადგან თუ ამ წერილს კითხულობთ ან აღარ მადარდებს ის საკითხი რაზეც ვწერ,ან უბრალოდ ცოცხალი არ ვარ.ეს ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებაა.მე მინდა გთხოვოთ,რომ გაანადგუროთ პრობლემა.განადგურება...ეს ხომ საუკეთესოდ გამოგვდის მრავალი ათასწლეული.თუმცა პრობლემის განადგურებით,თქვენ თვით პრობლემასაც გაანადგურებთ.ეს მარტივია ისეთი ხალხისთვის,როგორიც თქვენ ხართ.ამისთვის საჭიროა შეკრიბოთ,თხოვოთ სხვა ქვეყნის ლიდერებს და დასხდეთ დიდ,მრგვალ მაგიდასთან.შეთანხმდეთ სხვადასხვა ტერიტორიების გაყოფაზე და ამის შემდეგ აკრძალოთ იარაღის წარმოება,გააუქმოთ ჯარი.ალბათ გეცინებათ...ან შეიძლება ეს წერილი ნაგვის ურნაშია მოთავსებული ისევე უიმედოდ,როგორც შორ ქვეყანაში ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცი.ჯარისკაცი რომელიც თქვენ შექმენით.ახლიდან დაბადეთ მკვლელი მანქანა.ვინ იცის?იქნებ შეიძლება მისი დახსნა ტყვეობიდან...მაგრამ ღირს მისი სიცოცხლე ოპერაციის ჩასატარებლად? გეთანხმებით... დავიჯერო,მაშინაც გაგეცინებათ როდესაც წამომყვებით და ინვალიდ ჯარისკაცს ნახავთ,რომელიც ოჯახიდან წავიდა უპატრონოების თავშესაფარში.მან ოჯახი დატოვა,რადგან ისედაც ღარიბ ნათესავებს ზედმეტი ხარჯი არ დააწვეთ კისერზე.მისი მოხუცი მშობლები ყოველდღე დარდით იხოკავენ სულებს,მისი პატარა და,რომელსაც ყურადღება ჭირდება,რადგან ყოველდღე იჩაგრება შაბათ-კვირის გარდა,მარტოდმარტოა.უფეხებო ძმა მას ვერაფრით დაეხმარება და ეს თვითონაც იცის.არადა რა კარგად სწავლობდა,ძალიან კარგადაც მღეროდა თავის დროზე,სანამ ომი არ დაიწყებოდა... მას უყვარდა სამშობლო და ამიტომაც წავიდა რეზერვისტად...რა იცოდა თუ გამოუცდელს პირველ ხაზში დააყენებდნენ და ნაღმზე აფეთქდებოდა.ახლა ის აღარ მღერის.მხოლოდ ტირის ხოლმე კატასავით,რომელსაც შვილები შეუჭამეს. ბატონო პრეზიდენტო,თქვენ ხომ გიყვართ საქართველო?თქვენ ხომ გტკივათ აფხაზეთი?ღმერთმა არ ქნას,რომ ამ წერილის წაკითხვისას კიდევ იყოს რამე სხვა კუთხე კუნჭულიც სატკივარი."ღმერთმა არ ქნას" ისევ ღმერთს ვთხოვთ ყველაფერს: ღმერთო ნეტავი მანქანა მქონდეს,ღმერთო ნეტავი მარიმ შემიყვაროს,ღმერთო ნეტავი აფხაზეთი დავიბრუნოთ... ჩვენ რა გავაკეთოთ?რატომ ვთხოვთ ღმერთს ასეთ წვრილმანებს,როდესაც ჩვენთვითონ შეგვიძლია პრობლემის მოგვარება?ღმერთი ისედაც ბევრს შვება იმით,რომ ამ პატარა ტირანებს გვწყალობს.რატომ გეწყინათ?მე მხოლოდ თქვენზე არ მიგულისხმია,თვითონ ადამიანები გავხდით ასეთები.არ მითხრათ რომ არა.მე და თქვენ ხომ კარგად გვძინავს ღამით?თქვენ რამდენი მიეცით თქვენს ლოგინში?ჩემი თქვენზე გაცილებით იაფი იქნება,მაგრამ მე კმაყოფილი ვარ. "კმაყოფილი" თითქოს მეტს არ მოვითხოვ,არადა რამდენჯერ მიოცნებია დიდ ვილაზე.ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჩემი უტვინო ცოლისთვის,საუკეთესო მანქანა ყველა თვალს რომ აყოლებდეს,ყოველდღე ეგზოტიური საჭმელები,რათქმაუნდა შეკვეთით,ჩემმა ცოლმა საკვების გაკეთება არ იცის ის მოდელია.მოკლედ ყველაფერი ის,რაც სულს ამძიმებს და ხორცს ისეთი ნეტარებით ავსებს,რომ თვალგანაბული ძლივს წარმოთქმავ "კიდე". მაგრამ ბატონო პრეზიდენტო,მე და თქვენ არ გვინახავს დიდუბელი ლევანა.ჩემმა მეზობელმა კი ნახა.ლევანი ყოველდღე მათხოვრობს,რომ ეს ტანჯული ცხოვრება გაიგრძელოს ლუკმა პურის შოვნით.არადა ცოტა ხნის წინ ხომ სამოთხეს გავდა სიცოცხლე?განა ლევანის ნაირებით არ არის გატენილი საქართველო და საერთოდ,მსიფლიო?ისინი ოცნებობენ ზამთარს,რომ კარდონი უფრო გრძელი იყოს და ტანი მთლიანად დაიფარონ რადგან ფსიქოლოგიურად მაინც გათბნენ.მილიონერები კი ერთმანეთს ეჯიბრებიან თვითმფრინავების რაოდენობით. აბა რა ქნან? ბატონო პრეზიდენტო,ეს პრობლემაა,მაგრამ პრობლემა არ არსებობს,ხალხი თვითონ იქმნის პრობლემას.არა,ამთხოვრები რომ არსებობენ მილიონერების ბრალი არ არის.ეს დიდი ისტორიაა.ეს ბუნებრივი სტიქიებისა და ომების ბრალია.საინტერესო ის არის,რომ ეს უბედურება განკურნებადია,როგორც ყველა დანარჩენი. ააშენონ ციხეები მათხოვრებისთვის.დიახ,ციხე სადაც იმუშავებენ სხვადასხვა პროფესიის კარგი პიროვნებები,რომლებიც ფეხზე დააყენებენ მათხოვრებს და ნათელი გზისკენ გეზს მისცემენ.რა არის ნათელი გზა?ყველაფერი ბნელის გარდა. ვიცი ახლაც გეცინებათ,მაგრამ თუ ეს წერილი მენაგვეს არ გადაუგდია უფრო დიდ ნაგვის ურნაში,ესეიგი გაინტერესებთ მათხოვრების ციხეზე და ფიქრობთ,რომ ეს პროექტი არ გაამართლებს.ალბათ მაიკლ ჯორდანმაც არ იცოდა თავისი დროის საუკეთესო კალათბურთელი რომ გახდებოდა.არც მომღერალი მაიკლ ჯექსონი ოცნებობდა მეფობაზე,მაგრამ მათ რაღაც ან ვიღაც აძალებდა.პირადად მე დედაჩემს ახლაც ვსაყვედურობ,რატომ არ მაიძულა ქართულ ეროვნულ ცეკვებს გავყოლოდი.ალბათ,რომ დავეძალე მადლობასაც არ გადავუხდიდი,როდესაც დიდი მოცეკვავე გავხდებოდი. დავუბრუნდეთ მათხოვრების ციხეს.ამ დაწესებულებაში აუცილებლად უნდა მუშაობდნენ მათხოვრებზე მონადირეები.მათი სამუშაო იქნება მოძებნონ უკანასკნელი მათხოვარიც კი და ძალით ჩასვან საპყრობილეში.სადაც ახლიდან დაიბადებიან,არა ჯარისკაცებად,რომლებსაც სისხლი სწყურიათ,არამედ კარგ პიროვნებებად.რა არის კარგი?ყველაფერი რაც ცუდი არ არის. რატომ არის შეუძლებელი??? თითო მილიონერმა ერთი თვე იცხოვროს როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა და იმ ერთი თვის სახარჯი ფული ჩადონ ამ პროექტში. ნუ ჩაუღრმავდებით ამ თემას ბატონო პრეზიდენტო,ეს სხვა საკითხია,ამაზე მოგვიანებით,სხვა დროს.მე გესაუბრებით პრობლემაზე.თქვენნაირი ხალხისთვის ძალზედ იოლი იქნება პრობლემის განადგურება და თან ყველაზე დიდი საქმე იქნება რაც კი ოდესმე გაგიკეთებიათ.ალბათ გაგიჩნდათ კითხვა,რა არის პრობლემა. პრობლემა ბევრი რამ არის,მაგრამ ყველაფერი იწყება ჯარიდან.საკმაოდ დაიღვარა სისხლი უაზრო ომებით.პრეზიდენტებმა უნდა გააუქმოთ ჯარი.შეინახოთ ყველა იარაღი ისეთ ადგილას,სადაც ვერავინ მიაგნებს.ალბათ თავში ქაოსმა გაგიელვათ,არეულობა არათანასწორობა და დაუნდობლობა.თქვენი აზრით ახლა რა ხდება?... წარმოგიდგენიათ ამაზე მეტი ქაოსი? ჯორჯ ორველს კი და უმჯობესი იქნება დავუკეროთ,რომ მომავალი ბნელი იქნება თუ არაფერი შევცვალეთ.ჯარი პირველი და მთავარი ნაბიჯი იქნება. არ გეგონოთ,რომ ამდენი ჯარისკაცი ქუჩაში დარჩება.მათ უნდა დაურიგდეთ წიგნები,რაც მათივე მთავარი იარაღი იქნება.ცოდნა და ფსიქოლოგია. რა უნდა აკეთონ?იომონ სხვების გადასარჩენად,ოღონდ არა ტყვიებით,არამედ სიტყვებით.დაეხმარონ იმათ ვინც არასწორ გზას ადგას. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია და საერთოდ,ეს ცხოვრებაა იოლი.უბრალოდ ჩვენ ვისწავლეთ რთულად აღქმა ყველა წვრილმანისაც კი. მაგალითად ოჯახში,დიასახლისი შეიძლება ფიქრობდეს საათობით თუ რა გააკეთოს სადილზე,გუფთა თუ ტოლმა. ან მამაკაცი დიდ საფიქრებელში ჩავარდეს და არჩევნის წინაშე დადგეს,სამუშაოზე წასვლისას ლურჯი ჰალსტუხი გაიკეთოს თუ წითელი. ბატონო პრეზიდენტო,არამგონია ახლა გაგეფიქროთ,რომ ყველა ჰალსუხის ფერს თავის მნიშვნელობა აქვს,რადგან მჯერა,რომ თქვენ ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევთ. გაინტერესებთ რა არ არის წვრილმანი და ადვილი? ეგ თქვენთვითონაც იცით,უბრალოდ ტვინი გადატვირთული გაქვთ,როგორც ყველას. ღმერთი და სიყვარული.ეს არის რთული და მთავარი.ყველას ყავს და ასევე თავისებურად ესმის ღმერიც და სიყვარულიც.აი,მაგალითად,როგორც ბედნიერება. ზოგისთვის ბედნიერება ჯანმრთელობაა,ზოგისთვის წარმატება და სამწუხაროდ ბევრისთვის ლუკმა-პურის არსებობა მაგიდაზეც კი.ისეც პრობლემამ გამოყო თავი.თემიდან გადახვევა შეუძლებელია სამწუხაროდ,ყოველთვის გვექნება ჯვრად ეს პრობლემა.შეიძლება გგონიათ,რომ მე მოვიგონე და შევქმენი ეს პრობლემა.არა,უბრალოდ შევკრიბე უსამართლობა,დაუნდობლობა,უპასუხისმგებლობა,ტკივილი,ტანჯვა და დავარქვი სახელი. თუ ეს წერილი არ წაიღეს მენაგვეებმა დილის ექვს საათზე და ნაგვის საყრელზე არ გადააგდეს,ესეიგი ისევ კითხულობთ,თუმცა ძნელი გამოსაცნობია იუმორით თუ ადვილად. ალბათ კვლავ იუმორით უდგახართ საკითხს,რადგან არამგონია ჩემი კატეგორიის ადამიანი იყოთ,მე ხომ ასეთი ადვილი ვარ.შუქის წასვლისას მე მიხარია,რომ ლიფტში არ ვიყავი იმ დროს,და არ ვწუხვარ იმაზე,რომ რაღა მაინც და მაინც სახლში ასვლამდე წავიდა სინათლე და ფეხით მომიწია ცხრა სართულის ავლა.დარწმუნებული ვარ,რომ თქვენ და ბევრი სხვაც იფიქრებს,რომ ჩემი დარწმუნებულობა ჯარის გაუქმების სიმართლეში იმიტომ არის ასეთი მტკიცე,რომ სრული თავისუფლების მომხრე ვარ.არანაირად.მე ვერ ვირან ჰიპებს და არ მიყვარს ლენონი,თუმცა კარგია,რომ უმეტესობა ვეგეტარიანელი იყო.როგორც იცით ვეგეტარიანელი ადამიანი ყველაზე ჯანმრთელია,როგორც ფიზიკურად,ასევე შინაგანად.ესეც ერთ-ერთი მთავარი საკითხია პრობლემის მოსაკვლელად.მართალია ვერავის ვაიძულებთ ვეგეტარიანელი გახდეს,მაგრამ ვეგეტარიანელობაზე მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს თითოეულ ოჯახს.ბოლოს და ბოლოს იაღოველები დადიან კარ და კარ,ბარემ იმათ ვთხოვოთ და კვირაში ერთი დღე იაღოვაზე ქადაგობის მაგივრად ვეგეტარიანობაზე მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას. რაც შეეხება სრულ თავისუფლებას.მე ვამბობ,რომ უნდა გაუქმდეს ჯარი,რადგან ქვეყნებს შორის კონფლიქტი მოგვარდეს ადამიანური საუბრით და არა დაპროგრამებული,ვიღაცეების მიერ სიტყვებით.თუმცა ქვეყანაში უნდა იყოს "პოლიცია" ოღონდ დამნაშავეები ციხეში არ უნდა ჩაისვან.დანაშაულიც ჩამდენი არ გამოსწორდება დამცირებითა და ცემით.დამნაშავეები უნდა ჩაისვან კარცერ ლუქსში. კარგი ხანია არ გაგიცინიათ ბატონო პრეზიდენტო,მაგრამ კარგად დაფიქრდით...წარმოიდგინეთ 17წლის ბავშვი დაიჭირეს მკვლელობაზე.კარცერ ლუქსიდან გამოსვლის შემდეგ გამოდის ჩამოყალიბებული ადამიანი,რომელიც ჩემზე და თქვენზეც კი განათლებულია.მართალია იმ ადამიანს ვეღარ ეშველება,რომელიც მან 17წლისას მოკლა უცოდინარობის გამო,მაგრამ ბევრი სიცოცხლე იქნება გადარჩენილი.მე ახალს არაფერს ვიგონებ,არც რამე არაჩვეულებრივი ნიჭით ვარ დაჯლდოვებული.უბრალოდ ყველაფერს ვუყურებ ისე როგორც უნდა იქნას ნაყურები.მე თქვენ მოგიყვებით ისტორიას რაც უფრო ნათლად დაგანახებთ რისი თქმა მინდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. აქ გამოქვეყნებულმა წერილებმა მაქსიმუმ ურაკპარაკის პრეზიდენტთან მიაღწიოს, ქვეყნის პრეზიდენტთან - მეეჭვება ცოტა :D
აქ გამოქვეყნებულმა წერილებმა მაქსიმუმ ურაკპარაკის პრეზიდენტთან მიაღწიოს, ქვეყნის პრეზიდენტთან - მეეჭვება ცოტა :D
6. სანოს ნიკით :-O შანსი არ არის, სანო ქალებს არ აბამდა :)) :)) :)) სანოს ნიკით :-O შანსი არ არის, სანო ქალებს არ აბამდა :)) :)) :))
5. 4. პრეზიდენტიც თუ კითხოლბდა ურაკს არ ვიცოდი გვანციოლა. 2010-09-20 13:05:13
სანოს ნიკით ეგ არი :D 4. პრეზიდენტიც თუ კითხოლბდა ურაკს არ ვიცოდი გვანციოლა. 2010-09-20 13:05:13
სანოს ნიკით ეგ არი :D
4. :)) პრეზიდენტიც თუ კითხოლბდა ურაკს არ ვიცოდი :)) პრეზიდენტიც თუ კითხოლბდა ურაკს არ ვიცოდი
3. ქაოტურად წერ,ავტორო.ბოლომდე წაკითხვის სურვილი არ გამიჩნდა. ქაოტურად წერ,ავტორო.ბოლომდე წაკითხვის სურვილი არ გამიჩნდა.
2. ჰოო. საინტერესოა, ამის დაწერის აზრი რომ გაგიჩნდა ეგეც საინტერესოა და კიდევ მაინტერესებს რამდენი წლის არის ავტორი. არ ვიცი შესავლის მერე რას დაწერს, მაგრამ ეჭვი მაქვს ტომეულის გამოცემა შეუძლია იმდენი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ჰოო. საინტერესოა, ამის დაწერის აზრი რომ გაგიჩნდა ეგეც საინტერესოა და კიდევ მაინტერესებს რამდენი წლის არის ავტორი. არ ვიცი შესავლის მერე რას დაწერს, მაგრამ ეჭვი მაქვს ტომეულის გამოცემა შეუძლია იმდენი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში.
1. საინტერესოა , მაგრამ ამაო .... საინტერესოა , მაგრამ ამაო ....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|