ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 იანვარი, 2011


როგორი უნდა იყოს უფსკრულში მიმავალი ქვეყნის მთავარი. 1/67

დღევანდელ დღემდე უამრავი მოსაზრება იბადებოდა,თუ როგორი უნდა იყოს ხელმწიფე და როგორ უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფო.ბევრი ფილოსოფოსის აზრი და მსჯელობა დღევანდელ დღესაც ერგება,თუმცა აქვთ პატარ-პატარა ნაკლები.ასე თუ ისე,დრო გავიდა და ლიდერის თვისებებს ახალი მონაცემების შემატება სჭირდება.XXI საუკუნე ქაოსის საუკუნეა.ასეთ შემთხვევაში კი სახელმწიფოს სჭირდება ყველასგან გამორჩეული ლიდერი,მაგალითად დღევანდელ დღეს ჩემ ქვეყანას სჭირდება ტირანი მართველი,ახლა არ არის ბრიყვი ბრბოს წუწუნის დრო.როცა ხარ ოცდაათი წლის კაცი,და უმუშევარი გდიხარ სახლში,არ ზრუნავ მშობლების ნერვებსა და ძალებზე,რომლებიც გარჩენენ... ასეთ ადამიანს მხოლოდ უხეში ძალა თუ მოიყვანს ჭკუაზე,ეს ყველაფერი კი ვისთვის კეთდება?ისევ და ისევ ამ უსაქმურისთვის.როდესაც სახელმწიფო უფსკულისკენ მიდის და ამას ვერც ვერავინ ამჩნევს.დროა ეს იმისა,რომ ნამდილი პატრიოტი გამოჩნდეს სახელმწიფოს მართვის უნარით.რომელიც ყველა პრობლემაზე მაღლა დგას და ყველა განსაცდელს თავისი სწორი გადაწყვეტილებით გაუმკლავდება,ასეთმა ადამიანმა უკეთ უნდა იცოდეს თუ რა უნდა ხალხს,ვიდრე თვითონ ხალხს გონია.ყველა გადაწყვეტილებას იღებდეს თვითონ,არავითარი მრჩეველის დახმარებით.მაგალითად მოგიყვანთ პატარა სურათს.ერთ სახლში ცხოვრობს სამი ადამიანი.დედა და ორი შვილი,ბიჭი და გოგო.დედა სადღაც 40წლისაა,ბიჭი 20 და 12 გოგო.ერთ მშვენიერ დღეს დედა თავის გოგოს ეჩხუბება იმის გამო,რომ სახლში მოსვლა დააგვიანა.დედა ნასვამია,იგი ყოველდღე სვამს,რადგან ამით ივიწყებს იმას.რომ ქმარმა მიატოვა.თავის შვილს უყვირის,ლამისაა თმებით ითრიოს.რათქმაუნდა იგი მართალია,მაგრამ ამით თავის გოგოს უბრალოდ გააბოროტებს და სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.ფხიზელზე საუბარი კი არ ეხერხება.შვილიც ეპასუხება მხურვალე ცრემლებით.გასაგებია,რომ ეს უზრდელობაა,მაგრამ ესეც მშობელმა უნდა ასწავლოს...რომ უფროსს ენა არ შეუბრუნო.არც ყოველდღე ცემით და არც ლოგნში საუზმის მიტანით.უბრალოდ საუბრით...ახალგაზრდა ბიჭი კი გვერდზე ოთახშია და ისმენს ამ ქაოსს.
განვიხილოთ მაგალითები იმისა,თუ რა შეუძლია გააკეთოს.
1.გავიდეს გვერდზე ოთახში,სადაც ჩხუბია გამართული და ეცადოს დააშოშმინოს ოჯახის წევრები.
შედეგი:ან თვითონ მოექცევა ქაოსის აურაში და თავის მოსაზრებას ყვირილით დააგვირგვინებს,რითაც გზააბნეულ ოჯახის წევრებს დაემსგავსება,ან წარმატების შემთხვევაში დააშოშმინებს მათ.თუმცა ეს დროებითია.
2.მშვიდად გააგრძელოს ჩაის დალევა და იფიქროს რაღაც კარგზე,არ მიაქციოს ყურადღება არეულობას.
შედეგი:დედა შვილს სცემს,შვილი ვერ გარკვეულა ბოლომდე რატომ.ორივე მართალია და ორივე მტყუანია.
3.ძალით წაიყვანოთ დედა ფსიქოლოგთან და ატაროთ იმდენიხანი,რამდენიც დასჭირდება.დას კი აუხსნათ თუ როგორი უნდა იყოს წესიერი ადამიანი და აუცილებლად შეზღუდოთ ყველაფერში,ჩამოართვათ ყველა ფუფუნების ნივთი.მოათვინიეროთ,აგრძნობინოთ შიში და პატივისცემა.
შედეგი:ბრბო მიწასთან გაგასწორებთ თავიანთი სიტყვებით.საზიზღარი ადამიანის რეპუტაციას შეიქმნით...რამოდენიმე წლის შემდეგ დედა დაწყნარებული წაიკითხავს წიგნს,ბეთჰოვენის მუსიკის მოსმენის შემდეგ.ძილის წინ კი მაღვიძარას დააყენებს რადგან ახალ სამუშაოზე არ დააგვიანოს.და კი თავის ოთახში მეცადინეობს.დილით ბოლო გამოცდას აბარებს.იგი აღარ არის მოუწესრიგებელი და თავნება.ყველა მასზე კარგის გარდა არაფერს ამბობს.ისინი კარგად ცხოვრობენ ერთად სრულ იდილიაში.ბიჭი სახლში აღარ ცხოვრობს.თუმცა ყოველდღე გულში მადლობას წირავენ ოჯახის წევრები მას.
მოდით დავყოთ პროცენტულად,ვინ რას გააკეთევდა.
90% აირჩევდა გამოსავალს 1.
7% გამოსავალს 2.
3% გამოსავალს 3.
არ აქვს მნიშვნელობა,ვინ რომელს ამართლებს და ვის რომელი გადაწყვეტულება გონია მართალი.ლიდერს არაფერი უნდა ეგონოს,მან უნდა იცოდეს.ამიტომ არ არსებობს ჯერ-ჯერობით რეალურად იდეალური სახელმწიფო.ჯერ არ ყოფილა იდეალური მართველი.

დიდი განსხვავებაა ტირანსა და ტირანულ საქციელს შორის.ცივსისხლიანსა და ცივსისხლიანურად საქმის მოგვარებას შორის.ზოგს სისხლში აქვს ბოროტების ჩადენა,ამთ იკვებებიან და მის გარეშე არ შეუძლიათ.ზოგი კი ბოროტებას სჩადის სიკეთისთვის.
მაგალითად,როგორც ამბობენ,ერთის სიკვდილით ასი ადამიანი გადავარჩინეო.
თუმცა ასეთი ადამიანის მოძებნა ძნელია,ან თუ მოიძებნება,რთულია დაიყოლიონ მართოს სახელმწიფო,რადგან იცის,თუ მართავს ისე,როგორც უნდა მართოს.დიდ პრობლემებს გადაეყრება.ანუ ასეთმა ადამიანმა თავისი სიცოცხლე უდნა გაწიროს,სხვების ნათელი მომავლისთვის ისე,რომ სხვები,შეიძლება ვერც მიხვდნენ ამ ხელმწიფის დამსახურებას.
ანუ იდეალური მართველი არამხოლოდ ჭკვიანი,გამორჩეული,ძლიერი და ცივსისხლიანი უნდა იყოს,არამედ პატრიოტიც.
ასეთი ადამიანის მოსვლის გზა,სახელმწიფოში,ორია ცნობილი ჩემთვის.ან უნდა გაზარდონ ასეთ პიროვნებად,ან სხვადასხვა არასასიამუვნო ხერხების გამოყენებით მოვიდეს მართველად.

პლატონის სახელმწიფოში ურჯულოება სიკვდილით ისჯებოდა,რაც გამართლებულია.დღევანდელ დღეს სიკვდილით დასჯა არ არის მისაღები,თუმცა უნდა გაინდევნოს ურჯულოები სახელმწიფოდან.თუ სახელმწიფოს არ აქვს ოფიციალურად რელიგია...უნდა დაკანონდეს და ყველა სხვა რჯულის ეკლესიის მაგვარ ადგილებში აიკრძალოს ქადაგება და მსგავსი საქციელები.რადგან ერთ სახელმწიფოში ორი ან მეტი რწმენის არსებობა უკვე ნიშნავს არეულობას.ისინი,ვინც არ აღიარებენ სახელმწიფო რელიგიას,განდევნილნი უნდა იყვნენ ქვეყნიდან,რათქმაუნდა თავაზიანი გზით.
ინტერნეტ სივრცეში უნდა შეიზღუდოს ამა თუ იმ მუსიკისა თუ ფილმის შოვნის რესურსი (უფასოდ)
ნებისმიერი რამის გადმოწერა ინტერნეტიდან უნდა გახდეს ფასიანი.ერთადერთი,რაც უფასო უნდა იყოს...ინფორმაციის მოძიების ფუნქცია.
ქვეყნის შიდა ვაჭრობა,ბიზნესმენებისთვის უფასო უნდა იყოს,თუმცა არ ქონდეთ ერთ მილიონ ფულისერთეულზე მეტის ქონა.ნებადართული უნდა იყოს სახლში ქონდეს ერთი მილიონზე მეტი ღირებულების მქონე ავეჯი,მაგალითად.მაგრამ ცოცხლად,ანუ ნამდვილი ფულის ქონის უფლება მქსიმუმ ერთ მილიონს უნდა შეადგენდეს თითო ოჯახის წევრზე,ანუ თუ ერთ სახლში ცხოვრობს დედა,მამა და ორი შვილი,მათ აქვთ უფლება ქონდეთ ოთხი მილიონი,ხოლო ახალდაქორწინებულები,ხშირ შემთხვევაში მამაკაცი და ქალი,მათ ექნებათ ორი მილიონის ქონის უფლება გარდა უძრავი ქონებისა.ქვეყნის მთავარმა უნდა გადაჭრას გზებისა და ტრანსპორტის პრობლემა,რათა მოქალაქეები ამითაც უკმაყოფილნო არ იყვნენ.
სამუდამო პატიმრებად მისჯილნი არ უნდა ჩალპენ ციხეში.უნდა მოეძებნოს რამე გზა მათი გამოყენებისა.
ქვეყნის ლიდერს არ უნდა ყავდეს ოჯახი და მეგობრები.ის უნდა იყოს გადაქცეული ორგანიზმად,რომელიც მხოლოდ სახელმწიფოზე ფიქრობს.მისი მეუღლე ქვეყანა უნდა იყოს და ხალხი მისი ოჯახი.
სრულიადაც შესაძლებელია ასეთი ადამიანის არსებობა,ამ კრედოს დაცვა და რომც იყოს შეუძლებელი,ყოველთვის უნდა არსებობდეს იდეალი,რასაც მივუახლოვდებით ან რაღაც თვისებებს მაინც ავიღებთ ხოლმე მისგან.
ხელმწიფის ეს ტიპი საუკუნეების წინაც არსებობდა,უბრალოდ ზემოთ აღწერილმა მთავარმა ცოტა ოდენი განვითარება და რამოდენიმე ახალი თვისება შეიძინა.არსებობს მითი "დემოკრატია" ყველა მითი დავიწყებული ლეგენდაა და ლეგენდა დროის მიერ გაცვეთილი ისტორიაა,ასე რომ შესაძლებელია დემოკრათიული და სამართლიანი სახელმწიფოს შექმნა,მაგრამ ამ ეტაპზე მისვლამდე აუცილებელია გავლილი იქნას სისასტიკე და ტირანია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები