ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2011


შეგონება

იყუჩე, დაწყნარდი,
განაგდე განცდები,
ვერაფერს შესცვლი და
ტყუილად მოსცდები.
ნავი იძირება _
ეს ხომ ყველამ იცის,
რაღა შენ  ყვირიხარ,
რაღა შენ განიცდი?
დე, თავად მენავემ
იზრუნოს ამაზე.
მოირგე ცხოვრება
და გაილამაზე.
სჯობს, რომ შეეგუო
წესების მარწუხებს,
შენს თავზე იფიქრო,
სხვისი ნუ გაწუხებს.
დამშვიდდი, დაწყნარდი,
რად გინდა განცდები,
ვერაფერს შეცვლი და
ტყუილად მოსცდები
და თავსაც წააგებ...
გაჩერდი, რა გინდა?!

ასე არიგებდა იუდას ოჯახი,
ისიც ადგა და, იესო  გაყიდა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები