ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2010


გიჟი აგვისტო

ცხელი ზაფხული, ტალღები თბილი,
შეზლუნგი, პლავკა, ღამის ბარები.
ცხელი საზამთრო, არაყი-გრილი,
თეთრი თუ შავი, უცხო ქალები.

ცეკვა და ოფლი, თეთრი ზეწარი,
სცენა და ოფლი, ლუდის კასრები,
მთვარესაც ცხელა, ისიც მზე არის!
პლაჯზე და წყალზე სექსის ასლები.

სასტუმრო, ვილლა, კარავში გრილა,
მწვადის შამფურზე იწვება გული..
ტრუსებში მუდამ შავ-თეთრი სილა,
ძველ სხეულებში ახალი სული..

გიჯი აგვისტო აღარ იღლება,
იზრდება ირგვლივ ტირისტთა კლანი-
ტონობით ლუდი შარვლიდან იღვრება,
მე კი ჰამაკში, ტუჩებში-პლანი.

გიჯი აგვისტოს საღამო თბილი,
ოთახი მცირე, საწოლი ორი,
ვატყობ მეღირსა სიმსვიდე ტკბილი
-გამოვიცვლი და შემოდი sorry..

ურეკი-გზაზე კოლონა ხალხის,
მაგრამ მარტო ვართ, არ გვინდა ტაში,
სეირნობაში ფარული ვნება,
"atviortka" კი გრძნობებს აწვება.

შავი თმა გრძელი,მაღალი ქუსლი,
მთლიანი, მოკლე, კაბა წინწკლებით,
წითელმა ბაფთამ გამავლო მუსრი
და და მოფერებას ვაქებ წიგნებით.

თითები ზურგზე, შრიალებს ტალღა,
ტუჩი და ტუჩი, გავარდა მეხი
და როგორც ცვარი, სხეული გალღვა,
ბანჯგვლიან ფეხთან-შიშველი ფეხი.

დამშვიდდა ტალღა, სუნთქვა წყნარდება,
ერთ გულზე ზემოდან მეორე ტოკავს,
ქვიშაზე ოფლის წვეთი მთავრდება,
ზღვა კი სველ ფეხებს ძაღლივით ლოკავს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს