ღმერთო ძლიერო, გადმოხედე ჩემს მრავალტანჯულს ერს. მოგევეცი ძალა, რომელიც დაგმობს ბოროტებას და გზას მისცემს სიკეთეს. ღმერთო, შეეწიე ყოველ მოკვდავს, რათა იხსნან სული თვისი განსაცდელისგან. მიეცი ნიჭი სიყვარულისა, რომ არა კლავდეს, არამედ წამლობდეს... ქართველი კაცი ოდითგანვე გამოირჩეოდა თავისი სამსობლოს სიყვარულით. მე ამაყი ვარ, რადგან იმ გენის შვილი ვარ, რომელსაც გადაშენება არ უწერია, მე ვამაყობ ჩემი სისხლით, რომელიც ასე მრავლად ჩაქცეულა ჩემი სამშობლოს მიწა-წყალში. ყველაფერში ვხედავ ჩემი წინაპრების სახეს. ეს შენ ხარ, ჩემი ფესვები, რომელზედაც მე აღმოვცენდი და ახლა ვდგავარ შენს მიერ შექმნილ ტაძრებთან, ჩუქურთმებში ვკითხულობ ჩემი ერის ისტორიას, ვკითხულობ და სიამაყესთან ერთად შიშიც შემიპყრობს ხოლმე. შევძლებთ კი ჩვენ ვიყოთ ღირსეული შთამომავლები ჩვენი წინაპრებისთვის და ღირსეული წინაპრები ჩვენი შთამომავლებისთვის? ჩვენ დიდი წარსული გვაქვს. მართლია, გვყავდა ვარსქენი, კახაბერ ყორღანაშვილი, შადიმან ბარათაშვილი და ბევრი სხვა მოღალატეც, მაგრამ მათ გვერდით იდგნენ ის ღირსეული ქართველები, თავიანთი სიცოცხლის ფასად რომ შეუნარჩუნეს სამშობლოს ღირსება. დღესაც უჭირავთ თვალი მავანთ საქართველოზე, მაგრამ რაი არის, მტერობა, თუ ერი ერობს?" თუ ჩვენ სათანადო სიმაღლეზე ვიდგებით, კვლავაც დავიცავთ ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს. ჩვენ ის ერი ვართ, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" შექმნა. არ გვქვს უფლება ისე დავბეჩავდეთ, რომ საკუთარი მიწის დაცვა ვერ შევძლოთ. დავკარგეთ ქართველებმა ერთმანეთის სიყვარული და გაშმაგებულნი დამნაშავეს დავეძებთ, არადა, დამნაშავენი ჩვენ თვითონვე ვართ, მაგრამ ამას ან ვერ ვხვდებით, ან, რაც უფრო რეალურია - არ ვაღიარებთ, მაგრამ საბედნიეროდ რომ ჩვენს სისხლში ვაჟკაცობაც გამჯდარა და ერთმანეთის ხოცვის გარდა მტერზე სათანადო დახვედრაც ვიცით. თუმცა ნელ-ნელა ყველაფერს ვკარგავთ, რაც თაობებმა შემოგვინახა, მაგრამ თუ ერთი სამშობლოსთვის გულანთებული კაცი დაეცემა დღეს აფხაზეთში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო გადარჩება. მრავალ კუბოსთან ატირდნენ დედები, ე.ი. ვაჟკაცები ჯერ კიდევ გვყოლია, მაგრამ, ვაი რომ ყველა დედას ომში დაღუპული შვილის გამო არ აცვია შავები, ყველა ქალი ომში დაღუპულის ქვრივი არაა და ყველა ბავშვი ომში დაღუპული მამის ობოლი. უბრალოდ, ერთმანეთის დაუნდობლობით რამდენი დაგვეღუპა, რამდენი ახალგაზრდა კაცი მივაბარეთ მიწას, რამდენი კუბო გაიჭედა მხოლოდ იმიტომ, რომ ან სიგარეტი არ აღმოაჩნდა, ან უბრალოდ მისი თანამოძმე ვერ იყო ხასიათზე, ან თვითონ არ ჰქონდა ნებისყოფა, რომ ნარკომანი არ გამხდარიყო. როგორ არ ვგავართ ქართველები თუნდაც იმ რამდენიმე წლის წინანდელ ქართველებს, რომელნიც ერთად ვიდექით და ვიბრზოდით საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. 9 აპრილს სანთლებითა და ლოცვით დავხვდით ტანკებს და ვერ დაგვამარცხეს, ვერ დაგვიმონეს. არ დაგვინდეს, ვერ გაუძლეს ჩვენს შეუპოვარ სულს. დაგვხოცეს, მაგრამ ვერ დაგვაჩოქეს, მოგვწამლეს, მაგრამ სული ვერ მოგვიშხამეს. დღეს კი რა დაგვემართა? გულზე დაწერილი "ენა, მამული და სარწმუნოება" ვერანაირმა სექტამ, რომელიც ჩვენი ერის დაქუცმაცებისთვის და გათიშვისთვის შემოსულა, ვერ უნდა წაგვიშალოს. ქართველები ოდითგანვე სამშობლოს ერთგულებით გამოირჩეოდნენ. საზღვარგარეთ წასვლისას მიწა თან მიჰქონდათ, რომ თუ უცხო მიწაზე მოკვდებოდნენ, მშობლიური მიწა მიეყარათ მათთვის. თუმცა დღეს კი რამდენი ქართველია იძულებული საზღვარგარეთ იმუშაოს, რათა აქ დარჩენილები არჩინოს. რამდენი მათგანი იტანჯება ნოსტალგიით. თანდათან გვავიწყდება სიტყვები "როგორც უფალი, სამშობლოც, ერთია ქვეყანაზედა" არ უნდა შეგვრცხვეს შთამომავლობასთან, არ უნდა დავუტოვოთ სასაყვედურო. ქართველ ერს დღეს გამრავლება სჭირდება, ერთი დაღუპული ვაჟკაცის ნაცვლად ათი უნდა იბადებოდეს, უნდა ძრწოდეს მტერი ჩვენი გამრავლებით და ბედნიერებით, თუ ამას ვერ შევიგნებთ, მაშ ვის უნდა დავუტოვოთ ჩვენი პატარა მხარე საპატრონოდ? ოღონდ არ უნდა ივსებოდეს უპატრონო ბავშვთა სახლები, ეს ერის სატკივარია. მხოლოდ ღმერთი თუ გვიშველის და ამიტომაც ისევ მას მივმართავ. ღმერთო, მუხლმოდრეკილი გევედრები, არ გაწირო უფსკრულის პირას მდგომი ჩემი ერი. შთაგვინერგე სიცოცხლის სიყვარული, რომ გავუძლოთ ცხოვრებას - "ჭირიანობისა და ჭორიანობის დიდი ბუდეს" ნუ ვუღალატებთ ღმერთს და ღმერთიც არ გაგვწირავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. გაიხარე ლიკა/////.. გაიხარე ლიკა/////..
10. ყველაფერში ვხედავ ჩემი წინაპრების სახეს. ეს შენ ხარ, ჩემი ფესვები, რომელზედაც მე აღმოვცენდი და ახლა ვდგავარ შენს მიერ შექმნილ ტაძრებთან, ჩუქურთმებში ვკითხულობ ჩემი ერის ისტორიას, ვკითხულობ და სიამაყესთან ერთად შიშიც შემიპყრობს ხოლმე. შევძლებთ კი ჩვენ ვიყოთ ღირსეული შთამომავლები ჩვენი წინაპრებისთვის და ღირსეული წინაპრები ჩვენი შთამომავლებისთვის? - მინდა ვთქვა რომ ასეთი ამაღლებული განწყობა, დიდი ხანია არ შემხვედრია. :) +5 დამსახურებულად! ყველაფერში ვხედავ ჩემი წინაპრების სახეს. ეს შენ ხარ, ჩემი ფესვები, რომელზედაც მე აღმოვცენდი და ახლა ვდგავარ შენს მიერ შექმნილ ტაძრებთან, ჩუქურთმებში ვკითხულობ ჩემი ერის ისტორიას, ვკითხულობ და სიამაყესთან ერთად შიშიც შემიპყრობს ხოლმე. შევძლებთ კი ჩვენ ვიყოთ ღირსეული შთამომავლები ჩვენი წინაპრებისთვის და ღირსეული წინაპრები ჩვენი შთამომავლებისთვის? - მინდა ვთქვა რომ ასეთი ამაღლებული განწყობა, დიდი ხანია არ შემხვედრია. :) +5 დამსახურებულად!
9. ღმერთო ძლიერო, გადმოხედე ჩემს მრავალტანჯულს ერს. მოგევეცი ძალა, რომელიც დაგმობს ბოროტებას და გზას მისცემს სიკეთეს. ღმერთო, შეეწიე ყოველ მოკვდავს, რათა იხსნან სული თვისი განსაცდელისგან. მიეცი ნიჭი სიყვარულისა, რომ არა კლავდეს, არამედ წამლობდეს... +777 ღმერთო ძლიერო, გადმოხედე ჩემს მრავალტანჯულს ერს. მოგევეცი ძალა, რომელიც დაგმობს ბოროტებას და გზას მისცემს სიკეთეს. ღმერთო, შეეწიე ყოველ მოკვდავს, რათა იხსნან სული თვისი განსაცდელისგან. მიეცი ნიჭი სიყვარულისა, რომ არა კლავდეს, არამედ წამლობდეს... +777
8. ლიკა დაიკო ნამდვილი ქართველი მანდილოსანი ხარ. შენისთანები სანთლით დადზებარია. გმერთო გმადლობ რამეთუ ქარტველი ვარ. ლიკა დაიკო ნამდვილი ქართველი მანდილოსანი ხარ. შენისთანები სანთლით დადზებარია. გმერთო გმადლობ რამეთუ ქარტველი ვარ.
7. ჭორიანობის დიდი ბუდეს ჭორიანობის დიდი ბუდეს
6. ღმერთმა დაგიფაროს საყვარელო ადამიანო! ღმერთმა დაგიფაროს საყვარელო ადამიანო!
5. ღმერთო იხსენ საქართველო!!! ღმერთო იხსენ საქართველო!!!
4. გაიხარე... :) გაიხარე... :)
3. 5თამარს ვეთანხმები 5თამარს ვეთანხმები
2. ღმერთო ძლიერო, გადმოხედე ჩემს მრავალტანჯულს ერს. მოგევეცი ძალა, რომელიც დაგმობს ბოროტებას და გზას მისცემს სიკეთეს. ღმერთო, შეეწიე ყოველ მოკვდავს, რათა იხსნან სული თვისი განსაცდელისგან. მიეცი ნიჭი სიყვარულისა, რომ არა კლავდეს, არამედ წამლობდეს...
ამინ, ლიკა! 10 ღმერთო ძლიერო, გადმოხედე ჩემს მრავალტანჯულს ერს. მოგევეცი ძალა, რომელიც დაგმობს ბოროტებას და გზას მისცემს სიკეთეს. ღმერთო, შეეწიე ყოველ მოკვდავს, რათა იხსნან სული თვისი განსაცდელისგან. მიეცი ნიჭი სიყვარულისა, რომ არა კლავდეს, არამედ წამლობდეს...
ამინ, ლიკა! 10
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|