 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 ოქტომბერი, 2010 |
მე @@@
ძღვნად ლელა ლაჩაშვილს (ექსპრომტი)
დაღამდა... საჯიხვეებში სიმღერა ისმის აღარა. ქალ, ამდენ შაირობაში გამაგრევია ჭაღარა... მგონია ჩვენი გულები მამულზე ფიქრმა დაღალა!!!
ლელა @@@
ჭაღარას ჭკუა არა აქვს, თმას მხარზე ვიშლი დალალად... საჯიხვეს ჯიხვი უხდება, ქალსა ნამუსი, ალალად. ასაკს ყოველთვის ამშვენებს მხნეობით დარდის ატანა, მტერთან მახვილით დახვედრა. მეგობრის ჭირში გატანა. ნუ გაჩუმდები შაირით, ან დამეთანხმე ან არა.
მე @@@
მიხარის, ქალო ლელაი ვაჟას ენით რომ საუბრობ. შენი ლექსებით გამთბარა ჯიხვ-არწივების საუფლო. მო, შემოსძახე სიმღერა, რომ გაჰკიოდეს ნაღარა. მჯერა, აკაკის არ იყოს ``გულს ვერ გაგიტეხს ჭაღარა`` .
ლელა @@@
კრასკა-საღებავ ბევრია, არ გავეხვევი შარშია... ის დრო არაა მთიელნი, თმას რომ იბანდნენ შარდშია. შენ შამოგევლოს ლელაი.. მაგ გავლა-გამოვლაშია..
მე @@@
ცაზე მზე ამოიწვერა, წუთისოფელი ფლიდია. ზოგი ქეთევან არი და ზოგი კიდევა მინდია... ამ ოხერ გულში უფალო, სიკეთის ცეცხლი მინთია!!!
ლელა @@@
სიკეთე სითბოს ასხივებს, ასეთი ერგო მისია. სადაც შენი თქვა სათქმელი არ დაივიწყო სხვისია. ბოროტება რომ ურჩევნის ვინც ჯოჯოხეთის ღირსია, ენის მაგივრად ნაკელი, ხორხამდე უდევთ პირშია. კოვზით თაფლიც რომ აჭამო ცუდობას არ მაიშლიან.
ია-ია @@@
(მთის მოტივებზე) ვაჟო სადა ხარ?
ვაჟო სადა ხარ, გულისავ, რატომ არ გამამაისებ? შენ ოღონდ სადმე გამოჩნდი, ალად აგინთებ აისებს... გულის ჭრილობა გამეხსნა, მალამო უნდა ნაისრევს... რომელ ყვავილთან მღალატობ?_ ეჭვები ხრავენ ნაფიქრევს... ხან სულ გივიწყებ დამზრალი, ხან ვნება შენკენ მამიქნევს... იასამნებმაც იფეთქეს... კვირტებად დასკდა ატმის ხე... მოდი და ფრთხილად შემეხე, ჩუმად შემიხსენ საკინძე... ჯერ მკერდს მიბნიე, მერე კი ატმის ფურცლებად ამკინძე...
მე @@@
ია-იას
აქა ვარ, ქალავ სულისავ, ქალაქს ვაგდივარ ბეჩავი. ყოილო სიყვარულისავ, გაიშლებოდე ნეტავი... იხარე ვარდო გულისავ, იყავ მარადის ნეტარი!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. კარგები ხართ სამთავე ,ოთარი და ია ვიცი, ეს ლელა რა ყოფილა, , გააგრძელეთ კარგები ხართ სამთავე ,ოთარი და ია ვიცი, ეს ლელა რა ყოფილა, , გააგრძელეთ
21. კარგი იყო...ია-ია გაბსაკუთრებით მომეწონა...:) კარგი იყო...ია-ია გაბსაკუთრებით მომეწონა...:)
20. მადლობა ყველას... მიხარია თუ გესიამოვნათ. :) :) :) მადლობა ყველას... მიხარია თუ გესიამოვნათ. :) :) :)
19. ძალიან-ძალიან-ძალიან ვისიამოვნე :) არაჩვეულებრივია!!!!!!!
ჩემგან +777777777 ძალიან-ძალიან-ძალიან ვისიამოვნე :) არაჩვეულებრივია!!!!!!!
ჩემგან +777777777
18. ვა რა კარგები ხართ სამივე!თქვენ გაიხარეთ,მესიამოვნა. ვა რა კარგები ხართ სამივე!თქვენ გაიხარეთ,მესიამოვნა.
17. რავიცი, ასე მომინდა რატომღაც...
რავიცი, ასე მომინდა რატომღაც...
16. რატომ არ ფასდება? :( რატომ არ ფასდება? :(
14. გაიხარეთ :) :-* გაიხარეთ :) :-*
13. ხო, რავიცი აბა... :) იმის მერე ექსპრომტებს ვიგონებდი და ვიგონებდი... თან ვუსმენდი პოეტებს როგორ უწერენ მალ-მალე ერთმანეთს კაფიებს და იმის მიხედვით მეც ვადგენდი ხოლმე ჩემებურად რითმებს! :) გამომივიდა თუ არა, ეს მკითხველმა შეაფასოს. ;) ხო, რავიცი აბა... :) იმის მერე ექსპრომტებს ვიგონებდი და ვიგონებდი... თან ვუსმენდი პოეტებს როგორ უწერენ მალ-მალე ერთმანეთს კაფიებს და იმის მიხედვით მეც ვადგენდი ხოლმე ჩემებურად რითმებს! :) გამომივიდა თუ არა, ეს მკითხველმა შეაფასოს. ;)
12. დახვეწილხაარ ოთარ!:) ფორუმზე ჩვენს კაფიებს აონთან გადავხედე,ვიხალისე. აშკარად წინსვლა იგრძნობა რითმაში! დახვეწილხაარ ოთარ!:) ფორუმზე ჩვენს კაფიებს აონთან გადავხედე,ვიხალისე. აშკარად წინსვლა იგრძნობა რითმაში!
11. უჰ, კარგი იყო ამ დილით ეს ლექსი, ოთარო. შეფასების საშუალებაც მოგეცა, რა იქნებოდა... გაიხარეთ სამივემ... გულიანია, შენეული აშკარად უჰ, კარგი იყო ამ დილით ეს ლექსი, ოთარო. შეფასების საშუალებაც მოგეცა, რა იქნებოდა... გაიხარეთ სამივემ... გულიანია, შენეული აშკარად
10. იცოცხლეთ ადამიანნო, მადლობას გიხდით გულითა... სიკვდიმდე გვევლოს სუყველას სიკეთით, სიყვარულითა... ცოდვები მოგვენანიოს, გვეცხოვროს სინანულითა!!! ;) ;) ;) :) :) :) იცოცხლეთ ადამიანნო, მადლობას გიხდით გულითა... სიკვდიმდე გვევლოს სუყველას სიკეთით, სიყვარულითა... ცოდვები მოგვენანიოს, გვეცხოვროს სინანულითა!!! ;) ;) ;) :) :) :)
9. რა კაფიები მოსულა, კარგად სთქვით შენც და ლელამაც, ჯაგიდან თავი გამოყო სასმენად ლურჯმა მელამაც, ორი შაირი რას ქვია აბა დაწერეთ ყველამა...:);) რა კაფიები მოსულა, კარგად სთქვით შენც და ლელამაც, ჯაგიდან თავი გამოყო სასმენად ლურჯმა მელამაც, ორი შაირი რას ქვია აბა დაწერეთ ყველამა...:);)
8. ჭაღარა ჭკუის საზომი, ან არსის ბიჭო, ანარა... როგორ დაგტოვო ოთარი, ორი შაირისამარა...;) ჭაღარა ჭკუის საზომი, ან არსის ბიჭო, ანარა... როგორ დაგტოვო ოთარი, ორი შაირისამარა...;)
7. 555 კარგებია და კარგები ხართ! 555 კარგებია და კარგები ხართ!
6. გაგიმარჯოთ სამთავეს გაგიმარჯოთ სამთავეს
5. ბოდიშს ვიხდი, შემეშალა... უკვე შევასწორე. მადლობთ ქალბატონო ნინო შეხსენებისათვის. ბოდიშს ვიხდი, შემეშალა... უკვე შევასწორე. მადლობთ ქალბატონო ნინო შეხსენებისათვის.
4. შესანიშნავია:) მაგრამ...მჯერა, ვაჟასი არ იყოს ``გულს ვერ გაგიტეხს ჭაღარა``
ეგ აკაკის სიტყვებია, რადა სწამებთ ვაჟასა? შესანიშნავია:) მაგრამ...მჯერა, ვაჟასი არ იყოს ``გულს ვერ გაგიტეხს ჭაღარა``
ეგ აკაკის სიტყვებია, რადა სწამებთ ვაჟასა?
2. ჩემი მეგობარი ოთარი :)
საყვარელი ია-ია და ლელა...მიყვარხართთთთთ
ოთარ +2 :) ჩემი მეგობარი ოთარი :)
საყვარელი ია-ია და ლელა...მიყვარხართთთთთ
ოთარ +2 :)
1. :) ჰმმ... ამას კი არ ველოდიი!!! :D მადლობთ :) :-* :) ჰმმ... ამას კი არ ველოდიი!!! :D მადლობთ :) :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|