ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 თებერვალი, 2011


სიყვარულის ტიპები

2011 წლის 2 თებერვალი.
ილიას სახელობის უნივერსიტეტის,მთავარი შენობის მთავარი შესასვლელის კუთხეში გდია ჩამქვრალი სიგარეტი.
ცივი ქარი ქრის,სიგარეტს ვეწევი და როგორც ყოველთვის ვფიქრობ.
ვფიქრობ ჩემს მომავალზე.
ვგეგმავ,როგორ შევამსუბუქო მამაჩემის შრომა საზღვარგარეთ,ვფიქრობ რომელი სამსახური იქნება ჩემთვის მომგებიანი და როგორ მივიღო იმ სტანდარტებზე მაღალი ცოდნა,რომელსაც ითხოვენ დამსაქმებლები,რათა სამუშაოს დაწყება არ გამიჭირდეს.
ყოველთვის ვფიქრობ,ხანდახან ალბათ ზედმეტსაც კი.
ჩემს გონებაში არსებობს დიდი,იდეალური სამყარო,რომელსაც წლების განმავლობაში ვაშენებდი.ისე გაივლის ხოლმე დღეები,რომ მხოლოდ ჩემს სამყაროში ვარსებობ და რეალურში არაფერს ვაკეთებ რა.
იდეალური სამყარო,ანუ სადაც არ არის ცუდის იდეა ჩემი გაგებით და არის მხოლოდ კარგი.სადაც ყველას და ყველაფერს აქვს თავისი ადგილი,სახელი.
მაგრამ რათქმაუნდა არსებობს რაღაც საკითხები,გრძნობები,რომლებსაც ვერ ვიგებ მთელი არსით,ანუ ვერ ვგებულობ თავიდან ბოლომდე,რჩება ბევრი კითხვა და ბუნდოვანება.
სიყვარული,რთული მოვლენა,რომელსაც ამდენიხანია ვსწავლობ.
ყველაფერი ხომ ასე მარტივია,მაგრამ სიყვარული...
რა არის სიყვარული?
სიყვარულის იდეა ოდიდგანვე განიცდის ევოლუციას.
სხვადასხვა დროში სხვადასხვანაირად თვლიდნენ სიყვარულის მნიშვნელობას,მაგრამ რათქმაუნდა ზოგადად.
მას არასდროს ჰქონია ერთი მნიშვნელობა და ყველა ადამიანი არასდროს აღიქვავდა ამ გრძნობას,სიტყვასა თუ ნიჭს ერთნაირად.
ფიქრის დროს უკვე “ლიგამუსში” აღმოვჩნდი ფიზიკურად.
ეს ერთადერთი ადგილია,სადაც თავს დაწყნარებულად,მშვიდად ვგრძნობ.
ავიღე სტეფან ჰერტმანსის წიგნი “ანუნსიაციები” (ლექსები)
ახლა ორის ხუთი წუთია.
სამ საათზე გამოცდა მაქვს “ჩვენ და ჩვენს პერსონალურ კომპიუტერში”
...სიყვარულს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვავს და ესმის,ისევე როგორც ბედნიერებას.
მოგეხსენებათ,ბედნიერება ზოგისთვის ფულია,ზოგისთვის ლუკმა-პურის ქონა,ზოგისთვის რა და ზოგისთვისაც რა.
მაგალითად,მე სიყვარული მესმის,როგორც რაღაც ყველაზე ძლიერი გრძნობა,გიჟური,მეამბოხე,მოუსვენარი და ამავდროულად დინჯი,წყნარი და ბრძენი.
დღევანდელ დღეს,ჩემი აზრით,მამრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო რომანტიულები არიან,ვიდრე მდედრობითის.
რათქმაუნდა არსებობენ გამონაკლისები,როგორც ყოველთვის,მაგრამ მაქვს საუბარი მასაზე.
უკვე ბევრისგან გამიგია შემდეგი სიტყვები,რაც პარალელურად ემთხვეოდა თითქმის სიტყვა-სიტყვით ჩემს მოსაზრებას,რომ მამაკაცები მთელი ცხოვრება ძიებაში არიან თავიანთი იდეალური მეორენახევრისთვის.რისკავენ,უყვართ,ბრძოლობენ,იხსენებენ,სწავლობენ,ცოცხლობენ.
პირადად მე აღარ დამითვლია იმ მანდილოსნების რიცხვი იმის მერე,რაც ასს გადასცდა.
მე ყოველთვის მიყვარს ვიღაც,მაგრამ ცოტას ვუმხელ ამ გრძნობაზე.
მე მხოლოდ ორი გოგოსთვის მითქვამს,რომ ისინი მიყვარს...
მიყვარდება ყველა.ქუჩაში გამვლელი,ტელევიზორში თვალმოკრული,მეზობელი,სკოლელი,კურსელი და ხშირად გონებაში წარმოდგენილიც.
მე სიყვარულის გარეშე არ და ვერ შემიძლია.არა არ იფიქროთ,რომ ხშირად მომწონებია ან გატაცებული ვყოფილვარ.ყველა ვინც მყვარებია,მყვარებია მთელი გრძნობით და ძალით.
მაგრამ ქალები?ქალები მთელი ცხოვრება იდეალურ მამაკაცს ეძებენ,ისინიც ოცნებობენ,
ოცნებობენ ცხენზე ამხედრებულ რაინდზე,რომელიც მთელ გულს მიუძღვნის მათ,მაგრამ უმეტესობა ბოლოს ცოლად იმათ მიჰყვებიან,ვისთანაც წარმატებული ან უზრუნველყოფილნი იქნებიან.
აი რას ნიშნავს სიკვდილი...
ახლა ორის თხუთმეტი წუთია.ავნერვიულდი და გარეთ გასვლა მომინდა.მოვწევ და დროს გავიყვან სამ საათამდე.
ორს უკლია ოცდახუთი წუთი.
ისევ “ლიგამუსში” ვზივარ.დრო ვერ გავიყვანე,როგორც ყოველთვის.
მთავარი შენობის კუთხეში მოვწიე ერთი ღერი სიგარეტი.
მოწევისას ვუყურებდი ცარიელ კედელს,რომელმაც ყველაზე კარგად იცის სიცარიელის მწარე სასჯელი.
ჩემ და სიცარიელის უკან ადამიანები დადიოდნენ,როგორც ყოველთვის.
წყალი მომწყურდა და უნივერსიტეტის ეზოსკენ გავეშურე,მაგრამ გრძელი გზით.მთავარი შესასვლელის,რიგით მეორე კიბის მეშვიდე საფეხურზე დაფურთხებულია.ეჭვიც არ მეპარება,რომ ჩემი უნივერსიტეტელის ჩადენილი იქნება.
ნეტავი უცხოს გაეკეთებინა...
მეორე სართულზე ავედი,ეზოს წრე დავარტყი შენობის შიგნიდან,ბოლოს კი საწადიელი წყალი დავლიე “C” კორპუსის გამოსასვლთან.შემდეგ,როგორც ვთქვი,ისევ ლიგამუსში შემოვედი.
დრო გამყავს პიკასოს კითხვით.
ახლა საღამოს ექვსი საათია.
რა არის სიყვარული?
რამდენიც არ უნდა ვეძებო სიყვარულის დასაწყისი და დასასრული,ვერაფერს გავხდები და უბრალო კითხვის დამსმელი ვიქნები.
ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
მაგრამ შემიძლია დავყო ადამიანების მიერ სიყვარულის შესაძლებლობებისა და გამოხატვის ტიპები.
მე გავესაუბრები სხვადასხვა ადამიანებს,შევისწავლი მათ გრძნობებს და დავარქმევ მათ სახელებს,რაც უკვე დაყოფილი მაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები