ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგნი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2010


ჩემი თბილისი

მე ჩემი თბილისი მიყვარს გაგიჟებით,
მე მის გარეშე ერთ წუთსაც ვერ გავძლებ,
მისით ვცოცხლობ და მისითვე ვსულდგმულობ,
მე მის სიყვარულს ვერასდროს ვერ ავღწერ.
მე ჩემი თბილისი მიყვარს გაგიჟებით,
მის ქუჩებს, აივნებს, აღმართს თუ დაღმართებს,
მტკვრის ხედს ვუცქერ, თუ ბუნებას ვაკვირდები,
გულში მეღვრება მართლაც სიამაყე.
მე ჩემი თბილისი მიყვარს გაგიჟებით,
ჩემი ბებერი, ჭაღარა მთაწმინდა,
ღმერთო, ნუ მომიშლი თბილისში სიარულს,
სხვას არასა გთხოვ და არცა რა მინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს