ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წითელი ბუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 თებერვალი, 2011


cv

  მე რომ პატარა გოგო ვიყავი, დედაჩემი ამოჩემებულად წითელ , ფუშფუშა კაბებს მიკერავდა, ერთ დღეს , ახალი კაბით ეზოში ვთამაშობდი, ჩემი სახლის გვერდით ღელე ჩამოდიოდა, ბანაობა დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს, ვიფიქრე სანამ დედას არ სცალია, ვიჭყუმპალავებ  მეთქი, მაგრამ ვინ მაცალა... იქიდან რაღაც მწვანე ფერის ამოხტა და შემზარავად აყიყინდა, შიშისგან გალუმპული სახლში შევვარდი, წითელი კაბის დასვრისთვის კარგადაც მომხვდა. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, რომ შური მეძია მწვანე ბუაზე. მეორე დღეს უშიშრად მივაკითხე, სულ პატარა დამხვდა, ეტყობა შვილი ბუა, დავიჭირე  და შევჭამე, მეგემრიელა...იმ დღის შემდეგ ვიქეცი წითელ გველად.
  ნუ გეშინიათ, წყალში საშიში არ ვარ...

  გამარჯობა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები