ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა.მ.ა.რ.გ.ი..
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2011


ღამე, ჩემი საწოლი ცივი,
ფიქრი
აზრები უდასასრულო.
ძილი,
სანამ არ მოერევა სხეულს.
ფერადი სიზმრები
გონება სნეულს...
და ან განთიადს
შევხვდები ჩვეულს.
მზე თუ ამოვა გამინათებს
ოთახს ჩემებურს....
მერე სიგარეტს და
ჭიქას ჩავცლი
ყავით შევსებულს.
პირველ მძიმეს და თითო ნაფაზს,
ფიქრსაც გავატან
უკვე შეჩვეულს.
მღვრიე გონებით ადგილსამყოფელს,
ამაოდ ვეძებ.
ასე იწყება ჩემი დღე
ღამის შემდეგ ......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები