ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წითელი ბუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 თებერვალი, 2011


ჭაობი 2



ისეთი მოხუცი ღამეა, საცაა მოკვდება, მოფამფალებული, მწვანე ჭაობს თავს წამოადგა და მის სარკეში საბოლოოდ აკვირდება ნაკვთებს, რომელშიც წლობით ჩამქრალი მზეებს აგროვებდა. ვერა, ვერ იგლეჯს...დუმფარაზე საცოდავად ზის ცალთვალა ბაყაყი და შეუჩერებლად ყიყინებს, ყველას ჰყავს თავისი ჭირისუფალი...
  შორიდან დამინახა, როგორ მიჭირდა ცოცვა, არადა ძალიან მშიოდა, სისინიც აღარ შემეძლო, თავდაყირა ვეკიდე წყალში...ძლივს ავათრიე წითელი სხეული ნაპირზე...ის ისევ იჯდა დუმფარაზე და მოძალებული სიხარულით თუ შიშით ხტოდა.  ჩემი მშობელიც იყო და დედმამიშვილიც, მეგობარიც და...ლუკმაც... ირგვლივ სიცარიელე თავის თავს ტიროდა. როგორ მსურდა  მისი გახელილი თვალებით ერთხელ მაინც შემეხედა სამყაროსთვის.
  მარჯვენა თვალზე წყლის წვეთი გაუჩნდა... იგრძნო ცრემლივით მძიმე არსებობა და კიდევ უფრო მძიმედ მოახლოებული სიკვდილი. ღამე გატეხილი სარკესავით ეგდო ჭაობში, მასთან მისვლამდე წითელი სხეული დამესერა,  იდგა ჩემზე ამაყი და ძველ სიმღერას მღეროდა, რომელიც  წინაპრებმა გამოაყოლეს კოლხეთიდან.
  მას ეგონა რომ  შევჭამდი , თქვენც ასე ფიქრობთ? არა მეგობრებო, გულში სხეული გავუყარე და ორივე ვგრძნობთ როგორ ქრებიან სივრცეში ჩამქრალი მზეები .

გაგიმარჯოს ფლურცაკო !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები