ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2011


დაკავებული ქალი

მერამდენედ შემხვდეს უნდა ანგელოზი ზეცის,
ხანდახან უკვე მგონია,რომ იქ აღარვინ მელის,
რამდენჯერ უნდა შევიცვალო ლამაზმანი კერპი,
რამდენს უნდა ვუწოდი ერთადერთი ღმერთი,
რამდენი გაჩნდება ახალი,მის წინაზე მეტი,
როდის უნდა დავბერდე,ყველას მე რომ ველტვი.
არადა რამდენი ოცნება ღმეთო,მეთვითონაც ვერ ვთვლი,
ისე სწრაფად იწვება სიგარეტის ფერფლი,
ერთი ნახვა მყოფნის ც,რომ დავივიწყო სხვები...
გემით ვიხეტიალებდი ზღვისფერ შენს თვალებში,
ღამეს გავათენებდი თმების შენს ზვავებში.
დილით დავთვრებოდი შენი ცქერით,
ძველ მერის შევცვლიდი ახალი შენით.
რა მომკლავს ოთახში შენი ლურჯი ცქერით.
ბუნება.ველური.ლამაზი.სხეული.
ვბრუნდები.ველი.ნიაღვარს.სველი.
მოხეტიალე მგელს არ გვანან სხვები...
ისინი მიზანს აღწევენ ხელით
და ანგელოზებს უქრებათ ფრთები.
ვერც კი ხვდება,რომ ეხვევა გველი,
ყველაფერი დაუშრება რაც კი ქონდა სველი.
უმოქმედო მივაკითხავ ალკოჰოლს,რომ მღერის,
ამ დროს ერთადერთია მარტო მე რომ მელის.
დილით კი ვხმები,სანამ არ ვქრები,
სანამ არ დაჭკნება იასამნები.
ახალი წინაა,წინა გაჩნდება ახალი,
ვიყვარებ თავიდან მე ვინც მიყვარდა,
და მეყვარება ყოველთვის ახალი.
მე.შენ.დრო.მარადი.სავალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები