 | ავტორი: ის.... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 თებერვალი, 2011 |
ქარი შავ ღრუბლებს აგროვებდა ცაზე. სერჟეს პეპლების საჭერი ეკავა ხელში და შინ ბრუნდებოდა. თვალწინ მხოლოდ ცოლის ოდნავ გამობერილი მუცელი ედგა. ის ლიანდაგებზე მიდიოდა და ითვლიდა, რამდენი ნაბიჯით მიუახლოვდა სახლს. ჯერ ადრე იყო მატარებლის მოსვლამდე. სერჟეს სახლიდან როიალის ხმა ესმოდა. ის ფანჯარას მიუახლოვდა, მერე ფარდა გადაწია და ოთახში შეიხედა. მაგიდაზე უწესრიგოდ ეყარა კონვერტები, ფოტოები და დილით დაკრეფილი მინდვრის ყვავილები. როიალთან ბიჭურად თმაშეჭრილი ალისი იჯდა და უკრავდა. არნი, თეთრი ფუმფულა კატა, ქალის ფეხებთან იწვა თვალებდახუჭული. სერჟეს პეპლების საჭერი გაუვარდა ხელიდან. ------- ყვავები ისხდნენ სახლის სახურავზე. ფანჯარა ღია იყო და ქარს პურის ყანებიდან წამოსული სიმშვიდე შემოჰქონდა ოთახში. ალის, ეს რატომ გააკეთე? - ხმადაბლა თქვა სერჟემ, ისე, რომ სარკის წინ დაყრილი თმისათვის თვალი არ მოუშორებია. არნიმ თვალები გაახილა. ალისს დაკვრა არ შეუწყვეტია, არც ხმა ამოუღია, მხოლოდ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. ფარდებს აფრიალებდა ქარი. სერჟემ ფანჯრიდან გახედა შორეულ დათოვლილ მთებს და ტუჩზე იკბინა. მატარებლის ხმა გაისმა. ალისმა დაკვრა შეწყვიტა და მუცელზე დაიწყო ხელები: " ყვავილებს დავკრეფ და დავბრუნდები". კაცი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ არ უცდია, შეეჩერებინა ცოლი. ყვავები ხმაურით წამოიშალნენ სახლის სახურავიდან. ------- იმ დღის შემდეგ, მზის ჩასვლის დროს სერჟე ლიანდაგზე ზის თვალებდახუჭული და იხსენებს იმ მომენტს, როდესაც პირველად ნახა ალისი, თეთრი კაბით და მაღალ ბალახებში გაბლანდული თმით. ოთახში ისევ დგას როიალი და მაგიდაზეც ისევ ყრია კონვერტები. ყოველი დღის ბოლოს, როცა მატარებლის ხმა ისმის, სერჟე ხელს იჩრდილავს და უყურებს ცაზე ყვითელ ლაქად დამჩნეულ მზეს. მერე ლიანდაგებს მიმართულებას უცვლის და მატერებლი განაგრძობს გზას ქარების სადგურისაკენ, რომელიც სერჟემ გამოიგონა. ამ დროს არნი ბალახებში წევს და ჭროღა თვალებით გასცქერის მთებს. ------- ხორბლის თავთავები მექანიკურად იწყებენ მოძრაობას ქარის მიმართულებით. არნი კარებთან წევს და თვლემს. სერჟე როიალზე უკრავს. ღამდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მერიენ. ილუსტრაცია. ჰეჰ.
და საერთოდ ჩავაბარე. სტუდენტ და მიხარია :D მერიენ. ილუსტრაცია. ჰეჰ.
და საერთოდ ჩავაბარე. სტუდენტ და მიხარია :D
17. კარგია რომ მოხვედი... ისევ წამაკითხე ეს... კარგია რომ მოხვედი... ისევ წამაკითხე ეს...
16. მშვენიერია. მშვენიერია.
15.
კარგია........ილუსტრაციაც მომეწონაა.......
კარგია........ილუსტრაციაც მომეწონაა.......
14. მოვედი ისევ... მოვედი ისევ...
13. ეს ხომ იყო უკვე? :)
ბევრჯერ ვიტყვი, რომ მომწონს ეს ხომ იყო უკვე? :)
ბევრჯერ ვიტყვი, რომ მომწონს
12. ამისთვის სემოვედი..ისევ,მერამდენედ...
ორივეს :-* ამისთვის სემოვედი..ისევ,მერამდენედ...
ორივეს :-*
11. რამდენად კარგი ხარ (ამ ნაწერში განსაკუთრებით) არ მოვყვები ეხლა ახსნა-განამრტებებს(ნეტა რა დავწერე ნახევრადდახუჭული თვალებით)
:-* :-*
აპათიაზე რომ უკიდეგანოდ შეყვარებული ვარ იცის მოკვდავტა უმეტესობამ :P რამდენად კარგი ხარ (ამ ნაწერში განსაკუთრებით) არ მოვყვები ეხლა ახსნა-განამრტებებს(ნეტა რა დავწერე ნახევრადდახუჭული თვალებით)
:-* :-*
აპათიაზე რომ უკიდეგანოდ შეყვარებული ვარ იცის მოკვდავტა უმეტესობამ :P
10. ვიცი ეს... ვიცი...... :-* ვიცი ეს... ვიცი...... :-*
9. ანე. ანე.
ჰაჰ. ილუსტრაცია. ანე. ანე.
ჰაჰ. ილუსტრაცია.
8. მახსოვს,მაქვს წაკითხული ილუსტრაცია... და მოკითXვა პატარა ნიჭიერს :)
მახსოვს,მაქვს წაკითხული ილუსტრაცია... და მოკითXვა პატარა ნიჭიერს :)
7. კარგია რომ მყავს სემუელი. ჰო, მე ვხედავ რომ ცა იწევს ისევ დაბლა. მექანიკური მზით. ვდარდობ მხლოდ ჩიტებზე. ჰაჰ. კარგია რომ მყავს სემუელი. ჰო, მე ვხედავ რომ ცა იწევს ისევ დაბლა. მექანიკური მზით. ვდარდობ მხლოდ ჩიტებზე. ჰაჰ.
5. http://www.youtube.com/watch?v=Zh5aKtVX0c0&feature=player_embedded# http://www.youtube.com/watch?v=Zh5aKtVX0c0&feature=player_embedded#
3. აკვარიუმად მექცა პირი. ვდგავარ წელში გადამტვრეული ანძასავით. გხედავ. და თუ ვერ გაგაგონე და თუ ვერ ვიყვირე და თუ ვერ მოგვისწრეს სხვა სამყაროში გამოვიზამთრებთ...სადაც "ცა ცოცხალია"... აკვარიუმად მექცა პირი. ვდგავარ წელში გადამტვრეული ანძასავით. გხედავ. და თუ ვერ გაგაგონე და თუ ვერ ვიყვირე და თუ ვერ მოგვისწრეს სხვა სამყაროში გამოვიზამთრებთ...სადაც "ცა ცოცხალია"...
2. მარიენ. მე ვარ ახლა ხელებდაშვებული. სულ ერთია, ქარი არის თუ არა. არც ისე ცუდია, როცა ზურგით დგახარ ყველაფრისგან. არ ვიცი დაბრუნდებიან თუ არა ჩიტები. მე ვდგავარ. ველოდები. მარიენ. მე ვარ ახლა ხელებდაშვებული. სულ ერთია, ქარი არის თუ არა. არც ისე ცუდია, როცა ზურგით დგახარ ყველაფრისგან. არ ვიცი დაბრუნდებიან თუ არა ჩიტები. მე ვდგავარ. ველოდები.
1. ალისი...
არ ვიცი რა ვთქვა..პირველად ეს რომ წავიკითხე ემოციამ შიგნით ზარივით ჩამოჰკრა...ჩემთვის,ეს ნაწერი ყველანაირად დიდია,ისეთი რომ რამდენჯერაც ვკითხულობ ვერ ვიტევ... ალისი-თუნდაც ეს სახელი რომ დაწერე... ეს ნახატია რომელსაც დავიკიდებდი ჩემს ოთახში და ვუყურებდი...როგორც გზის იქით დარჩენილ ჩემს მეორე სხეულს...
აღარ გავაგრძელებ,შენ ისედაც იცი...მიხარია რომ ასე ზუსტად დამინახე...:-* ალისი...
არ ვიცი რა ვთქვა..პირველად ეს რომ წავიკითხე ემოციამ შიგნით ზარივით ჩამოჰკრა...ჩემთვის,ეს ნაწერი ყველანაირად დიდია,ისეთი რომ რამდენჯერაც ვკითხულობ ვერ ვიტევ... ალისი-თუნდაც ეს სახელი რომ დაწერე... ეს ნახატია რომელსაც დავიკიდებდი ჩემს ოთახში და ვუყურებდი...როგორც გზის იქით დარჩენილ ჩემს მეორე სხეულს...
აღარ გავაგრძელებ,შენ ისედაც იცი...მიხარია რომ ასე ზუსტად დამინახე...:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|