ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ნოემბერი, 2010


"ცრემლი და აყიყი"

        ავტორი - ფარვინა ეთესამი
        პოეზიის საღამოზე წაიკითხა ნასერ გუგუნანმა.


        ერთ დილას ობოლის თვალიდან ცრემლი ჩამოვარდა. ბევრი იწვალა – ხან სწრაფად, ხან ნელა მოგორავდა, ხან გაბრწყინდა, ხან ჩაქრა, ხან დაიმალა, ხან გამოჩნდა. ბოლოს მიწის კალთაზე დავარდა, გზად აყიყი შემოხვდა. ჰკითხა: – ჰეი, ვინ ხარ და რას წარმოადგენ? მან უპასუხა: – სად მე და სად შენ?
        – მე ძვირფასი ქვა ვარ და შენ ერთი უბრალო წყლის წვეთი. ქვეყნის შექმნის დღიდან წმიდა ვარ და შენ ცოდვილი. არ დამეგობრდებიან ღარიბი და მდიდარი. ვერ იამხანაგებენ ბედნიერი და უბედური. ცრემლს გაეცინა და უთხრა: – ზურგს ნუ შემაქცევ, უმიზეზოდ არ უნდა იბრუნო პირი ხალხისგან. უფალმა თითოეულ ქმნილებას რაღაც ხელოვნება და სარგებელი მისცა.
        ცრემლმა თქვა: – მე გულის საგანძურის ბრჭყვიალა ქვა ვარ. თავისუფალი ვარ კლიტისა და გასაღებისაგან. ადრე უჩინარი გულის ფარდის უკან ვიყავი. ბედის ბორბალის ტრიალმა ფარდა გადასწია და გამოვჩნდი. ქარმა ბედი გამტაცა და შენ ბედნიერება მოგანიჭა. მე გულიდან თვალამდე მიმგზავრია და ასეთი ძნელი მგზავრობა ყველას არ შეუძლია.
        ამოოხვრის ცეცხლმა გამადნო, გაგიგია ასეთი რამ ცეცხლისაგან წყალი ჩნდებოდეს?
        ჩემი ბრჭყვიალი შენსაზე მეტია, თუმცა გარეგნობით შენ წითელი ხარ, მე თეთრი.
        ჩემი ფერი გულის გამოა ასეთი და ჩემი ბრჭყვიალიც გულისგანაა.
        საიდუმლო იმაშია, რომ დუნიამ ჩვენ გაგვყიდა და თქვენ შეგისყიდათ.
        ნეტა ბედს ჩემი თავიც შენსავით დაეფასებინა. ნეტა ჩემი თავი აერჩია შენსავით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები