ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: იუმორისტული
28 ოქტომბერი, 2010


"ყველაფერი ტყუილი"ას პაროდია-"ყველაფერი მართალია,ანუ მთელ ურაკპარაკს"(თითქმის...;) )

( არამითი777)
"თახვი-სკოლის დარაჯი,
ხანჯალს მალავს ქამარში,"
მელაკუდამ გაცვალა
ფარშევანგი მამალში,
ბულბული სვამს ყავას და
გოგლიმოგლს ჭამს ყვავიო,
წეროს უყვარს კურდღელი,
სულ დაკარგა თავიო,
ჭიანჭველა ქურდად ზის
და ჟირაფით თარეშობს,
მის კისერზე იპოვა
გრძელი საპირფარეშო,
თურმე კოჭლი აქლემი
მეფეთმეფედ დანიშნეს,
ლომს შეაჭრეს ფაფარი,
გასვლა თვალით ანიშნეს,
ზღარბი პარიკმახერთან
მიდის თურმე ვირითა,
თმაც შეიჭრა და სუფთად
გაიპარსა პირი და
ახლა ხვდება საცოლეს,
მშვენიერი გველია,
გადაგვარდა ქვეყანა
დელი-დელი-დელია!
ზვიგენსა სცემს ჭიჭყინა,
თაგვი კატას აშინებს,
ამოქოქავს ნიანგი
თავის კატერ-მაშინას,
სპილო დაციგურაობს
ყინულზე და ხორთუმი
აქვს ხმალივით გაწვდილი,
და მარწყვებით მორთული,
რწყილს შეაჯდა აქლემი,
უდაბნოში მიჰქრიან,
მგელი შველმა მონათლა
და დაარქვეს ფიქრია,
მომღერალი ბულბული
ყვავის ხმაზე ყრანტალებს,
ბეჰემოტი გუბეში
წეროსავით ტანტალებს,
ბეღურა ზის არწივზე,
მტრედი ქორებს აჭენებს,
ირემი სჭამს კოცონთან
მწვადის მსუქან ნაჭ(ე)რებს,
მგელი ბალახს მიირთმევს,
გაეღუნა კბილია,
ბატკანი სწვავს ხბოს მწვადებს,
ძროხა კმაყოფილია,
მელაკუდა გათხოვდა,
მამალი ყავს ქმარია,
ყვავი მღერის სინაზით
ავე-ავე მარია!
აბა მეტი რა გითხრათ,
აბა რით გაგახაროთ,
დახრულია ზეცა და
დახეულა სამყარო,
სპილოც დასვეს კვერცხებზე,
დათვიც გახდა მღვდელიო,
ესეც აბდა-უბდა და
დელი-დელი-დელია...


                         
"მაზოხისტი"და"ბათუმი,ლექსების გამოფენა 2010"(პაროდიის პაროდია;) )
მიყვარს შუშა მწვანილი,
მოშრიალე კიტრები,
წელში გამოყვანილი
მოჭინჭრული სვიტრები,
ბანაობა მჟავაში
და ნიანგის დევნანი,
შიგ ტუჩებში პითონის
ნაზი კოცნა ხვევნანი,
თვალში სარის შესობა
ღმერთო!ო რა კარგია,
მცემდეს უმრავლესობა,
ზურგზე ტონა ბარგია.
მიდის მატარებელი,
აბა დელი,დელია,
ოფლიანი ნასკები
სიყვარულის მთქმელია,
ზოგმა კუპე დაიპყრო,
ზოგს ხვდა წილად პლაცკარტი,
ბავშვებს ცხვირზე უჭერენ
წითელტარა პლასკაგუბცს,
სიყვარულით ფეხის თითს
კბენს ვიღაცა ქალიო,
ნიკას მოაქვს არაყი
ოფლის სუნში დალიეს,
მშვიდად დაეძინებათ,
დილაზე კი ბათუმი
დაუხვდებათ მასპინძლად
ხაჭაპურით ქართულით.
შეიკრიფა ურაკი,
იქვე ლიტ.ჯეც ერია
და ბათუმის ბულვარში
მყრალ სიმღერებს მღერიან,
ზოგი პარიკმახელთან
მიდის სარფულ ვირითა,
შეიკრიჭეს თმები და
გაიპარსეს პირი და
დაივარცხნეს ზღარბით და
გადიკეცეს საყელო,
არამითი ყიდულობს
მწვადად ღორის ნაყელურს,
ზვიგენსა სცემს ჭიჭყინა,
ჭიჭყინაა როიო,
ზვიგენია ადოლფი
გაიმართა ბოიო,
ბრძოლას მსაჯობს ველური,
ლელასთან ზის მინდია,
დაკარგულა ლალი და
შატილში კი ბინდია,
ჩაქუჩს მისდევს ლურსმანი,
გავროშა კი დადიანს,
ის-მერალდა დასცინის
კვაზის,თვალებდარდიანს,
ფლეში იცვლის ნაბიჯებს
ნუცის გვერძე მალიმალ,
სპილო ღიმილს აბიჯებს,
კომედია_მარი მარს
მოახვიეს მხრებზე და
ლაას წააკრეს კა_ნტი-ა,
მეკალმეს მოაგლიჯეს
ლურჯ-წით.პატრულ-ბანტია,
ლაცაბიძე დაეძებს
ბუჩქში მთავარ ბასიაკს,
სალვადორი და აჩი
აკეთებენ კასიაკს,
ლაცაბიძეს გონია
არის ლოთიც,გენიაც,
სცდება,რადგან გენია
ადოლფა და გენრია,
კიდევ ორი,სამი სხვა,
არა მთელი ურაკი,
თვითკმაყოფილ "გენიოსს"
ეწოდება დურაკი,
ზოგი პედარასტია,
ზოგი ლესბოსელია,
მაგრამ მაინც სიმღერებს
გულში ლექსად მღერიან,
არის ილტოს ხეობის
კაცი (შატილიონი)
და დაისთან კამათი
მას ჰგონია იოლი,
ასე ებრძვის უაზროდ
დებორებს და დაისებს,
მოპოეტო ნატუ-რა,
არ აქვს სიდარბაისლე,
რებეკა და ბეკეკა,
ქეთ და ნუკი დეიზი,
ჰარირამა,ბუკია,
არის პროზის მეისრე,
ბარბი,ფოფი,ფაფა და
სერგეი და ნათია,
როცა გინდა შეხვიდე
ბათუმელი ანთია,
ჭაში თავი დაიხრჩო
მოპოეტო ნატურამ,
ყალიჩავას და თეას
ანთებთ მუზის ნათურა,
ქარში მელოდია ჟღერს,
ეტრფის სოლეს ოთარი,
ბუჩქებში მიყუჟული
(გრიგოლ)-ია მოვთვალე,
ზოგი ნიავქარია,
ზოგი ნიავწანწალა,
სალო,მარი-მარია
დაიშლიან ნაწნავებს,
ვინ რას რისთვის ქადაგებს?
ანდა ვის რა ხოში აქვს?
ებრალიკო მოიტანს
ხვალ იუმორს ხოშიანს,
თენგიზი და ჯემალა,
იუმორი გენური,
ადოლფს გადა-ემა-ლა
კრიტიკოსი(,) ველური.
ამბობენ რომ ცეკვავენ:_
ეკა,ლილიტ,ლილია
და ბათუმის ბულვარზე
ყველა კმაყოფილია,
შევეხები სკაბრეზისტ
ძია ომარ ხალიანს,
დადის ნიკი აბრეზით
და ჩვენი რა ბრალია?
ვისაც არ მოგეწონათ,
მოგერიათ ბრაზია,
ლიკა ლიკანს მოგართმევთ
ცივცივსა და გაზიანს,
აბა კარგად,წავედი!
არ ჩამაგდოთ შავ დღეში,
მოლოდინი მაქვს დროსი
და შევხვდებით სამ დღეში...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები