ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლი
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2011


ოდესღაც

ბავშვობის წლებში მე ვაგროვებდი
დედას და მამას დარდების მარაგს,
მერე ვგზვნიდი უბის წიგნაკში,
გამხმარ ყვავილებს ვატანდი საგზლად.
მეგონა მათი სურნელი, ანდა შეხება, თუნდაც ფერები
დაუბრუნებდათ ანთებულ თვალებს,რომ მე
                                              ბავშვობას დავიბრუნებდი...
ბავშვობის წლებში, როცა ვიყავი
ზუსტად თხუთმეტის მეთექვსმეტეში,
უკვე მე მერქვა დედის სახელი
და ჩემს დარდებსაც ვიმარაგებდი...
დრო გაჰკიოდა...სალვადორ დალის საათი
                                            ფრთხილად ესვენა ტოტზე,
ისრები, თითქოს არბალეტები ბავშვობას
                                              ჩიტის გულივით კლავდნენ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები