ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: akaki-2
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2008


შეწყვიტეთ ომი!!!

სისხლის ცრემლები
მიწას ასველებს.
ქართველი დედა
შვილს ვერ ასვენებს.
-- ბედმა ერთმანეთს
რატომ გაგვყარა,
მამამ საფლავი
უკვე გათხარა.
შენს ჩასაცმელებს
დასტირის დედა,
გული მიკვდება
და მგუდავს სევდა.

შ ე წ ყ ვ ი  ტ ე თ  ო მ ი!!!
არ გვინდა სისიხლი!
და თუკი ვინმე
დღეს ტყვიას ისვრის,
დაე, მე ვიყო
ყველეს ზვარაკი.
ასე დასრულდეს
წმინდა არაკი.
მშვიდობისათვის
მოვფრინავ მტრედი,
ვმღერი, ვით მღერის
სიმღერას გედი.
მეტს ვერას გეტყვი
მამულო ჩემო,
აჰა, ჩემს სისხლსაც
უსინჯე გემო!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს