ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგობელა
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2008


შენ კი ლექსები, (როგორც გეგონა)

შენ კი ლექსები, (როგორც გეგონა)
დამარხე სადღაც მორუხო ცაში.
გადაიქნიე მერე ხელები
და ვეღარაფრით აგნებდი ნაპირს
ჰო მერე... როცა  გწეწდნენ და გგლეჯდნენ
შენც დამნაშავე იყავი მაშინ.
ჩაკვნიტე ბაგე ვერმიშველების,
უსუსურობის აწყვეტილ მარშში
გადამორბოდი და არაფერი
გეგულებოდა გარეთ თუ სახლში.
შენ კი ლექსები, შენი ლექსები
დამარხე მაშინ მორუხო ცაში,
რადგან ეს იყო შენი სამშობლი
ამორეკლილი ცრემლჩამდნარ თვალში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები