ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2010


"მე ლექსებს არ ვწერ,ლექსი თვითონ ... "

"მე ლექსებს არ ვწერ,ლექსი თვითონ ... " ისიც აღარ მწერს...
დარჩნენ ფურცლებიც, სითეთრეში დამდნარ ფიფქებად.
ყელზე ზამთარი გამოვიბი, როგორც თავშალი.
გარდავისახე?! ესეც ალბათ, გვიან იქნება.

დამიგვიანდა, სულში სადღაც, თავის მიგნება.
დამიმარტოვეს ფიქრებმა და ვფიქრობ იქნებ არც.
თუ ყველაფერი ქვეყნად წუთით გარდაიქმნება,
იმ ერთი წუთით დავუბრუნებ ლექსებს ღირსებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები