ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2010


ნუ გეგონება

ნუ გეგონება, რომ დაგივიწყე,
ფიქრები ფიქრზე ადრე მოდიან.
ასეთი წმინდა და საყვარელი
მენატრებოდე, ძნელი როდია.

ამ მონატრების მწუხარე ტალღებს
სანაპიროსთან ნეტავ რა მოაქვს?...
გამორიყული გრძნობა გულისა
ფურცლის ხაზებზე კალამს გადმოაქვს.

ფერად ნიჟარებს ვიღაცა ითვლის,
გრძნობას ვერ ამჩნევს - დასანანია,…
მარილიანი ცრემლები ზღვაში
ხომ სიყვარულის ან-ბან-განია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები