 | ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 დეკემბერი, 2010 |
ზუსტად ერთი წელი გავიდა მის შემდეგ,რაც გიორგი ბერიაშვილს ორი მეგობარი გარდაეცვალა.2018წელია.გაზაფხული.გიორგი ციხეშია გამომწყვდეული ბნელ კარცერში,რადგან კონფლიქტი მოუვიდა სხვა პატიმრებთან.დღეს იგი გამოდის ბნელეთიდან. გაისმა მცველის ხმა,რომელმაც კარები გააღო... …ციხის ეზოში პატიმრებს მოუყრიათ თავი.ზოგი კალათბურთს თამაშობდა,ზოგი ძველი ტელევიზორის გარშემო იყვნენ შემომსხდარი,რომელიც მხოლოდ საინფორმაციო ამბებს აჩვენებდა. ზოგი,შედარებით მოხუცნი წიგნებს კითხულობდნენ სუფთა ჰაერზე.შენობის კუთხეში კი სამი ბანდიტი რაღაცას ჩურჩულებდა,თან გიორგის უყურებდნენ შორიდან. ტელევიზორში საუბრობდნენ მოსალოდნელ ომზე.რუსეთი დაემუქრა ამერიკას ბიო იარაღის გამოყენებაზე,რომელსაც მთელი 40 წელი მალავდა. ამ იარაღს შეეძლო 2000 კილომეტრის რადიუსზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის დაავადება,რაც ნელ და მტანჯველ სიკვდილს იწვევდა.შემდეგ აჩვენებდნენ რუსეთის წარმომადგენლებს,რომლებიც ამტკიცებდნენ ამ სიტყვების სიცრუეს. ...გიორგის წვერი გაეზარდა დიდი დროის გატარების შემდეგ,კარცერში,იგი მხოლოდ თავის ოჯახზე,მეგობრებზე ფიქრობდა თან გირებს წევდა,რათა ფორმაში ჩამდგარიყო.პოლიციამ გამაოცხადა,რომ საჭმლის ჭამის დრო იყო. ყველა პატიმარი მწკრივში ჩამდგარიყო და თავიანთ საჭმლის კუთვნილ წილს ელოდა. ერთ მაგიდასთან კი ავაზაკის მზერით იყურებდა სამი ადამიანი,რომლებიც გიორგის კარგი ხანია აკვირდებიან. -გეუბნები ისაა,ერთ-ერთი ძმაკაცია იმ მსუქანის.ამის გამო დავკარგეთ სამუშაო,ამის შაიკა რომ არა,არ მოგვიწევდა ისევ ყაჩაღობა და ვიქნებოდით მშვენივრად მისტერ ბერდიასთან.ახლა კი ამ ოთხ კედელ შუა ვართ გამომწყვდეული -მე დარწმულებული არ ვარ,მაგრამ მგონი მართლა ისაა,ლაშა მიდი და შეალამაზე. ლაშა მესამე ბანდითი იყო,რომელსაც ტვინთან ცოტა პრობლემები ჰქონდა,მაგრამ ყველაზე ღონიერი იყო სამში. ...ლაშა მაგიდასთან მივიდა და გიორგის თეფში გადაუგდო,რომელშიც საჭმელი იყო. გიორგი:პრობლემები არ მინდა... ლაშა:პრობლემა შენ ხარ. დაასრულა თუარა ლაშამ,ტარანივით ხელი უთავაზა ბეროს სახეში,გიორგიც იატაკზე გაწვა.ნელ ნელა დგებოდა გიორგი და ორიოდე წამში მაგიდაზე დარჩენილ დანასა და ჩანგალს მოკრა თვალი.მან სწრაფად აიღო ორივე ნივთი ხელში.სანამ ლაშა აზრზე მოვიდოდა,მას ფეხის არტერიაში უკვე დანა ჰქონდა გათხრილი და ჩანგალის ოთხმა წვეტმა ყელის კანი გახლიჩა.შემდეგ ფეხი მიარტყა არტერიაში შერჭობილ დანას და ბოლომდე შეუსრიალა.ერთ წუთში დევი ძირს ეგდო და ხვნეშოდა,ბერო კი გაშეშებული იდგა და არ ინძრეოდა.იგი არ იყო ასეთი დაუნდობელი,გარეთ შემტევს ასე სასტიკად არ მოექცეოდა,მაგრამ მას ყელში ქონდა ამოსული ცხოვრების ყოფა.წარუმატებელ კარიერას დაემატა მეგობრების სიკვდილი და ამ ციხემ კი სიგიჟის ზღვარზე მიიყვანა გიორგი.დაცვამ ფეხებში ჩაკეცა პატიმარი და ისევ კარცერისკენ წაიყვანეს.სიბნელეში შეაგდეს...ცოტა ხანში საჭმელი შეუგდეს და ისევ მისცეს თავისუფლება დამოუკიდებელ ორი მეტრის რადიუსში. დაღლილი ბერო ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე,ამით ცდილობდა რომ მისი გონება სიგიჟის სამფლობელოში არ შესულიყო,რაღაცით თავი უნდა გაერთო. მან გაიხსენა ბავშვობა...უზრუნველი ბავშვობა.მეგობრებთან ერთად გატარებული ბევრი,კარგი დრო.იხსენებდა როგორ ჩხუბობდნენ ერთმანეთში და სხვებთან.ახლა მისი მეგობრები შორს იყვნენ.გაიხსენა მისი ოჯახი,რომელიც საზღვარგარეთ იყო,მას ენატრებოდა მისი წევრები.ისინიც შორს იყვნენ.გაიხსენა უნივერსიტეტის წლები,ბევრი გართობა,მაგრამ ბევრი სწავლაც.მას ის ნასწავლი არ დაუფასეს და არ გაუმართლდა იმედები.იმის მიუხედავად,რომ გიორგი მექალთანე იყო,მასაც ყვარებია ოდეზღაც.ყვარებია წრფელი გულით,მაგრამ რა?არც ამაში გაუმართლა უცნაურ დამნაშავეს ცხოვრების წინაშე.გიორგი ზიზღით ივსებოდა ადამიანების მიმართ ამ ფიქრების დროს.იგი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის,რომ ყოფილიყო კარგი ადამიანი და არა ანგარებით,არამედ ბუნებრივად,თუმცა რა მოუტანა ამან გიორგის?მხოლოდ წვალება და ტანჯვა.იქნებ ხანდახან ჯობია დავარდნილი არ ააყენო და შენ გზაზე გაიარო,იქნებ ჯობია კარი არ გაუღო იმას,ვინც საჭიროებს ამას.იმ წამს გიორგის რომ შეძლებოდა მთელ კაცობრიობას ამოჟლეტდა.გიორგი ვეღარ ხვდებოდა თავში ფიქრობდა იგი თუ ხმამაღლა საუბრობდა. გიორგი: არა,მე აქ ვერ გავჩერდები,არა.რისთვის უნდა გავჩერდე,გარეთ გავალ და რა?არავინ დამხვდება ზუკას გარდა.აქ მე აღარაფერი მაკავებს.არ არსებობს სამართლიანობა,არ არსებობს სიყვარული,არ არსებობს სამართალი.აქედან გამომდინარე არ არსებობს ჭეშმარიტება და ყველაფერი დაშვებულია.ეს ცხოვრება უნდა გავთიშო.თუ არსებობს სხვა რამ გავიგებ,თუარადა ჯანდაბას აქ კარგს ვეღარაფერს ვნახავ... თითქოს ნიშანი მისცა უფალმა გიორგის...გაისმა ბომბის ხმა,მას მიყვა მეორე და მესამე,მიწა ზანზარებდა.გიორგის შეეშინდა,ეგონა რომ რაღაც არაამქვეყნიური ხდებოდა მის თავს,კარცერის ავტომატური კარი გაიღო.მან გაიხედა ეზოში და დაინახა პატიმრების ბრბო,რომლებიც ციხის დანგრეული კედლიდან გარბოდნენ.შემდეგ გაოცებულმა მაღლა აიხედა და დაინახა მფრინავების ბრძოლა,ისინი ერთმანეთს ჟლეტდენ ჰაერში და განადგურებული თვითმფრინავები მიწაზე ეცემოდნენ.გიორგიმ დანგრეული კედლისკენ გასწია და გაძრომა სცადა სხვა პატიმრებთან ერთად,როცა ზურგში ვიღაცამ ხელი მოკიდა და უკან დახია,ბერო მიწაზე დაეცა.მის მაღლა იდგა მეორე ბანდიტი,რომელსაც ხელში ქვა მოემარჯვა და სასროლად მოემზადა.გიორგი მალევე წამოდგა ფეხზე,მაგრამ ბანდიტმა მოასწრო და თავში ქვის ლოდი გაარტყა მას,თუმცა მასზე არ უმოქმედია ამ ტკივილს და შეუდგა მუშტების სროლას ბანდიტის სახეზე.გიორგის კვლავ რაღაც გიჟურმა გრძნობამ სძლია და ძირს მყობს ზემოდან დააჯდა,სახის დაბეჟვას აგრძელებდა.ოთხი წუთის შემდეგ,როცა ციხე თითქმის მთლიანად დაიცალა.გიორგი აზრზე მოვიდა და მანაც დატოვა საპყრობილე. ბერომ მთელი ძალა მოიკრიბა და გზა განაგრძო,თუმცა ისე ეხარჯებოდა ენერგია,როგორც მანქანას,რომელსაც ბენზინის ბაკი აქვს გახეული.გიორგიმ სახეზე სითბო იგრძნო,ხელი შეიხო სახეზე და სისხლიან ხელს შეხედა.იგი ნელ-ნელა დაენარცხა მიწას,ჯერ მუხლებით დადგა და მერე ფრთხილად დაწვა. ...სისხლისმღვრელი ბრძოლა გამართულიყო მთელ მსოფლიოში,რუსეთსა და ამერიკის შორის.მათ კი მთელი მსოფლიო ეხმარებოდა.ზოგი რუსეთს და ზოგი ამერიკას.ამერიკა ჯობნიდა რუსეთს,ამიტომაც რუსებმა გადაწყვიტეს ბიო იარაღის გაშვება ამერიკის დამხმარე ქვეყნებში.სამი ბიო იარაღი იყო გაშვებული რუსეთიდან. ერთი გაერთიანებულ სამეფოში,ერთი კანადაში და ერთი აღმოსავლეთ ევრობაში.ბიო იარაღი იყო ფრინავი კაფსულა,რომელსაც ადამიანი მართავდა,მისი განადგურება შეუძლებელი იყო.იგი 90% მიაღწევდა დანიშნულ მიზანს,თუ განსაკუთრებულ სტრატეგიას არ შეიმუშავებდი მის დასაგდებად.როცა კაფსულა მიზანს მიაღწევდა.მმართველს უნდა დეჭირა ღიალკისთვის,ან ავტომატურად 12საათში (გაშვების შემდეგ) აფეთქდებოდა და 2000 კილომეტრის რადიუსზე ყველაფერს გაანადგურებდა.ამ იარაღის სიძლიერე ის იყო,რომ მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელი იყო. ...ღამე იყო,თუმცა ცა ანათებდა წითლად.გიორგი უგონოდ ეგდო მთაწმინდის ტყეში.ცოტახანში მან თვალი თითქოს გაახილასავით და დაინახა ვიღაც მოკუზული ადამიანი მიათრევდა მას,მაგრამ ისევ გაითიშა თავგატეხილი. ...რამოდენიმე საათში გიორგის გაეღვიძა და ტყეში ეგდო თავშეხვეული.ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა.თავი უსკდებოდა.რამოდენიმე წამში რაღაც დიდი დაეცა მიწაზე და რამოდენიმე წუთს მოსრიალებდა. ...გიორგიმ არ იცოდა რა იყო ის დიდი რაღაც.გადაწყვიტა ახლოს მისულიყო.თან აფეთქებების ხმა არ ნელდებოდა... გიორგი მიუახლოვდა რაღაც კაფსულას და დათვალიერება დაუწყო,ცოტახანში გაიღო კარი,სადაც მფრინავი იჯდა,ხროტინით გამოვარდა და სული გასძვრა.გაოცებულმა დახედა მას და შემდეგ შიგნით კაბინაში შეიხედა.იქ ფურცელი აღმოაჩინა რომელზეც რუსულად ეწერა კაფსულის მართვის სტრუქტურა.გიორგი მიხვდა,რომ რამეს თუარ იზავდა მთლიანი საქართველო დაიფარებოდა ამ საშინელი ვირუსით.გიორგი ცოტა ხნის წინ გაბოროტებული იყო დედამიწის მოსახლეებზე,მაგრამ როცა დადგა ფაქტის წინაშე არ შეეძლო არ გაეკეთებინა რამე.თუკე ეს სისუსტეა,ესეიგი ბერო სუსტი ყოფილა... მან წაიკითხა ინსტრუქცია კაფსულის მართვის,იგი ჩქარობდა რადგან წამზომი უკვე ჩართული იყო კაბინაში.რამოდენიმე საათში იგი თვითონ აფეთქდებოდა. გიორგიმ დაბლა დაიხედა და გულში ბოდიში მოუხადა რაღაც არამქვეყნიურს,რათა უკმაყოფილო იყო თავისი ბედით.კაბინაში ჩაჯდა და ვირუსიანი სითხით სავსე მანქანა ჰაერისკენ აწია.როდესაც ახალი მოწყვეტილი იყო მოწას მან ტყეში ვიღაც შენიშნა,შავ ძონძებში ჩაცმული,თუმცა სახე ვერ დაინახა.მან იფიქრა ვინმე მათხოვარი იქნებაო. კაფსულა უკვე გასცდა ოზონის შრეს და კოსმოსში გავიდა,სადაც ვირუსს ძალა აღარ ქონდა.ხომალდი განელდა. გიორგიმ გაიღიმა და წითელ ღილაკს დააჭირა თითი. მას თვალ წინ მთელმა ცხოვრებას ჩაურბინა.
* * *
2018 წელი.დაიწყო ომი რუსეთსა და ამერიკას შორის.ომი არა პრეზიდენტებს შორის,არამედ მთელი რუსი და ამერიკის ერის შორის.ეს დაუნდობელი ბრძოლა ყველა ქვეყანას შეეხო,ცოტანმ მოახერხა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და ისიც დროებითი იყო.ჯარები ცალკე ეომებოდა ერთმანეთს,მოქალაქეები კი ცალკე.დაინგრა თითქმის ყველა საოცრება დედამიწაზე.რამოდენიმე საათში ის სამყარო,რომელიც ჩვენ ვიცოდით თავდაყირა დადგა.კოსმოსიდანაც კი შესამჩნევი იყო დედამიწაზე არსებული ქაოისი. ამერიკელების 500კაციანი ჯარი ჩამოვიდა საქართველოში რათა დაეცვათ ქართველი მოსახლეობა რუსებისგან.რუსებმა 800კაციანი რაზმი გამოუშვეს მძიმე ტექნიკით რათა ქართული მიწა დაეცვათ ამერიკელებისგან.არადა ორივეს უნდოდა ქართული მიწის მოკავშირეობა და ცდილობდა,რომ ეს ყველაფერი ძალის გამოუყენებლად მომხდარიყო. ...ერთი წელი და რამოდენიმე თვე გავიდა მის შემდეგ,რაც ზუკას მეგობრები,გიორგი და ტოგო გარდაიცვალნენ,ბერო კი ციხეშია.ზუკა მის ოჯახთან ერთად არის დამალული მიწისქვეშა სამალავში,სადაც საჭმლის ორმოცი წლის სამყოფი მარაგია 10კაცზე.აქ კიდევ მისი მეგობრების მეუღლეები,შვილები და მშობლები არიან.თვითონ კი მეუღლეს და თავის გოგოს ემშვიდობებოდა.რათა თვითონაც ჩართულიყო ბრძოლაში სამშობლოს დასაცავად. ზუკა:ნინი ყველაფერი კარგად იქნება,მალე ყველაფერი მორჩება. ძლივს აწყნარებდა ოჯახის უფროსი ცოლს.ცრემლიანს აკოცა... შემდეგ შვილს მოეფერა და მასაც უთხრა,რომ ყველაფერი კარგად იქნება.ყველას დაემშვიდობა და მაღლა ავიდა.ამოსასვლელი თავისი ეზოს გარეთ იყო.შევიდა თავის სახლში.საიდუმლო ითახი გააღო და აიღო იარაღები.ვერასდროს წარმოედგინა თუ ოდესმე ამ საკოლექციონერო იარაღებს გამოიყენებდა.ჩაიცვა სპეციალური ფორმა,რომელსაც ობობის ქსელი ქონდა შერეული.ის ძალიან მჩატე და გამძლე იყო.ზემოდან მაინც ცაიცვა ძცელებური ბრონი ჟილეტი,რადგან ჯიბეები ჭირდებოდა ტყვიებისთვისა და ასაფეთქებელი საშალებებისთვის.თავის გარაჟში შევიდა და ყველაზე ძვირად ღირებულ მანქანაზე დაბრძანდა.ჰამერ ლას 222.ტყვიაგაუმტარი,დახვეწილი დიზაინით,რომელიც წყალზეც მუშაობდა.ნებისმიერ 2010წლიან ტანკს აჯობებდა გამძლეობაში.მანქანაში ჩართო ელვის პრესლის Burning Love და მცხეთისკენ გაეშურა,მან იცოდა რომ იქ ამერიკელები უნდა შეხვედრილიყვნენ ქართველებს. ...ზუკა მიუახლოვდა მცხეთას და შორიდან დაინახა შავი კვამლი.მიხვდა,რომ ყველაფერი რიგზე არ იყო.დაუჩქარა და დაინახა როგორ ესროდნენ ერთმანეთს რუსები და ამერიკელები (მან ისინი ჩაცმულობით იცნო) შუაში კი ქართველები მოყვნენ ამ დაუნდობელ ამოჟლეტვას.მიწას ეტყობოდა,რომ ბრძოლა კარგა ხანია დაწყებულია.დანგრეულ ტექნიკას ცეცხლი ასდიოდა და ალაგ-ალაგ შავი ჭვარტლი ეტყობოდა მიწას მზის ფორმით,ასაფეთქებელი საშუალებებისგან.ზუკამ ორი ქართველი ჯარისკაცი დაინახა,რომლებიც მკვდარ მეობრებში იმალებოდნენ და იქიდან ისროდნენ.იგი თავისი მანქანით უახლოვდებოდა მათ,თან მანქანაში გააქტიურა ტყვიამფრქვევის რეჟიმი,მიუთითა მიზანი და ღილაკს დააჭირა.ცხრაასმა ტყვიამ იპოვა თავისი ბუნაგი.ზოგმა ამერიკელის და ზოგმაც რუსის ორგანიზმში.იარაღის ჯერი ზუკას მანქანასაც მიადგა.ზუკა მივიდა ქართველებთან,მანქანის უკანა კარი გააღო და უყვიროდა,რომ ჩამჯდარიყვნენ.ჯარისკაცები თავიდან შეყონდნენ,მაგრამ ბოლოს მაინც ჩაჯდნენ უცხოს მანქანაში.ზუკას ადგილიდან გაქცევის შემდეგ.უცხო ქვეყნის ჯარისკაცებმა კვლავ ერთმანეთს დაუშინეს. ზუკა:რა ხდება გამაგებინეთ! ჯარისკაცი1:ჩვენ ამერიკელებს უნდა შევხვედრილიყავით,უარის თქმა გვინდოდა კავშირზე,რადგან სურთ,რომ აქ ჩამოვიდნენ და აქედან აწარმოონ შეტევა რუსეთზე.მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა ეს ადგილი.ამასობაში რუსები მოვიდნენ და ცეცხლი გაგვიხსნეს.ქართველები წინა ხაზში ვიყავით და როდესაც შუაში მოვექციეთ ამერიკელები აღარ გვიცავდნენ.ერთ-ერთმა ჩვენმა ჯარისკაცმა გრანატა ესროლა ამერიკელებს,ვერ აიტანა,რომ სიმხდალე გამოიჩინეს მოკავშირეებმა.ჩვენ შუაში მოვექეცით და ორივე მხრიდან ცეცხლს ვიღებდით. ზუკა:ახლა რა იქნება? ჯარისკაცი2:პრეზიდენტი ბრძანებებს აღარ იძლევა,ამბობენ რომელიღაც ბუნკერში იმალებაო. ზუკა:ჩვენ რა ვქნათ,რა შეგვიძლია გავაკეთოთ?ასე ხელჩამოყრილები ხომ არ ვიქნებით,როგორმე უდნა დავიცვათ სამშობლო. ჯარისკაცი1:ჩვენ აღარ გვყავს მთავარი,სხვადასხვა რაზმები იბრძოლებენ თავიანთი ადგილების დასაცავად.ასე დიდ ხანს ვერ გავძლებთ. ჯარისკაცი2:ბრძოლის დროს,სანამ რაცია მუშაობდა.შეგვატყობინეს რომ ამერიკელებმა ჩამოაგდეს რუსების ვირუსიანი კაფსულა,რომელიც ევროპისკენ მიფრინავდა მოკავშირეების გასანადგურებლად.ის თბილისში ჩამოვარდა სადღაც მთაწმინდის ტყსესთან,თუარ ვიჩქარებთ მთელი საქართველო დაიფარება ვირუსით. ზუკამ ამასობაში ახედა ბილბორდს გზაზე,რომელზეც ეხატა თვალები,მარჯვენა წარბის ქვეშ ხალი იყო.გვერდზე ეწერა "სიყვარული შეცვლის სამყაროს".ნეტავი აქ იყო მეგობარო,გაიფიქრა ზუკამ. ზუკა:იმ კოლბასთან მივალთ და მერე? ჯარისკაცი1:უნდა ვეცადოთ სადმე სხვაგან გადავაფრინოთ თუ კიდე მუშაობს. ზუკა:მერე მაგის მართვა იცით რომელიმემ? ჯარისკაცი2:არა,მაგრამ როგორც ვიცით ადვილი სამართავია,მაგის სწავლას დიდი დრო არ უდნა დასჭირდეს,მაგრამ უნდა ვიჩქაროთ,რადგან შეიძლება ავტომატურად აფეთქდეს ნებისმიერ წუთს. ...რადიოში ამბობდნენ,რომ ამერიკელებს მთელი საჰაერო ძალა გაეგზავნა რუსეთში და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ,მიწის ზანზარი საქართველოშიც იგრძნობოდა.მაგრამ შემდეგ რუსი მეცნიერი ანდრეი პრისტავკა ჩაერთო ყველა არხზე და განაცხადა,რომ მან გაფრთხილება გაუგზავნა ამერიკელებს და თუ 24 საათში არ დანებდებოდა რუსეთს...მთელ მსოფლიოში გაგზავნიდა თავის შექმნილ ბიო იარაღს,მან აჩვენა როგორ აფეთქდა ბიო იარაღი კანადაში,ადამიანების კანი დამსკდარიყო და ნელ-ნელა იხოცებოდნენ.ანახეს ლონდონი და დანარჩენი გაერთიანებული სამეფო... ...შავი ჰამერი უკვე ტყეში იყო,სწრაფად მირბოდნენ გმირები კაფსულასთან,მაგრამ უცებ მიწის რხევა იგრძნეს კვლავ.მათ დაინახეს ჰაერში მიმავალი კაფსულა,მაგრამ ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა.გავიდა რამოდენიმე წუთი და შორს,სადღაც კოსმოსში მოსჩანდა აფეთქების ფერადი ფერები.მაყურებლები ვერ გარკვეულან რა მოხდა,თუმცა კმაყოფილები იყვნენ შედეგით.უცებ გაისმა ტყვიის გასრიალება ჰაერში და ერთ-ერთი ჯარისკაცის თავში გვირაბის გათხრა.დანარჩენები დაწვნენ და მსროლელს ეძებდნენ. ტყეში რუსები გამოყოლიათ მათ,ისინი ხუთნი იყვნენ და გაქცეულებს მოკვლას უპირებდნენ.ბრძოლა დიდ ხანს გრძელდებოდა,ზუკა თავის ახალ იარაღებს იყენებდა და სამი რუსი მან მოკლა.ჩვენმა ჯარისკაცმა გაისტუმრა ერთი რუსიც მაგრამ ბოლო არ ჩანდა.ზუკა და ჯარისკაცი იყურებოდნენ გარშემო და ვერავის ხედავდნენ.ქართველ ჯარისკაცს ზურგიდან დანა მოხვდა,მალევე მივარდა რუსი მეომარი,გამოაძრო ხორციდან რკინა და ხელმეორედ შეარჭო უკვე სახით პირდაპირ მოტრიალებულ ჯარისკაცს.სანამ ზუკამ იარაღი გადატენა და შემტევს ესროლა.მუცელში იგრძნო ცივი ნივთი,ტანს უხურებდა.ორივენი ერთდროულად დაეცნენ მიწაზე.ზუკას გული წაუვიდა და მიწაზე უგონოდ ეგდო. …ზუკას ესიზმრებოდა ვაზის ვენახი,რომელსაც საზღვარი არ ჰქონდა.იგი ზღვასავით უერთდებოდა ცას იქ,სადღაც შორს.მას სევდიანი ქალის სიმღესა ესმოდა,იგი მიდიოდა სიმღერის ხმისკენ,მაგრამ უცბად გაეღვიძა... ზუკა გამოფხიზლდა,მიმოიხედა...იგი გამოქვაბულში იყო და ვიღაც ადამიანი მას მუცლის ჭრილობას უმუშავებდა.მან სცადა ხელი იარაღისკენ წაეღო,მაგრამ უცნობმა თავისი ჩახლეჩილი ხმა ამოიღო. უცნობი:ტყვიები არ არის შიგნით... ზუკა:ვინ ხარ? უცნობი:ის ვინც გადაგარჩინა. ზუკა:ჩემი მოკვლა რომ არ გინდა გეტყობა.შემომხედე. უცნობი:ნება შენია... უცნობი კაცმა თავი ასწია...მისი სახის მარცხენა მხარე გაერთიანებული იყო.კანი დამწვარი ჰქონდა.მხოლოდ ერთი თვალი შერჩენოდა.თავზე თმები,მხოლოდ ნახევარ მხარეს ჰქონდა.ცხვირი რამოდენიმეჯერ მოტეხილი.პირს მხოლოდ ნახევრად აღებდა.ძლიერ მოხრილი და კუზიანი იყო უცნობი,მაგრამ ძლიერი დაძარღვული ხელებით.ზუკამ ეგრევე მიამსგავსა მისი წყლიანი,ყავისფერი თვალი თავის ძველ მეგობარს,მაგრამ ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ეს სიმართლე ყოფილიყო. გიორგი:როცა ბერდიამ ლამის სიკვდილამდე მცემა.არჩევანი დამიტოვა ან იქ მოვმკვდარიყავი ან ასეთი მეცხოვრა. ზუკა:მერე რატომ არ გამოჩნდი,რამეს მოვიფიქრებდით ბოლოს და ბოლოს პლასტიკურ ოპერაციას გაგიკეთებდი.იმ დღეს ბერდია მოვკალით.ბერომ თავის თავზე აიღო დანაშაული და ახლა ციხეშია. გიორგი:ბერო ახლა იმაზე უკეთეს ადგილასაა ვიდრე ჩვენ ვართ. ზუკა:? გიორგი:ცოტა ხნის წინ გაქცეულიყო ციხიდან...არ ვიცი აქ საიდან აღმოჩნდა.თავ-გატეხილი ეგდო ტყეში.ეგრევე შევუხვიე და შემდეგ გამოქვაბულში დავბრუნდი წყლის მისატანად,მაგრამ იგი უკვე კაფსულაში იყო და კოსმოსისკენ წავიდა. ზუკა:ის...ბერო იყო...კიდევ ერთი... გიორგი:მან ყველანი გადაგვარჩინა.თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა...ჩვენ მსოფლიოს განადგურების წინაშე ვდგავართ.მხოლოდ სასწაული თუ გადაგვარჩენს. ზუკა:იმის მერე რაც მოხდა,როგორ უნდა გჯეროდეს სასწაულების. გიორგი:...მთელი ეს წლები ამ ტყეში გავატარე.რაღაც ძალა მთხოვდა წამოვსულიყავი იმ ადგილიდან სადაც ცოცხლად უნდა დავმწვარიყავი. მთელი წელი მე ვწერდი,ვტიროდი და ვფიქრობდი.ყველაფერს ვაკეთებდი რომ ჩემში დაგროვილი სიყვარული მარისადმი გადმომეტანა სიცოცხლეში როგორც ცოცხალი ორგანიზმი.მე ვტიროდი შეყვარებულის ცრემლებით.მე ვწერდი ერთგულებაზე,სიყვარულზე,ჭეშმარიტებაზე,სილამაზეზე.მე ვფიქრობდი ადამიანებზე და ღმერთზე.ნელ-ნელა იქმნებოდა აი ეს კრისტალის გული. გიორგიმ მოიტანა ნაჭერში გახვეული ნივთი,რომელიც მაგრად ანათებდა წითელი სინათლით.დღევანდელ დღეს ადამიანები გადართულები არიან ფულის შოვნაზე,თვითგადარჩენაზე,მომავლის ფიქრზე.რაც მეტი ადამიანი ფიქრობს და ელტვის ამას,მით უფრო ბინძურდება მათი გზები საწადიელი შედეგის მისაღწევად.ჩვენ დაგვავიწყდა ის რაც მთელი ეს წლები მშვენივრად გამოგვდიოდა,ეს სიყვარულია.სწორედ ამ უხილავმა ძალამ გააძლებინა დედამიწას და აცოცხლა დღევანდელ დღემდე.ჩვენ ვკვებავთ დედამიწას ჩვენი სიყვარულით.ეს გრძნობა მისი გულია.აი გინდ შენ ზუკა,შენ ყველაზე საქმიანი იყავი ყოველთვის ჩვენში.ოდესმე გაჩერებულხარ?სულიერად გაჩერებულხარ?დაკვირვებიხარ შენ სახლში მყოფ ყვავილს.რომელიც ცოცხალია და დუმს.ოდესმე მომწყდარხარ ცხვორების სწრაფ დინებას,რომელიც ჩვენთვითონ ადამიანებმა შევქმენით?ოდესმე გითქვამს უარი წარმატებაზე და გიფიქრია სიყვარულზე არა როგორც ფორმალობაზე და დროებით გრძნობაზე,არამედ რაღაც არაამქვეყნიურ ძალაზე.მე ვიცი რომ ოდეზღაც გიფიქრია,მაგრამ შენ როგორც ყველა ჩვენთაგანი შევიცვალეთ.ყველა ადამიანს თითქმის ერთი და იგივე მიზანი აქვს.ამ დროს კი კონფლიქტები გარდაუვალია.ეს კრისტალის გული არის ადამიანის წმინდა გრძნობები სიყვარულზე.ის შეძლებს,რომ ადამიანებს თვალი აუხილოს...მაგრამ ერთი რამ აკლია. ზუკა:რა? გიორგი:სიყვარული იმ ადამიანისგან პასუხად,რომელიც გიყვარს. ზუკა:მარი! გიორგი:ჰააჰ,მან უნდა გამოხატოს ეს,სხვანაირად გული სრულყოფილი არ იქნება. ზუკა:მერე?თუ გჯერა,რომ სიყვარული უკვდავია ესეიგი ახლაც უყვარხარ მარიამს უნდა ვცადოთ,ახლავე!მალე უნდა წავიდეთ. გიორგი:როგორც არ უდნა ვუყვარდე,შემომხედე.ასეთს რომ დამინახავს რთულია ის გრძნობები გაიხსენო რაც მანამდე გქონია. ზუკა:მაგის დრო არ არის უნდა ვცადოთ,საქმე მსოფლიოს გადარჩენას ეხება!ახლავე წამოდი მანქანა ახლოშია და მივიდეთ მარი სახლში იქნება როგორც ყოველთვის,მის მერე თითქმის არც მინახავს რაც გვეგონა რომ მოკვდი.სახლიდან თითქმის არც გამოდის. გიორგის ამის გაგონებაზე ერთადერთი თვალიდან ცრემლი გადმოუვარდა და თავი დააქნია თანხმობის ნიშნად. ზუკა:ყველაფერი კარგად იქნება. ...ომი პიკს მიუახლოვდა,რუსები მალე ბიო იარაღს გამოიყენებდნენ,ორი გმირი კი მსოფლიოს გადასარჩენად ჩქარობდა.უკვე არკაში შევიდნენ სადაც მარიამი ცხოვრობდა.ზუკამ თხოვა გიორგის,რომ მანქანაში დარჩენილიყო. ...ზუკამ გააღო მარიამის სახლის კარები. ზუკა:მარი როგორ ხარ? მარიამი გაფითრებული სახით სკამზე იჯდა და ფანჯრიდან წითელ ცაში იყურებოდა.მარიამი მიესალმა ზუკას ისე,რომ მისკენ არც გაუხედავს. ზუკა:მარი კარგად მომისმინე.თავი ხელში უნდა აიყვანო და მოუსმინე ახლა იმას ვინც შემოვა. მარიამი: ? სახლში კოჭლობით შემოვიდა კუზიანი,ადამიანი.ჩუმად დადგა ოთახის კუთხეში და იქიდან უყურებდა მარიამს.მარიამმა შეხედა თვალზე სიმახინჯერს და თვალიდან ცრემლები წასკდა მგლოვიარეს.მარიამმა ყვირილი დაიწყო და ისტერიულად ტიროდა. ...დედაქალაქში უკვე განრისხებული რუსის ჯარი შემოჭრილიყო და გენოციდს აწყობდა ქალაქში... ზუკა:მარი ჩვენ შეგვიძლია მსოფლიო გადავარჩინოდ.შენგან საჭიროა სიყვარულის გამოხატვა გიორგის მიერ და წითელი გული შეივსება.ამის შემდეგ დედამიწაზე ადამიანებს თვალი აეხილებათ.ყველაფერი რაც მათ სჭირდებათ სიყვარულია.მარი დაწყნარდი!ახლა შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული. წამყვანი:ბატონებო და ქალბატონებო რუსებმა ჩართეს წამზომი 120 წამში რუსი მეცნიერები დააჭერენ ღილაკს და მთელი მსოფლიოს მაშტაბიტ ბიო იარაღს გამოგზავნიან.მე ვამაყობ რომ ქართველი ვარ.წამყვანმა შეიხსნა მაისური და სიკვდილს მაყურებლების თვალწინ ელოდა.მარიამის სახლში ბრმა ტყვია შემოვარდა. ზუკა:მარი შენზეა ყველაფერი დამოკიდებული.გიორგი აქ იყავი მე ჩავალ მტერს შევაკავებ. ეზოში რამოდენიმე ქართველი ჯარისკაცი ამოფარებულიყო ნანგრევებს და იქიდან იგერიებდნენ რუსების რაზმს. ზუკა ეზოში ჩავიდა წინ დაიანხა რუსების რაზმი და ტყვიამფრქვევი,რომელიც რუსების მანქანაზე იყო დამაგრებული.ზუკამ ჯვარი ამოიღო რომელიც კისერზე ეკიდა.თავისი შვილები და მეუღლე გაიხსენა.პირჯვარი გადაიწერა და მთელი სისწრაფით გარბოდა მტრის მანქანისკენ თან გზაში ისროდა იარაღს.ეს ყველაფერი ძალიან ნელა ხდებოდა,თითქოს დრო განელდა.ქართველი ჯარისკაცები თვალს ადევნებდნენ განრისხებულს.ზუკას ყურში სევდიანი ქალის გაურკვეველი სიტყვებით სიმღერა ესმოდა.ზუკა მკერდით იღებდა ტყვიებს და წინ მირბოდა.ბოლოს იგი მანქანასთან დაეცა სახით დაბლა.რუსებმა გადმოატრიალეს მკვდარი და მუცელზე მიმაგრებული დეტონატორი აფეთქდა... ...მარიამი და გიორგი ხმას არ იღებდნენ.მარიმ გამაორთვა სიმახინჯეს კრისტალის გული და ეცადა ცრემლი შიგნით ჩავარდნილიყო...ცრემლი ჩავარდა.გიორგიმ გული გამაორთვა,რაღაც ჩაილაპარაკა და ხელი გაუშვა. 60...59...58...57...56... წითელი კრისტალის გული ჰაერში გაჩერდა,ნელ-ნელა სინათლე ემატებოდა.იგი ეტაპებს გადიოდა და ბოლოს ცაში უნდა ასულიყო და გაფრქვეულიყო. გიორგის უხაროდა,ის არ ფიქრობდა იმაზე,რომ მარის ის ისევ უყვარდა,არამედ იმაზე რომ მსოფლიო გადარჩებოდა.გაღიმებულ სისაზიზღეს სახე შეეცვალა,როდესაც გულმა ფერი დაკარგა და ფეხებთან დაეცა... 20...19...18...17...16...15...14... ცრემლებიანი მარიამი თავის გამართლებას ცდილობდა. მარი:ვერ შევძელი,იმ სიყვარულით ვერ შემოგხედე... გიორგი:არაუშავს,მთავარია ვეცადეთ.ყველაფერი კარგად იქნება გიორგიმ თავისი დაძარღვული ხელი გაუწოდა ლამაზს. მარიამი თავიდან შეყონდა,შემდეგ კი აუჩქარებლად და უნდობელი თვალებით ჩაჰკიდა ხელი. 6...5...4...3...2...1...0... მიწამ ზანზარი დაიწყო.კაფსულები ელვისებრი სისწრაფიდ გავრცელდნენ მთელ მსოფლიოში.ის თბილისშიც დაეცა.ფანჯრიდან ყვითელი სინათლე უახლოვდებოდათ.ეს იყო აფეთქების სინათლე.სანამ სინათლემ შეისრუტა ყოფილი შეყვარებულები და მარიამის თვალი ცრემლმა დაფარა,გიორგი ისევ ისეთი მოეჩვენა,როგორიც რამოდენიმე წლის წინათ იყო,ცრემლი დამსხვრეული გულისკენ დაეცა.გულმა განათება დაიწყო.დუ-დუნ.დუ-დუნ... მაგრამ დრო აღარ იცდიდა.სიკვდილის წინ მარიამმა დაინახა მომღიმარე გიორგი,რომელიც თვალებით ეუბნებოდა მას „მე შენ მიყვარხარ“ ...2029 წელი.დედამიწაზე აღარ არსებობს ფერადი ფერი.ყველაფერი შავი და ნაცრისფერია.ზოგ ადგილას თუ გადააწყდებით ლურჯ ვარდებს.მხოლოდ რუსეთი და რამოდენიმე ქვეყანა არსებობს,რომლებიც ძლივს იზოგავენ საკვებს... ...ამბობენ,რომ უდაბნოებში თუ კარგად დაუკვირდებით,მოისმენთ დატანჯული ქალის სიმღერას,რომლის სიტყვებიც გაურკვეველია,თუმცა ადვილად მისახვედრია,რომ ეს სიტყვები ლამაზია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კითხვა დავიწყე და აუცილებლად დავწერ კომენტარს რომ დავამთავრებ :-* კითხვა დავიწყე და აუცილებლად დავწერ კომენტარს რომ დავამთავრებ :-*
3. ძალიან დიდია ავტორო :( მინდოდა წამეკითხა, მოვალ კიდეც ალბათ, მანამდე გადახედეთ თქვენც, შეცდომები რომ არ დამხვდეს. მეტი კაი სიტყვა რა ვთქვა?! :D ძალიან დიდია ავტორო :( მინდოდა წამეკითხა, მოვალ კიდეც ალბათ, მანამდე გადახედეთ თქვენც, შეცდომები რომ არ დამხვდეს. მეტი კაი სიტყვა რა ვთქვა?! :D
2. რატომ არსებობს მაინცდამაინც რუსეთი? რატომ არსებობს მაინცდამაინც რუსეთი?
1. ძველი ტელევიზორის გარშემო იყვნენ შემომსხდარი,
გარშემო-ანუ ტელევიზორი შუაში იდგა? ახლა ვეღარ გავაგრძელებ კითხვას.. ალბათ დავბრუნდები:) ძველი ტელევიზორის გარშემო იყვნენ შემომსხდარი,
გარშემო-ანუ ტელევიზორი შუაში იდგა? ახლა ვეღარ გავაგრძელებ კითხვას.. ალბათ დავბრუნდები:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|