ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2011


ჩემო მშვენიერო

ჩემო მშვენიერო,
ნეტავ, შორეულო,
ფიქრად არეულო
ქარო...
სიზმრებს გარეულო,
ჩემო ორეულო,
მაინც შორეულო
ქალო.

როგორც ტროას ცხენი
სილამაზე შენი
თვალწინ დამიგდე და
სულში შევიტანე,
გაფერმკრთალდნენ დღენი,
აღარაფერს ველი,
შენ ვერც შემნიშნე და
მე კი შეგიყვარე.

ჩემო მშვენიერო,
ნეტავ, შორეულო,
ფიქრად არეულო
ქარო,
სიზმრებს გარეულო
ჩემო ორეულო,
მაინც შორეულო
ქალო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები