ავტორი: გვანტსულა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 18 თებერვალი, 2011
მცირეოდენი ეროტიკა დილით
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გამარჯობა. როგორ ხართ ურაკელებო? : )) ვისაც ვახსოვარ, იმათ გულთბილი სალამი ჩემგან.. ნაწარმოებებს (?) ვდებ "სხვა" ჟანრში, რადგან არ მინდა შეფასებები (ვიეტნამის ყვავილებზეც იგივე კომენტარის დატოვება დამავიწყდა).
...........................
მცირეოდენი ეროტიკა დილით...
დღესაც ჩვეულებრივად გათენდა. არეულფერებიანი ფარდიდან სუსტად შემოდიოდა დღის შუქი. პატარა ოთახი ისევ გაბოლილი იყო გუშინდელი ღამის შემდეგ.
დღესაც შიშველ მკერდზე კოცნით გააღვიძეს - ტრადიცია იყო ეს ამ ოთახში. ყრუდ ისმოდა თავის ნებაზე მიშვებული წყლის ხმა გვერდითა ოთახიდან.
დღესაც ჩაიცვა წითელი ფეხსაცმელი სულ შიშველ ტანზე და სარკის წინ დაიწყო ტრიალი. სარკის სიღრმეში ნახევრადჩაცმული კაცის ლანდი დადიოდა.
ჩვეულებრივი დღესავით გამოაღო უჯრა ერთკაციანი საწოლის გვერდიდან და დაჟინებით ჩააშტერდა ძველ ფოტოს, რომელიც ისევ იმ ადგილას დახვდა, სადაც ყოველ დილა ტოვებს ხოლმე.
წინა დღესავით აიღო პატარა ლამბაქიდან 2 ცალი შაქრის ნატეხი და ერთად ჩაიტენა პირში. წითელი ფეხსაცმლით, შიშველი სხეულით და პირში შაქრებით გაუღო მეზობელს კარი.
დღესაც ირეოდნენ ლანდები ოთახში. ზოგი მათგანი ხელს ხვევდა წელზე, ზოგი კისერში კოცნიდა, ზოგი მკერდს უხეშად ეფერებოდა, ზოგი კი უბრალოდ იდგა და აბოლებდა ისე, როგორც გუშინ ღამე და იმის წინ და კიდევ ბევრი, ბევრი ღამისნაირად...
დილა და საღამო მხოლოდ იმით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რომ დილით ნაზად კოცნიდნენ მკერდზე, საღამოს კი გაწითლებული ძუძუებით უწევდა ერთადგილიან საწოლზე მარტო წოლა.
დღეს დილას, ისევე როგორც გუშინ და იმის წინ, დაინახა უცხო სახე მის სახლში, არ გაჰკვირვებია - აგრძელებდა ძვირადღირებული სახის დახატვას იაფფასიანი მოვარდისფერო პომადით.
კმაყოფილი სახით ისევ იცქიროდა სარკეში და ეროტიული ფილმივით გაურბენდა კადრები გუშინდელი ღამიდან - როგორც ყოველთვის.
წითელი ფეხსაცმლის წითელ, ოდნავ ლაკგადაცლილ ქუსლზე დღესაც აეკრო მწვანე კუპიურა - ქუსლი შესაღებია - ყოველდღე ამას ფიქრობს.
დღესაც ცდილობს რაიმე ფინალი მოუძებნოს ახლადდაწყებულ დღეს. ყველაფერი ერთმანეთში ირევა ისევ - ყოველდღიური ორგიები, მერე დათრობა, ოთახში გაბოლება, დილა ფოტოთი, შიშველი ტანით, მკერდზე ნაზი კოცნით, ერთი უცვლელი პარტნიორით, მეზობლის ბავშვით და საღამოს ისევ სექსით.
ქუსლი შესაღებია? თუ ფეხსაცმელია გადასაგდები? :))) შიშველი სხეულის ბევრჯერ გამეორება აუცილებელი არ არის ეროტიკული გარემოს შესაქმნელად. გაიზრდები, გამოცდილებას მიიღებ და მიხვდები. ვისაც სექსი არ ჰქონია ის ეროტიკაზე არც უნდა წერდეს
ქუსლი შესაღებია? თუ ფეხსაცმელია გადასაგდები? :))) შიშველი სხეულის ბევრჯერ გამეორება აუცილებელი არ არის ეროტიკული გარემოს შესაქმნელად. გაიზრდები, გამოცდილებას მიიღებ და მიხვდები. ვისაც სექსი არ ჰქონია ის ეროტიკაზე არც უნდა წერდეს