ჩამოშლილი გუმბათი ჟამისწერამ ინება, ყრუ და მიუსაფარი აჩრდილები ღელავენ, და ნახევრად დაკაწრულ ფრესკას ჩაეძინება, დასეტყვილი ქარები იებს გადათელავენ. შუაღამე ლიტიას ემოსება მშვიდობა, უგუმბათო საყდარში ზეცა ცრემლად იღვრება, მახსენდება ადამთან ევას ჩუმი წინდობა, მერე გველის მხარეზე მათი გადაბირება. ედემისკენ ბილიკი მივიწყებამ დაფარა, გუმბათი კი კლდის ქიმზე საცოდავად ქანაობს, ახლა ისე ახლოა ოპიზა და საფარა, დაფიქრება დიდი ხნით არ მინდება ამაო. გადავივლი საფლავებს, გადახეთქილ ლოდებად, მერე მასთან მიმიყვანს ჩვილი ბავშვის ქვაჯვარი, იასამანს დავდებ და გული ისე ღონდება, როცა დამენანება ცის და მიწის ნაჯვარი. ჩამოშლილი გუმბათი მახსენდება ჭრილობად, ტვინში ჩამისახლდება წარღვნამდელი ქაოსი, უკვდავებას მივეცი, მახსოვს სადღაც პირობა, ძვლებს მიმტვრევდა ყურება ჩემი სასაფლაოსი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. უკვდავებას მივეცი, მახსოვს სადღაც პირობა, ძვლებს მიმტვრევდა ყურება ჩემი სასაფლაოსი...
ყველაზე უფრო მშვიდ გვერდს მივაგენი თქვენი სახით და ყოველ საღამოს, ძილის წინ, თითო ლექსს წავიკითხავ....... უფალმა გაგვაძლიეროს............ 5. უკვდავებას მივეცი, მახსოვს სადღაც პირობა, ძვლებს მიმტვრევდა ყურება ჩემი სასაფლაოსი...
ყველაზე უფრო მშვიდ გვერდს მივაგენი თქვენი სახით და ყოველ საღამოს, ძილის წინ, თითო ლექსს წავიკითხავ....... უფალმა გაგვაძლიეროს............ 5.
22. ჩამოშლილი გუმბათი მახსენდება ჭრილობად...
ჩამოშლილი გუმბათი მახსენდება ჭრილობად...
20. :) ამ დილით სიმშვიდემ გამათბო. :) ამ დილით სიმშვიდემ გამათბო.
18. მიყვარს თქვენი პოეზია! :) მოგიკითხეთ სიყვარულით და პატივისცემით :) მიყვარს თქვენი პოეზია! :) მოგიკითხეთ სიყვარულით და პატივისცემით :)
17. მოეწონა კვაზი უმახინჯესს ეს ლექსი +უსასრულობა ;) მოეწონა კვაზი უმახინჯესს ეს ლექსი +უსასრულობა ;)
15. გამართული...მადლიანი ლექსი...5 გამართული...მადლიანი ლექსი...5
13. zalian lamazia:) zalian lamazia:)
12. ჩამოშლილი გუმბათი მახსენდება ჭრილობად
უკვდავებას მივეცი, მახსოვს სადღაც პირობა
შეგეწიოთ უფალი და შეგასრულებინოთ პირობა. ღრმად აზრიანი და მადლით გაჯერებული სტრქიონებია მარტივა გადმოცემული
ჩამოშლილი გუმბათი მახსენდება ჭრილობად
უკვდავებას მივეცი, მახსოვს სადღაც პირობა
შეგეწიოთ უფალი და შეგასრულებინოთ პირობა. ღრმად აზრიანი და მადლით გაჯერებული სტრქიონებია მარტივა გადმოცემული
11. ქაოსი და სასაფლაოსის გარითმვას მაინც მოერიდეთ, ამობრუნდა ბატონი ტერენტი კვირკველია საფლავში.. :) ეს ჩვეულებრივი მეოცე საუკუნიოს შედარებით ცუდი გადამღერებაა.. არნახული პათეტიკით.. მე ვერც გამაჟრიალა და ვერც ძვლებში დამიარა.. სხვა რამეა რა ვაფშეტა (ჩემთვის) პოეზია...
დაფიქრება დიდი ხნით არ მინდება ამაო.
ასე არ გამოვა.. გაუმართავი ქართულია ეს :)
დასეტყვილი ქარები იებს გადათელავენ.
ეს აფსურდია.. :)
ქაოსი და სასაფლაოსის გარითმვას მაინც მოერიდეთ, ამობრუნდა ბატონი ტერენტი კვირკველია საფლავში.. :) ეს ჩვეულებრივი მეოცე საუკუნიოს შედარებით ცუდი გადამღერებაა.. არნახული პათეტიკით.. მე ვერც გამაჟრიალა და ვერც ძვლებში დამიარა.. სხვა რამეა რა ვაფშეტა (ჩემთვის) პოეზია...
დაფიქრება დიდი ხნით არ მინდება ამაო.
ასე არ გამოვა.. გაუმართავი ქართულია ეს :)
დასეტყვილი ქარები იებს გადათელავენ.
ეს აფსურდია.. :)
10. მომწონს ძალიან მამაო თქვენი ნაწერები. მომწონს ძალიან მამაო თქვენი ნაწერები.
9. ძალიან მომეწონა! +5!!! ძალიან მომეწონა! +5!!!
8. უგუმბათო საყდარში ზეცა ცრემლად იღვრება, მახსენდება ადამთან ევას ჩუმი წინდობა, მერე გველის მხარეზე მათი გადაბირება.
იასამანს დავდებ და გული ისე ღონდება, როცა დამენანება ცის და მიწის ნაჯვარი. * * * გულისა და გონების ნაჯვარი 555+++
უგუმბათო საყდარში ზეცა ცრემლად იღვრება, მახსენდება ადამთან ევას ჩუმი წინდობა, მერე გველის მხარეზე მათი გადაბირება.
იასამანს დავდებ და გული ისე ღონდება, როცა დამენანება ცის და მიწის ნაჯვარი. * * * გულისა და გონების ნაჯვარი 555+++
7. წარმატებები უცნობ მეგობარს + + + წარმატებები უცნობ მეგობარს + + +
6. გილოცავთ დღევანდელ დღეს მამაო! ულამაზესი ლექსია! გაიხარეთ!
გადავივლი საფლავებს, გადახეთქილ ლოდებად, მერე მასთან მიმიყვანს ჩვილი ბავშვის ქვაჯვარი, იასამანს დავდებ და გული ისე ღონდება, როცა დამენანება ცის და მიწის ნაჯვარი. გილოცავთ დღევანდელ დღეს მამაო! ულამაზესი ლექსია! გაიხარეთ!
გადავივლი საფლავებს, გადახეთქილ ლოდებად, მერე მასთან მიმიყვანს ჩვილი ბავშვის ქვაჯვარი, იასამანს დავდებ და გული ისე ღონდება, როცა დამენანება ცის და მიწის ნაჯვარი.
5. გილოცავთ დღევანდელ დღეს... საოცარი სტრიქონებია...
+5
შუაღამე ლიტიას ემოსება მშვიდობა, უგუმბათო საყდარში ზეცა ცრემლად იღვრება, მახსენდება ადამთან ევას ჩუმი წინდობა, მერე გველის მხარეზე მათი გადაბირება. გილოცავთ დღევანდელ დღეს... საოცარი სტრიქონებია...
+5
შუაღამე ლიტიას ემოსება მშვიდობა, უგუმბათო საყდარში ზეცა ცრემლად იღვრება, მახსენდება ადამთან ევას ჩუმი წინდობა, მერე გველის მხარეზე მათი გადაბირება.
4. ძალიან კარგი ლექსია მამაო!უდაოდ ემოციური და საოცარი შინაარსით.
დღევანდელ დღეს გილოცავთ,შეგეწიოთ 100 000 მოწამის ძალა და მადლი. ძალიან კარგი ლექსია მამაო!უდაოდ ემოციური და საოცარი შინაარსით.
დღევანდელ დღეს გილოცავთ,შეგეწიოთ 100 000 მოწამის ძალა და მადლი.
3. ედემისკენ ბილიკი მივიწყებამ დაფარა, გუმბათი კი კლდის ქიმზე საცოდავად ქანაობს, ახლა ისე ახლოა ოპიზა და საფარა, დაფიქრება დიდი ხნით არ მინდება ამაო.
იშვიათი მუხტის მატარებელი ლექსია... იშვიათი. ედემისკენ ბილიკი მივიწყებამ დაფარა, გუმბათი კი კლდის ქიმზე საცოდავად ქანაობს, ახლა ისე ახლოა ოპიზა და საფარა, დაფიქრება დიდი ხნით არ მინდება ამაო.
იშვიათი მუხტის მატარებელი ლექსია... იშვიათი.
2. საოცარი ლექსია! თქვენ პოეტი ხართ მამა პეტრე! 55555555555555555555555555555555 საოცარი ლექსია! თქვენ პოეტი ხართ მამა პეტრე! 55555555555555555555555555555555
1. საოცარი სტრიქონებია...მოხიბლული ვარ. საოცარი სტრიქონებია...მოხიბლული ვარ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|