ზაფხულს ვემშვიდობები,
გულში, თითქოს აცივდა...
შემოდგომა კარებთან მელოდება - მარტივად...
დილა გამითენდა და მერამდენედ გაწვიმდა...
მე წვიმაში ვეძებდი, შენს სიყვარულს საწვიმრად...
ისევ სევდიანია,
მზე იცინის შორიდან...
ეგ თვალები წარსულში, უმიზეზოდ დავტოვე...
შემოდგომა წვიმით და მოგონებით მოვიდა...
თურმე, ასე ძნელია, უშენოდ სიმარტოვე...
შენი მოგონებები,
ვიცი, ჩემი ნაკლია...
ზაფხულს აღარ ვჭირდები, მაგრამ შენთან მინდება...
თითქოს ჩემს თავს ვეძებ და თითქოს რაღაც მაკლია...
ვიცი ზამთარს უშენოდ, როგორ გაუჭირდება...
მე თუ შევძლებ ატანას,
ვიცი მოხვალ, მიშველი...
მაპატიე ფიქრი და მაპატიე, თამაში...
შემოდგომამ, მე სული დამიტოვა, შიშველი...
შენს სიყვარულს დავეძებ, ისევ ჭვავის ყანაში...
ზაფხულს ვემშვიდობები,
ვეძებ წარსულს, სად არი?
შენმა მზერამ უღმერთოდ, მე წარსულში დამტოვა...
შემოდგომა წავა და ისევ მოვა, ზამთარი...
მე კი, გაზაფხულივით გელი, მაგრამ, მარტო ვარ...
მე წვიმაში ვეძებდი...
შენს სიყვარულს, საწვიმრად...
--------------------- http://zviad.gol.ge
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ქიმერა, რა სევდიანი ლექსები გაქვს. გარეგნულად ეს არ გემჩნევა. :) :) ქიმერა, რა სევდიანი ლექსები გაქვს. გარეგნულად ეს არ გემჩნევა. :) :)
9. მე წვიმაში ვეძებდი... შენს სიყვარულს საწვიამრად... კარგია. მე წვიმაში ვეძებდი... შენს სიყვარულს საწვიამრად... კარგია.
7. რაღაც რაღაც მომენტები არის სუსტი,თუმცა მთლიანობაში მელამაზა.
+4 რაღაც რაღაც მომენტები არის სუსტი,თუმცა მთლიანობაში მელამაზა.
+4
5. მოვიხიბლე! ლამაზია! მოვიხიბლე! ლამაზია!
4. ვაი სმაილი შემეშალა..... :) ამის დაწერა მინდოდა
ვაი სმაილი შემეშალა..... :) ამის დაწერა მინდოდა
3. "შემოდგომა კარებთან მელოდება - მარტივად..." აუ ახლა ზუსტად ასე ვარ........ :) რა მაგარია....... "შემოდგომა კარებთან მელოდება - მარტივად..." აუ ახლა ზუსტად ასე ვარ........ :) რა მაგარია.......
2. სიმარტოვით გამოწვეული სევდა ძალიან ლამაზადაა აღწერილი. +555 სიმარტოვით გამოწვეული სევდა ძალიან ლამაზადაა აღწერილი. +555
1. "...შემოდგომამ, მე სული დამიტოვა, შიშველი...
შენს სიყვარულს დავეძებ, ისევ ჭვავის ყანაში..."
შემოდგომას არა უშავს, მთავარია სულში გენთოთ გაზაფხული!.. წარმატებები ავტორო! "...შემოდგომამ, მე სული დამიტოვა, შიშველი...
შენს სიყვარულს დავეძებ, ისევ ჭვავის ყანაში..."
შემოდგომას არა უშავს, მთავარია სულში გენთოთ გაზაფხული!.. წარმატებები ავტორო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|