ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩაია
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2011


(ეძღვნება კაცებს)

თალხი ღრუბლიდან გამოცურდა მსუნაგი მთვარე
და რუხი ფერი მთელ ჩემს უბანს მიმოაფრქვია.
ძველებურ სახლებს გაყინული ესტუმრა ღამეც 
და ისევ ქარმა პრობლემები შემომახვია...
გონდაკარგული (დავბრძანდები) მარტოკა გარეთ,
გარეთ ყველაფერს მთვარის თალხი შუქი აცვია.
სადღაც ბიჭები ოსტატურად მალავდნენ სახეს
სადღაც ბანდიტებს "გოიმები" გაუძარცვიათ...
ბებერ ჭაობში მომაკვდავი ღავღავებს  წერო,
დიდხანს სიცოცხლე აღარც ყვავებს არ უწერიათ.
როცა მოვკვდები გარიჟრაჟზე დალიეთ ღვინო!
დალიეთ ბევრი! ერთმანეთს გადაეხვიეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები