ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2011


თენება

    დაიღალა ღამე ბინდით,
    შავი ნაბდის მოხდა უნდა,
    მე სარკმელთან ჩუმად ვდნები-
    გადაიძროს, რაღა  უნდა?!
    მკრთალი სხივით გაცრეცილი
    ბინდი ნათელს ეკრძალება,
    მე კი ღამის  ნაზმანები
    სადღაც მაინც მენანება.
    და  ჰა, ავსებს შანდალს ცვილი,
    ღამე წარსულს ებარება,
    საქარველო, მუხლმოყრილი
    ცისკრის  ლოცვას ესალმება.
               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები