ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2011


დაბადების დღეს გილოცავ, ჯინა!..

შენ ჯერაც გძინავს, ღამენათევს,
ეს ნამცხვარიო,
ეს აჩმაო,
ეს საცივიო...
მე აივანზე გავაბოლე, –
რა სიცივეა!..

ლექსით გილოცავ:
დაბადების დღეს, ბედობასაც...
ზღვა დაგ(ვ)ებედოს!..
სიყვარული!..
ია...
ალვის ხე...
თხის რქა და ვერძი თოხის ტარზეც
ეტევა თურმე,
თავით მთვარისკენ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები